საფლავის ქვა

საფლავის ქვა გარდაცვლილის ხსოვნის მატერიალური სიმბოლოა და ასრულებს როგორც პრაქტიკულ, ისე ემოციურ ფუნქციას.
შერჩევა და დამზადება არის სასაფლაოს დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. 
სასაფლაოს დიზაინი მოიცავს საფლავების, გზების, ლანდშაფტის და საერთო ატმოსფეროს დაგეგმარებას.
საფლავის ქვები შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის:
გრანიტის: ყველაზე პოპულარული არჩევანია მისი გამძლეობის და მრავალფეროვნების გამო
მარმარილოს: ელეგანტურია, მაგრამ ნაკლებად გამძლე
ბრინჯაოსგან: გამოიყენება მცირე ზომის მემორიალებისთვის
რაც შეეხება ფორმასა და ზომას შესაძლოა იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფილები, ობელისკები, ჯვრები, გულის ან ოვალური ფორმის ქვები.
გარდა გამოსახულებისა, როგორც წესი დატანილია ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ, სახელი-გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი, ასევე შეიძლება პერსონალური ციტატის ან ეპიტაფიის დატანაც.
ქვა შესაძლოა გაფორმდეს დეკორატიული ელემენტებითაც.
პრო სასაფლაოს მოპირკეთება
სასაფლაოს მოპირკეთება

გთავაზობთ ქვის და ქვის ნაკეთობების ფართო არჩევანს. საფლავის მოპირკეთება, ბერძნული მარმარილო, უკრაინული და ინდური გრანიტი, ლაბრადორი, დიაბაზი და სხვა ქვის მასალები. სასაფლაოს კეთილმოწყობა, სასაფლაოს ქვა, სასაფლაოს ჯვარი. სასანთლე, ძეგლი, მემორიალი, მემორიალური დაფა. CNC რუტერის მომსახურება. მარმარილოს ჯვარი, ბოლნური ჯვარი, ნინოს ჯვარი, სასანთლე, საფლავის ჯვარი, სასაფლაოს ჯვარი, გრანიტის ჯვარი. საფლავის ქვა, მემორიალური დაფა, ფერადი ფოტო საფლავის ქვაზე, შავთეთრი ფოტო საფლავის ქვაზე, ქვაზე ხატვა, ქვაზე პორტრეტი, ქვაზე ფოტო, ქვაზე გრავირება, ქვის ჭრა, სარიტუალო მომსახურება, ასოების ამოკვეთა ქვაზე

video icon ვიდეო
საფლავის ქვაზე ხატვა საფლავების მოპირკეთება საფლავის ქვა საფლავის მოპირკეთება პრინტერით ხატვა საფლავის ქვაზე საფლავის ქვაზე წარწერა საფლავის ქვის ფასები საფლავის ქვის ყიდვა წარწერა საფლავის ქვაზე საფლავის ქვაზე ხატვა ლაზერით სასაფლაოს ხელოსანი საფლავის ქვების დამზადება საფლავის ჯვარი
ტელეფონი 551 11 ** **

საფლავის ქვაზე ხატვა

საფლავის ქვაზე ხატვა ძირითადად მოიცავს შემდეგ ტექნიკებს:
გრავირება - ტრადიციული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ქვის ზედაპირზე სურათის ან ტექსტის ამოკვეთას, შესაძლებელია დეტალური ნამუშევრების შექმნა, თუმცა საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

ლაზერული გრავირება  - თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ლაზერს ქვის ზედაპირზე გამოსახულების შესაქმნელად. კომპიუტერული პროგრამა მართავს ლაზერს, რომელიც ზუსტად "წვავს" დიზაინს ქვის ზედაპირზე.შესაძლებელია რთული დეტალების შექმნა.

მოზაიკა -  გულისხმობს სხვადასხვა ფერის და ფორმის მცირე ზომის ქვების ან მინის ნაჭრების გამოყენებას სურათის შესაქმნელად.
ძალიან ფერადი და თვალშისაცემია, შესაძლებელია უნიკალური დიზაინების შექმნა.
რაც შეეხება პროცესს, საკმაოდ საფრთხილო და შრომატევადია.
რა ღირს საფლავის ქვა ? ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
ქვის ტიპზე
დიზაინის სირთულეზე
შესასრულებელი ტექნიკაზე - ზოგიერთი ტექნიკა უფრო ძვირია ვიდრე სხვები. 

​რა ღირს საფლავის ქვა?

 საფლავის ქვის ფასს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, რაც მოიცავს ქვის ზომას, მასალას, დიზაინის სირთულეს და დამატებით სერვისებს.
მასალა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასის განსაზღვრაში, ასევე გამოსახულების შესრულებისას გამოყენებული ტექნიკაც.
სეზონურობაც გასათვალისწინებელია.ზაფხულში და შემოდგომაზე, როცა მეტი დაკრძალვა ტარდება, ფასები შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
შერჩევისას ყველასთვის სხვადასხვა რამ არის პრიორიტეტული, ზოგიერთისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მასალის ხარისხი, სხვებისთვის კი - დეტალური გამოსახულება ან დიდი ზომა.
თუ გეგმავთ ცალკეულად გააკეთოთ სასაფლაოს დიზაინი, სასურველია საერთო დიზაინში ქვის ვიზუალიც გაითვალისწინოთ.
ასევე გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯებიც რაც მოიცავს ტრანსპორტირებას, საფუძვლის მომზადებას, დაყენებას.
გირჩევთ რამდენიმე კომპანიისგან გამოითხოვოთ ფასები და შეადაროთ ერთმანეთს, რათა იპოვოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი ბიუჯეტისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

დამკრძალავი ბიუროს მომსახურების ტიპები 


ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ სტრესთან ერთად, ხშირად გამკლავება ისეთ ბიუროკრატიულ საკითხებთანაც გვიწევს, როგორიცაა საფლავის ფასებში გარკვევა, მიცვალებულის დაკრძალავსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, დაკრძალვის შემდგომ პროცედურებზე ფიქრი, ამ რთულ პერიოდში, პრაქტიკული საკითხების მოგვარება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.
სწორედ ამ დროს იკვეთება დამკრძალავი ბიუროს მნიშვნელობა, რომელიც თავის თავზე იღებს დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარებას.
ეს პროცესი მოიცავს მრავალ ასპექტს, რომელთაგან თითოეული მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას და ემპათიურობას.
სხვადასხვა კულტურაში დაკრძალვის ტრადიციები განსხვავებულია, და დამკრძალავი ბიუროები ხშირად ადაპტირდებიან ამ მრავალფეროვნებასთან. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში მიღებულია კრემაცია, სხვაგან კი - ტრადიციული დაკრძალვა. ზოგ რელიგიაში მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სწრაფად დაკრძალვა, სხვაგან კი უფრო ხანგრძლივი გამოსამშვიდობებელი ცერემონიებია მიღებული. დამკრძალავი ბიუროები ცდილობენ გაითვალისწინონ ყველა ეს ნიუანსი და შესთავაზონ ოჯახს მათი ტრადიციებისა და რწმენის შესაბამისი მომსახურება.
დამკრძალავი ბიურო მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს, რაც საჭიროა გარდაცვლილის ღირსეული გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად.
დამკრძალავი ბიუროების მომსახურება ძირითადად მოიცავს: 
სარიტუალო მომსახურებას - რაშიც მოიაზრება გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზება, სარიტუალო დარბაზის მომზადება და დაკრძალვის პროცესის დაგეგმვა.
ასევე, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზება. დამკრძალავი ბიურო ეხმარება ოჯახს ცერემონიის დაგეგმვაში, და ყველა იმ დეტალის მოგვარებაში, რაც ამ პროცესიას სჭირდება, იქნება ეს საგალობლების შერჩევა, ყვავილების მოწყობა, განათების ორგანიზება და თუ სხვა დეტალი. 
სარიტუალო დარბაზის მომსახურებას - ამ ტიპის მომსახურებაში ხშირად მოიაზრება სპეციალური სივრცეები მიცვალებულისთვის და ჭირისუფლისთვის, რაც შეიძლება იყოს საპანაშვიდე დარბაზი ან სარიტუალო დარბაზი.
სარიტუალო დარბაზები ხშირად ქელეხის სივრცეებადაც გამოიყენება ხოლმე.
კატაფალკის გამოძახებას - კატაფალკა სპეციალური ავტომობილია, რომლითაც ხდება გარდაცვლილის ცხედრის გადასვენება სხვადასხვა ადგილიდან.
შეიძლება დაგჭირდეთ ცალკეულ სერვისად სარგებლობაც, მაგალითად: ცხედრის გადასვენება საავადმყოფოდან სახლში, ასეთ შემთხვევაშიც შეგიძლიათ კატაფალკის გამოძახება.
მიცვალებულის გაპატიოსნება - სერვისი მოიცავს მიცვალებულის სხეულის მომზადებას დაკრძალვისთვის. პროცესი შეიძლება მოიცავდეს: ბალზამირებას, კოსმეტიკურ მომსახურებას, ჩაცმას, სუდარაში გახვევას  რელიგიური ან კულტურული ტრადიციების მიხედვით.
ჩასასვენებლის, კუბოს შერჩევა - როგორც წესი, დამკრძალავი ბიუროები გვთავაზობენ სასახლეების ფართო არჩევანსაც, განსხვავებულს  ფასით, მასალითა თუ ვიზუალით.
დამატებით დამკრძალავი ბიუროს სერვისი შესაძლოა მოიცავდეს სამგლოვიარო კომპოზიციების შექმნას, სპეციალური გვირგვინების დამზადებას, ყვავილების მიწოდებას და განთავსებას სარიტუალო დარბაზში ან სასაფლაოზე. 
სხვადასხვა მემორიალურ პროდუქტების დამზადებას, როგორიცაა სამახსოვრო ბარათები ან ბროშურები, ფოტო კოლაჟები ან სამკერდე სურათები გარდაცვლილის გამოსახულებით. 
ბიურო ეხმარება ოჯახს საფლავის ადგილის შერჩევაში, უზრუნველყოფს საფლავის გათხრას და მომზადებას. ასევე, სთავაზობს დახმარებას საფლავის ქვის შერჩევასა და დამონტაჟებაში.
შესაძლოა შემოგთავაზონ საფლავის დიზაინი და მოპირკეთებაც. ბევრი ბიურო ასევე გვთავაზობს გრძელვადიანი მოვლის სერვისებს, რაც უზრუნველყოფს საფლავის მუდმივ მოვლას.
დამკრძალავი ბიურო თანამშრომლობს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფს კულტურული ტრადიციების დაცვას და შესაბამისი რიტუალების ორგანიზებას. 
ეს მოიცავს სპეციფიკური რელიგიური ატრიბუტების მოძიებას და გამოყენებას, ასევე შესაბამისი წეს-ჩვეულებების დაცვას.
რომ შევაჯამოთ, დამკრძალავი ბიუროს მომსახურება წარმოადგენს კომპლექსურ და მრავალმხრივ სერვისს, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამსუბუქოს მგლოვიარე ოჯახის ტვირთი რთულ პერიოდში.ადაპტირდებიან სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებთან, რაც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ მიდგომას თითოეული ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ დამკრძალავი ბიურო?

დამკრძალავი ბიუროს შერჩევისას გაითვალისწინეთ მათი რეპუტაცია, მოიძიეთ ინფორმაცია მათ შესახებ, თუ ჩვენს პლატფორმაზე მოძებნით, შეძლებთ გაეცნოთ იმ მომხმარებლების რეალურ უკუკავშირებს, ვინც ისარგებლა სერვისით და დატოვა შეფასება.
დააზუსტეთ რას მოიცავს მათი სარიტუალო მომსახურება, ერთმანეთს შეადარეთ რამდენიმე დამკრძალავი ბიუროს ფასები, გაესაუბრეთ შერჩეულ მათგანს და დარწმუნდით, რომ ბიურო მზადაა მოერგოს თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს და სურვილებს.

რა ღირს დამკრძალავი ბიუროს მომსახურება?

დამკრძალავი ბიუროს მომსახურების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება მდებარეობის, მომსახურების ტიპის,შემოთავზებული სერვისებისა და ხარისხის მიხედვით.
ზუსტი ღირებულების დასადგენად უნდა დაუკავშირდეთ შერჩეულ მათგანს, გაუზიაროთ ინფორმაცია დაკრძალვის დეტალებთან დაკავშირებით, ასევე იმ სერვისებზე, რომლითაც გსურთ სარგებლობა და პროფესიონალები დაგითვლიან ზუსტ ღირებულებას.

რა განსხვავებაა დაკრძალვასა და კრემაციას შორის?

დაკრძალვა და კრემაცია არის გარდაცვლილის სხეულის განკარგვის ორი ძირითადი მეთოდი: 
დაკრძალვის დრო სხეული თავსდება კუბოში და იმარხება მიწაში, მიღებულია მრავალ კულტურაში
კრემაციის დროს სხეული იწვება მაღალ ტემპერატურაზე და რჩება ფერფლი
ფერფლი შეიძლება შეინახონ ურნაში, მოაბნიონ ან დამარხონ

​რა ტიპის წარწერები შეიძლება გაკეთდეს საფლავის ქვაზე?

საფლავის ქვაზე შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა სახის წარწერა, მათ შორის: გარდაცვლილის სახელი და გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, მოკლე ეპიტაფია, ციტატა ან რელიგიური ტექსტი, პროფესია,წოდება, სიმბოლოები.

​შესაძლებელია თუ არა ფოტოს დამატება საფლავის ქვაზე?

არსებობს ლაზერული გრავირების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ფოტო პირდაპირ ქვაზე ამოიტვიფროს.
ასევე შესაძლებელია  კერამიკული ოვალური ფორმის ფოტო-ქვის დამზადება, რომელიც წებდება საფლავის ქვაზე.
საფლავის ქვაზე ხატვა ხდება კლიმატგამძლე მასალებით და შესაბამისად, დიდხანს ინარჩუნებს პირველად იერსახეს.
თუ დროთა განმავლობაში საღებავი გახუნდება, არსებობს გახუნებული სურათის ამღდგენი საღებავიც, რომლის გადატარებითაც შეძლებთ ფოტო-ნახატის განახლებას.