საფლავის ქვა დაკრძალვის ადგილზე არსებული ნიშანია, რომელზეც დატანილია ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ. ეს შეიძლება იყოს სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. ასევე, საფლავის ქვაზე დატანილია გარდაცვლილის ფოტო ან გამოსახულება. გარდა ამისა, ზოგიერთ საფლავის ქვაზე, ასევე დატანილია გარდაცვლილის სადიდებელი ეპიტაფიები ან რელიგიური ტექსტებიდან ციტატები. საფლავის ქვა შესაძლოა, იყოს დროებითი და მუდმივი. დროებითი მოდელები გამოიყენება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მუდმივებს იდეალურ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ ძალიან ხანგრძლივი მომსახურების ვადა, 50-80 წლამდე. სწორედ ამიტომ ისინი მზადდება უფრო საიმედო და გამძლე მასალებისგან, როგორიცაა: ლითონი და ქვა. საფლავის ქვაზე ხატვა მიმდინარეობს შესაბამისი დანადგარის მიერ ულტრა თანამედროვე ტექნიკით, საღებავებით და ქიმიური დანამატებით. ეს კი, გამორიცხავს შეცდომის დაშვებას და ქვაზე დახატული სურათის მალე დაზიანებას. საფლავის ქვაზე ხატვა დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია, როგორც ფერად, ასევე შავ-თეთრ ფერებში. საფლავის ქვის შერჩევა ბიუჯეტურ ფასად ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც
კატაფალკის გამოძახება და
სასახლე მაცივრის შერჩევა.
რა ღირს საფლავის ქვა ?
საფლავის ქვის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის: ზომაზე, მასალაზე, დიზაინის სირთულესა და დამატებით სერვისებზე. დეტალურად განვხილოთ თითოეული მათგანი.
- საფლავის ქვის მასალა - საფლავის ქვის შერჩევის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალა გრანიტი და მარმარილოა. გრანიტის მასალა გამძლეა და უფრო ძვირი ღირს. რაც შეეხება, მარმარილოს ეს უფრო იაფია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ფერი შეიცვალოს და გაფერმკრთალდეს წვიმების ან მზის ზემოქმედების შედეგად.
- საფლავის ქვის ფორმა და ზომა - როდესაც ხდება საფლავის ქვის დამზადება ფასს განსაზღვრავს მისი ზომა და ფორმაც. რაც უფრო დიდი და რთული ფორმისაა ქვა, მით უფრო მეტია დამზადების ფასი. მარტივი ფორმები შედარებით მოთხოვნადი და იაფია, ხოლო არასტანდარტული დიზაინის და ზომის ქვის დამზადება საკმაოდ ძვირია.
- საფლავის ქვის დიზაინი - როდესაც მზადდება საფლავის ქვა, რომელზეც გრავირება სრულდება არა დანადგარით, არამედ ხელით, ან ამას ემატება რთული დეკორატიული ელემენტები ფასი მაღალია.
- საფლავის ქვის დამზადების და დამონტაჟების ღირებულება, ხშირად ცვალებადია, რადგან სარიტუალო დარბაზი, გარდა სასურველი დიზაინისა და ფორმის დამზადების შემდეგ გთავაზობთ უფრო მაღალ ფასს, თუ საჭირო ხდება შორ მანძილზე ქვის ტრანსპორტირება ან საფლავზე დამონტაჟება.
- დამატებითი დეტალების დამზადება - როდესაც, საფლავის ქვას ემატება სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალები ფასი იმატებს.
თუ გსურთ ბიუჯეტურ ფასად შეიძინოთ საფლავის ქვა, რომელიც იქნება გამორჩეული დიზაინის და საუკეთესო მასალის, საიტზე
servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.