მომზადება ინგლისურ ენაში

მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-დან XII კლასის ჩათვლით, ბავშვებს ინგლისურ ენაში. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. ვამზადებ, როგორც დისტანციურად ისე სახლში (თელავი) . ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს რომელიც მოიცავს ოთხივე უნარის განვითარებას: გრამატიკას, ლექსიკას, მოსასმენსა და საუბარს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს/ასევე შესაფერის ტესტებს უმცროსკლასელთათვის.ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: I მაღალ ქულას II საბაზისო დონის ათვისებას III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას და წერის ტექნიკის დახვეწას. უმცროსკლასელებისთვის მაქვს ასევე ცალკე პროგრამა რომელიც ქმნის მყარ ფუნდამენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად. ფასი შეთანხმებით

clock
ორშ / პარ
09:00 - 19:00

მდებარეობა

user avatar servisebi.ge
შალვა
ფასი
80.00-₾
მსგავსი განცხადებები