მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...
ბინის დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწორად მოახდინოს სასურველი ავეჯის შერჩევა, განათების არჩევა, ფერების ერთმანეთთან შეხამება, აქსესუარების სწორად განაწილება და სხვა ყველა დეტალის განსაზღვრას, რაც ბინის დაგეგმარების დროს მნიშვნელოვანია.
ბინის დიზაინერის დაქირავებამდე გაითვალისწინეთ მისი გამოცდილება და ცოდნა. ამის გარდა, გაეცანით ნამუშევრებს და მომხმარებლის შეფასებებს. შეადარეთ მისი შექმნილი დიზაინერული სტილი თქვენთვის სასურველს და დარწმუნდით რომ ისინი თანხვედრაშია.
ბინის დიზაინი ფასი და დრო ეს ის დეტალებია, რისი ცოდნაც დიზაინის შექმნამდე აუცილებელია. ბინის დიზაინერთან მომსახურების მიღებამდე გაეცანით მის მომსახურების ღირებულებას, განსაზღვრეთ რამდენად მისაღებია ის თქვენთვის და რამდენად თანხვედრაშია დიზაინის ჩაბარების ვადები თქვენს დროსთან.
თანამედროვე ბინის დიზაინში პოპულარულია სკანდინავიური, კლასიკური, მინიმალისტური და ლოფტის სტილი. თუ სასურველი სტილის ბინის დიზაინისთვის ეძებ დიზაინერს servisebi.ge - ზე შეგიძლია შეარჩიო გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტები. გაეცანი მომხმარებლის შეფასებებს და დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში გაიარე სატელეფონო კონსულტაცია.