ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!
შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე მარიამი

ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ბინაზე მისვლით და ბინაზე მიღებითაც. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ კი ინგლისური ფილოლოგიის, მესამე კურსის სტუდენტი. ჩემი დამატებითი სპეციალობაა პედაგოგიკა. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. გთავაზობთ სწავლებას, როგორც სკოლის წიგნებით, ისე დამატებითი სახელმძღვანელოებითაც. გაკვეთილების განმავლობაში ყურადღებას თანაბრად ვუთმობ წერის, კითხვის, მოსმენისა (listening skills) და საუბრის (Speaking skills) უნარ-ჩვევებს. გავლილი მაქვს სასწავლო ცენტრი "Know-How"-ს 7-წლიანი და Oxford School-ის 2-წლიანი კურსები. ჩემი გაკვეთილების ხანგრძლივობაა 60 წუთი/90წუთი. გაკვეთილებს ვატარებ კვირაში ორჯერ სურვილის შემთხვევაში კვირაში სამჯერაც, ფასი შეთანხმებით(80ლარიდან). ვატარებ ჯგუფურ მეცადინეობებსაც(მაქსიმუმ 2-3 ბავშვი). პანდემიიდან გამომდინარე შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ხორციელდება მხოლოდ ძველ მოსწავლეებთან ან იმ მოსწავლეებთან, რომლებთანაც მქონია პირადი შეხება 8 არავირტუალური გაკვეთილის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე: 555164343 ან მომწერეთ მეილზე mariami.dzindzibadze253@hum.tsu.edu.ge.

შეფასება
starstarstarstarstar
clock
ორშ / პარ
08:00 - 22:00
შაბათი
08:00 - 22:00
კვირა
08:00 - 21:00

მდებარეობა

map pin
მდებარეობა რუკაზე არ არის მითითებული
user avatar servisebi.ge
მარიამი
ფასი
შეთანხმებით
მსგავსი განცხადებები