მოიძებნა 152 განცხადება

მომზადება ინგლისურში, ინგლისურის რეპეტიტორი, ინგლისურის მასწავლებელი

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით განცხადებებს, ინგლისურ ენაში მომზადებასთან დაკავშირებით, ისეთებს როგორებიცაა, ინგლისურის მასწავლებელი, მოზადება ინგლისურში, ინგლისურის რეპეტიტორი, მომზადება

მოვამზადებ  6 დან 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში, ონლაინ.
მოვამზადებ 6 დან 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში, ონლაინ.

მოვამზადებ 6 დან 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში, ონლაინ. შესაძლებელია როგორც სკოლის პროგრამის დახვეწა, ასევე გაფართოებული პროგრამით მეცადინეობა. პროგრამა მორგებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე და მის ენის ცოდნის დონეზე, კემბრიჯის ან ოქსფორდის პროგრამების გამოყენებით. ამ პროგრამების მეშვეობით თქვენი ბავშვი არა მხოლოდ ინგლისურ ენას დაეუფლება არამედ ზოგადი განათლების დონესაც აიმაღლებს. ვამეცადინებ როგორც ქართულ ენოვან, ასევე რუსულ ენოვან მოსწავლეებს. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის წითელ დიპლომიანი სპეციალისტი და მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში, სრულად ინგლისურენოვან გარემოში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ერთი გაკვეთილის ფასი 10-15 ლარი, პროგრამის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრისთვის და პროგრამის შესარჩევად, შესაძლებელია დაიგეგმოს ერთი ვიზიტი ჩემთან სახლში. შემდეგ მეცადინეობა გაგრძელდება დისტანციურად.

შევასწავლი ინგლისურ ენას ინდივიდუალურად
შევასწავლი ინგლისურ ენას ინდივიდუალურად

ვამზადებ ინგლისურ ენაში როგორც სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, ისე დამწყებებს(იგულისხმება A1 დონიდან ზევით). შეზღუდვებიდან გამომდინარე უფრო მოსახერხებელი იქნება ონლაინ მეცადინეობა. მაქვს ბაკალავრის ხარისხი. წლების განმავლობაში ვამზადებ როგორც პატარა ბავშვებს, ისე ზდასრულებს. მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, რაც მეხმარება ჩემი გაკვეთილები ხარისხიანად ჩატარებაში. კონკრეტულ სახელმძღვანელოებთან ერთად, მაქვს ჩემი მეთოდები, რომელთა გამოყენებით მარტივად შეისწავლით ინგლისურ ენას. შესაძლებელია ბინაზე მეცადინეობაც. გაკვეთილებს ჩავატარებ კვირაში 2 დღე, თვეში 8 დღე.