ინგლისური ენის შესწავლა

 ინგლისურის ენის შესწავლა დღეს უკვე აუცილებელი უნარია მათთვის, ვისაც სურს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს განათლებაში, კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინგლისური ენა გეხმარებათ უცხოური ინფორმაციის სწრაფად გაგებაში, საერთაშორისო კომუნიკაციაში და საკუთარი აზრების უფრო თავისუფლად, თავდაჯერებულად გამოხატვაში. სწორად შერჩეული ინგლისურის გაკვეთილები სწავლას ამარტივებს და პროცესს შედეგიანს ხდის, რადგან სწავლება ეტაპობრივად და პრაქტიკაზე დაფუძნებულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ირჩევს ინგლისური ენის კურსებს პროფესიონალი მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რაც ცოდნის გამყარებას და სტაბილურ პროგრესს უზრუნველყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ინგლისურის შესწავლა ონლაინ, რაც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. ასეთი მოქნილი მიდგომა იდეალურია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის. საბოლოოდ, ინგლისურის ენის შესწავლა არის ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში და რეალური ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.
პრო
ინგლისურის პედაგოგი
ინგლისურის პედაგოგი

გსურს ისაუბრო ინგლისურ ენაზე თავისუფლად და თავდაჯერებულად? მე ვარ სერთიფიცირებული ინგლისურის მასწავლებელი 9 წლიანი გამოცდილებით. გთავაზობთ ინდივიდუალურ ინგლისური ენის გაკვეთილებს — მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმატში! - ყველა ასაკისა და დონის მსმენელისათვის; - ინდივიდუალური მიდგომა; - მოქნილი განრიგი; - საუბრის პრაქტიკა; დამიკავშირდი და ერთად გავიუმჯობესოთ შენი ინგლისური!

სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 19 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

video icon ვიდეო
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გსურთ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად, გაიუმჯობესოთ სამუშაო შესაძლებლობები ან უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა?შემომიერთდით ჩემს ონლაინ კურსებზე და ერთად მივაღწევთ თქვენს მიზნებს! ✅ Მე ვარ ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული და მაქვს პედაგოგობის 4 წლიანი გამოცდილება Გთავაზობთპრაქტიკულ და თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მორგებულია თქვენი საჭიროებებისა და დონის მიხედვით. გაკვეთილები იქნება მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და საინტერესო, რაც ხელს შეგიწყობთ ენის მარტივად და სწრაფად დაუფლებაში. ჩემი კურსები მოიცავს: ✅გრამატიკისა და ლექსიკის გაძლიერებას ✅მოსმენის, საუბრისა და წერილობითი უნარების გაუმჯობესებას ✅ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით რატომ აირჩიოთ ჩემი კურსები? ✅სრული კომფორტი: სწავლა სახლიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს ✔️ შეგიძლიათ მობრძანდეთ ბინაზეც. ✅ინდივიდუალური მიდგომა: კურსები მორგებულია თქვენს დონესა და მიზნებზე ✅პრაქტიკული გაკვეთილები: ✅დამხმარე მასალები: ხელმისაწვდომი და გამარტივებული მასალა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებაში

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების და სასაუბრო ინგლისურის შესწავლის მსურველებისათვის. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისური და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL, PSAT, SAT. ESL Teacher (English as a Second Language Teacher) განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) 11. University of Cambridge - CELTA-Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages 12. Michigan State University- Write Your First Novel ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს. მეცადინეობა კვირაში ორჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი. ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით. დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ის ან Viber-ის საშუალებით.

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი

ინგლისურის სწავლა

 ინგლისურის სწავლა ხშირად იწყება სურვილით, რომ თავისუფლად ვილაპარაკოთ და სხვებთან კომუნიკაცია ბარიერების გარეშე შევძლოთ. ენის ათვისების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასაუბრო ინგლისურის უნარების განვითარებას, რადგან სწორედ საუბარი გვაძლევს თავდაჯერებულობას რეალურ სიტუაციებში. სწორი მეთოდებით ინგლისურის სწავლა ხდება ნაკლებად სტრესული და უფრო შედეგზე ორიენტირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწავლა ასაკზე მორგებული იყოს — ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისათვის  უნდა იყოს თამაშით, მარტივი მაგალითებით და პოზიტიური გარემოთი გაჯერებული. ასეთ დროს ბავშვები ენას ბუნებრივად ითვისებენ და ინტერესი დიდხანს უნარჩუნდებათ. ზრდასრულებისთვის კი სწავლა ხშირად დაკავშირებულია მიზნებთან: მოგზაურობა, სამსახური ან თვითგანვითარება. საბოლოოდ, როცა სწავლა სწორად არის დაგეგმილი, ინგლისური ენა ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცევა.
verify badge პრო
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 27 შეფასება

მე მინდა გაგიმარტივო ინგლისურის სწავლა. თუკი შენ: 1) ენა იცი, მაგრამ საუბარი გიჭირს და კომპლექსდები; 2) სწავლას ნულიდან იწყებ; 3) გაქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ გინდა ბუნებრივი, მაღალი დონის ცოცხალი, და არა “სახელმძღვანელოს” ინგლისური; სამივე შემთხვევაში, დაგეხმარები. გთავაზობ: ✅ შენზე მორგებულ, ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს —TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. ✅ თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს — PPP, ESA, TTT, Task-Cycle, Dogme და სხვ. ✅ საუბარი პირველ ადგილზეა! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ ცხოვრობ უცხოეთში? შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
ინგლისური ენის კურსები ევროპული სტანდარტებით
ინგლისური ენის კურსები ევროპული სტანდარტებით

გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე მეთოდოლოგიით. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩემი საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს მუშაობას პოლონეთისა და თურქეთის სასწავლო დაწესებულებებში, რაც საშუალებას მაძლევს, სასწავლო პროცესი წარვმართო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სასწავლო პროგრამები: სასწავლო კურსი მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სკოლის მოსწავლეები: სასკოლო პროგრამის გაძლიერება და ენობრივი უნარების განვითარება. აბიტურიენტები: ინტენსიური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ნებისმიერი ასაკის მსურველები: ზოგადი ინგლისური (General English) – ნებისმიერი დონიდან ცოდნის გაღრმავება და სასაუბრო ბარიერის დაძლევა. სწავლის ღირებულება (8 გაკვეთილი): ინდივიდუალური გაკვეთილი: 250 ლარი წყვილში ან ჯგუფური სწავლება: 200 ლარი სპეციალური შეთავაზება: ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, თითოეულის საფასური იქნება 180 ლარი. ფორმატი და გრაფიკი: ლოკაცია: მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლით (დიდი დიღომი, IV მიკრორაიონი). ინტენსივობა: კვირაში 2 დღე. ხანგრძლივობა: 1 სთ ან 1:30 სთ. დონის დამდგენი ტესტი და პირველი (სადემონსტრაციო) გაკვეთილი უფასოა. პროგრამა ფოკუსირებულია ოთხივე ძირითადი უნარის (მეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა) კომპლექსურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ენის ბუნებრივად და თავისუფლად ათვისებას.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 100 ლარი. ინდივიდუალურად 160 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები
ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება ყველას გავუზიარო, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა ან ცოდნის გაღრმავება! მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს, ვისაც სურს ენის ათვისება. ჩემთან სწავლა არ ნიშნავს მხოლოდ წიგნებში ჩახედვას. ეს არის პროცესი, სადაც აქცენტი კეთდება ენის გააზრებასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. რას გთავაზობთ? ✅ ინდივიდუალური მიდგომა: პროგრამა იგეგმება თქვენი (ან თქვენი შვილის) მიზნებისა და ინტერესების მიხედვით. ✅ საფუძვლიანი გრამატიკა და ლექსიკა: რთული საკითხების მარტივი და გასაგები ენით ახსნა. ✅ სასაუბრო პრაქტიკა: პირველივე გაკვეთილებიდან ვმუშაობთ ენობრივი ბარიერის მოხსნაზე. ✅ მოქნილი მეთოდიკა: პატარებისთვის – ხალისიანი და ინტერაქციული გაკვეთილები, უფროსებისთვის – პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სწავლება. ✅ არ აქვს მნიშვნელობა, ნულიდან იწყებთ თუ გსურთ სასკოლო/სამუშაო მასალის გაუმჯობესება – ერთად სწავლა ყოველთვის უფრო ეფექტურია! მოკლედ ჩემს შესახებ: • ვფლობ C1 დონეს (IELTS) • მაქვს საერთაშორისო გარემოში სწავლისა და მუშაობის გამოცდილება. პირველი შეხვედრა და დონის განსაზღვრა უფასოა! სწავლება ხდება ონლაინ! დეტალური პირობებისა და ფასების სანახავად დამიკავშირდით WhatsApp/Viber.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის მასწავლებელი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ინგლისურ ენაში. მაქვს დამთავრებული მაგისტრატურა (ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი) და გავლილი მაქვს პედაგოგიკის კურსები. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. ასევე, მაქვს FCE (B2),CPE (C1), IELTS-ის სერტიფიკატები. ვასწავლი სკოლის მასალასთან ერთად, დამატებით კლასგარეშე მასალას, საჭიროებისამებრ და სასაუბრო ინგლისურს.ვამზადებ ჯგუფებს IELTS - ის გამოცდისთვის. ასევე, მოვამზადებ "ონლაინ". ვცხოვრობ ვარკეთილში, მოსწავლეებს მივიღებ სახლში/ასევე ვასწავლი ონლაინ (მისამართზე არ დავდივარ). ხელფასს ვიღებ წინასწარ (პირველ გაკვეთილზე) და ყოველ მომდევნო იმ რიცხვში, როცა დაიწყებთ მეცადინეობას (კვირაში 2 დღე/თვეში 8 გაკვეთილი).

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ინგლისურის რეპეტიტორი
ინგლისურის რეპეტიტორი

ვარ გამოცდილი,სერთიფიცირებული 20 წლიანი გამოცდილების პედაგოგი. სპეციალობით (მთარგმნელ-რეფერენტი) მონიჭებული მაქვს გიდის კვალიფიკაციაც. ნათარგმნი მაქვს როგორც სამედიცინო წიგნები,ასევე სტატიები და. ა.შ. მოვამზადებ ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს,მაგისტრანტებს და ნებისმიერ მსურველს ხარისხიანად და საფუძვლიანად ოთხივე კომპონენტის გამოყენებით...სასაუბრო ინგლისური linguaphone -ის გაძლიერებული მეთოდით.FCE,TOEFL. წერა, კითხვა, მოსმენა, ესეების წერა და გრამატიკა. გამოყენებული იქნება აუდიო+ვიდეო მასალა.დონეების და პროგრამების მიხედვით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 5 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში. ✅ ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ✅️ სტაჟირება გავიარე გორის მე-12 საჯარო სკოლაში; ✅️ მაქვს კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება - IB სისტემა; ✅️ მაქვს საკუთარი ინგლისური ენის სკოლა; ✅️ სწავლას ვაგრძელებ ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ✅ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად (მხოლოდ დისტანციურად); ✅ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) 2021 წელს - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✅ გავიარე სტაჟირება ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვრებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies); ✅ სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში; ✅ როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი მოზარდებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში; ✅ მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაშიი მუშაობის გამოცდილება (Peace Corps), რაც დამეხმარა ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწაში; ❇️ ინდივიდუალურად მეცადინეობის საფასური იწყება 170 ლარიდან (ზრდასრულებისთვის); 120 ლარი სკოლის მოსწავლეებისთვის; ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება - 150ლ;

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურში მომზადება (დისტანციურად)
ინგლისურში მომზადება (დისტანციურად)

გამარჯობა! ვამზადებ ინგლისურში C1 დონის ჩათვლით, როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში (მაქსიმუმ 3 ადამიანი ერთად). ჩემს შესახებ: • დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი • გავლილი მაქვს თანამედროვე სწავლების მეთოდების ტრენინგი 10-მდე ევროპულ ქვეყანაში • მაქვს 5-წლიანი გამოცდილება სწავლების მიმართულებით როგორც ონლაინ, ისე სკოლაში • ვარ მაგისტრატურის სტუდენტი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, გერმანიის სახელმწიფო დაფინანსებით • პარალელურად ვმუშაობ არაფორმალური განათლების სფეროში საგაკვეთილო პროცესის დროს ვმუშაობთ ყველა უნარზე: ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა, გრამატიკა. საუბარს ვიწყებთ პირველივე გაკვეთილიდან. სასწავლო პროცესი, გარდა პროგრამული მასალისა, მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ფილმების/სერიალების (პატარა ასაკის შემთხვევაში მულტფილმების) ეპიზოდური ყურება და განხილვა, სხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებთან ერთად. ასევე, ვამზადებ მოსწავლეებს IELTS გამოცდისთვის. დაკავშირება მხოლოდ WhatsApp-ით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
საკომუნიკაციო ინგლისური მაღალ დონეზე
საკომუნიკაციო ინგლისური მაღალ დონეზე
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ვარ ინგლისური ენის ლექტორი-სინქრონისტი, ვამზადებ 35 წელია, გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს შემუშავებული განსაკუთრებული პროგრამა სასაუბრო ენის შესწავლის მსურველთათვის, მარტივად, გასაგებად დალაგებული,რათა შეძლოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, ვმუშაობ ასევე ონლაინ (უცხოეთში მცხოვრებთათვის). ასევე ვამზადებ აბიტურიენტებს ცოდნისა და აქედან გამომდინარე მაღალი ქულის გარანტიით . მეცადინეობა ინდივიდუალურია. საცდელი გაკვეთილი უფასო. ნუ დაკარგავთ დროს ძებნაში. გელით!

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ინგლისური (სკოლის მოსწავლეებისთვის და ზრდასრულთათვის ) საყვარელი და ჭკვიანი პატარების ინგლისურის გაკვეთილები ინოვაციური მეთოდებით, უახლესი საბავშვო ლიტერატურით და მხიარული აქტივობებით ,რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს, ვიდეო გაკვეთილებს, მუსიკალურ და სახალისო თავსატეხებს, ეს არ უნდა გამოტოვო ... ზრდასრულთათვის დონეების შესაბამისად (a1-c1)სწრაფად ამეტყველება და ლექციის მსვლელობა ინგლისურ ენაზე , ინოვაციური მეთოდით სწავლა შეგძენს უნარებს იდეალურად ამეტყველდე სწრაფად და მარტივად ჩაწვდე იუთუბ პოდქასთებს, Brain Storming საინტერესო სავარჯიშოებს და Speaking-skill-ის გაუმჯობესება. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები

მომხმარებლის შეფასებები

ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები სურათი
ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები
სოფო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 დღის წინ

საუკეთესო თავის საქმეში. თუ გნებავთ სწრაფი და ამავდროულად ხარისხიანი შედეგი, ჩემგან ძალიან დიდი რეკომენდაცია ანანოს.

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 დღის წინ

ძალიან მარტივად და ეფექტურად მიდის სასწავლო პროცესი. გაკვეთილზე ინგლისურად განვიხილავთ სხვადასხვა თემებს, რაც საშუალებას გაძლევს ისწავლო ინგლისურად ფიქრი

ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები სურათი
ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები
ნატალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 დღის წინ

ძალიან კმაყოფილო ვარ.უკეთესი იქნებოდა რომ ასეთი ხალისიანი,ყურადღებიანი და ჭკვიანი მასწავლებელი ბევრი იყოს.მართლაც საუკეთესო თავის საქმეში.

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 დღის წინ

კომუნიკაბელური,თემების გადმოცემის კარგი უნარი,ყოველ გაკვეთილზე მუდმივად ინგლისურად საუბარი და კომპლექსების მოხსნაზე მუშაობა. ძალიან მიხარია თქვენი აღმოჩენა. დიდი რეკომენდაცია ჩემგაან 🤍 როგორც იტყოდით ვისწავლოთ მარტივად ისე რო არ გავართულოთ ცხოვრება.

ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები სურათი
ეფექტური ინგლისური ენის გაკვეთილები
ნიკოლოზი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 დღის წინ

ჩემი რეკომენდაცაი! ნამდვილი პროფესიონალი, უმაღლესი ხარისხით თუ გნებავთ სწავლა აუცილებლად გირჩევთ!

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ელენე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

თქვენ ხართ ნამდვილად ყველაზე გამორჩეული მასწავლებელო, მას აქვს უნარი, რთული გრამატიკა და წესები მაქსიმალურად მარტივად, გასაგებად და სტრუქტურირებულად ახსნას. გაკვეთილები ყოველთვის ორგანიზებულია, ნათლად დაგეგმილი და საინტერესოა. მასწავლებელი ზედმიწევნით აკვირდება ჩემს პროგრესს და ყოველ ნაბიჯზე ზუსტად იცის, რა მიმართულებით მჭირდება მეტი ყურადღება. ის ქმნის სასიამოვნო, დამხმარე გარემოს, სადაც არ გეშინია შეცდომების, რადგან ყოველი ახსნა არის მშვიდი, მოთმინებით სავსე და ძალიან პროფესიონალური. სწორედ ამიტომ, სწავლა მასთან არ არის სტრესი პირიქით, მოტივაციას გმატებს და თვითდაჯერებულობას გიღრმავებს. შედეგი თვალსაჩინოა სიტყვათა მარაგი გამიძლიერდა, გრამატიკა სრულფასოვნად ვისწავლე მისი წყალობით და თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურად. ვისაც სურს რეალური პროგრესი, ხარისხიანი სწავლება და პედაგოგი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს სტუდენტის განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობით ვურჩევ ამ მასწავლებელს.

რატომ იწყება ბევრი შესაძლებლობა ინგლისური ენის ცოდნით?

 ხშირად ადამიანები ინგლისურის სწავლას მაშინ იწყებენ, როცა უკვე სჭირდებათ — სამსახურში, მოგზაურობისას, სწავლის გაგრძელებისას ან უბრალოდ მაშინ, როცა მიხვდებიან, რომ ენის არქონა მათ შესაძლებლობებს ზღუდავს. ეს არ არის მხოლოდ სიტყვების დამახსოვრება ან გრამატიკული წესების სწავლა; ინგლისური ენა კომუნიკაციის ინსტრუმენტია, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას ვილაპარაკოთ, გავიგოთ და ვიყოთ ჩართულები იმ სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად უფრო საერთაშორისო ხდება. სწორედ ამიტომ ინგლისური ენის შესწავლა დღეს არჩევანი კი არა, გააზრებული ნაბიჯია საკუთარი განვითარებისთვის.

 ენის სწავლა სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა მიზნით იწყება. ზოგისთვის ეს არის სკოლის პროგრამის დაძლევა და შეფასებების გაუმჯობესება, სხვებისთვის — საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, როგორიცაა IELTS და TOEFL, რომლებიც აუცილებელია სწავლისა თუ მუშაობის გასაგრძელებლად უცხოეთში. არსებობს ადამიანების კატეგორიაც, რომელიც ინგლისურის სწავლას იწყებს კარიერული წინსვლისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად ან პროფესიული სფეროს გასაფართოებლად.

 ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია სწორად შერჩეულ მიდგომასა და გარემოზე. როცა მიზანი ნათელია, ბევრად მარტივია გადავწყვიტოთ, ვისწავლოთ ინგლისური ინდივიდუალურად, ჯგუფში, ფიზიკურ თუ ონლაინ ფორმატში.
თანამედროვე ინგლისურის სწავლა მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი, მხოლოდ გრამატიკაზე ორიენტირებული მოდელისგან. დღეს აქცენტი კეთდება პრაქტიკაზე, რეალურ სიტუაციებზე და ცოცხალ კომუნიკაციაზე. სწორედ ამიტომ, ინგლისური ენის გაკვეთილები დამწყებთათვის ხშირად იწყება საუბრის ელემენტებით, მარტივი დიალოგებით და ყოველდღიური თემებით. სასაუბრო ინგლისური ხდება სწავლების საყრდენი, რადგან ენა, რომელიც არ გამოიყენება საუბარში, სწრაფად იკარგება.

 თბილისში ინგლისურის სწავლაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ინგლისური ენის კურსები თბილისში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური პედაგოგების, ისე ინგლისური ენის ცენტრის ტიპის სასწავლო სივრცეების მიერ. ზოგიერთი მათგანი სპეციალიზებულია ბავშვებთან მუშაობაზე, ზოგი — მოზრდილებზე, ბიზნესინგლისურზე ან გამოცდებისთვის მომზადებაზე. სწორი არჩევანი აქ მნიშვნელოვანია, რადგან სწავლების ტემპი, მეთოდი და მიზნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგლისური ენის შესწავლას ბავშვებისათვის. ბავშვებთან მუშაობისას სწავლა უნდა იყოს თამაშზე, ვიზუალურ მასალებზე და დადებით ემოციებზე დაფუძნებული. ასეთ დროს გამოიყენება თანამედროვე წიგნები, ანიმაციები, საგანმანათლებლო ვიდეოები და ინტერაქტიული აქტივობები. ეს მიდგომა ამცირებს სტრესს და ეხმარება ბავშვს, ენა ბუნებრივად აითვისოს.

 თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით მოთხოვნადია ინგლისურის სწავლა ონლაინ ფორმატში, თუმცა მთავარი უპირატესობა აქ თავად ფორმატი კი არა, მასწავლებელთან ცოცხალი კომუნიკაციაა. ონლაინ რეპეტიტორთან სწავლა გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ინდივიდუალურად მორგებული ინგლისური ენის გაკვეთილები დროისა და ადგილის შეზღუდვის გარეშე. დამატებითი რესურსების სახით ბევრი იყენებს ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორიცაა Duolingo, BBC Learning English ან Quizlet, თუმცა ისინი საუკეთესო შედეგს სწორედ რეპეტიტორთან სწავლის პარალელურად იძლევა. ონლაინ გაკვეთილების დროს პედაგოგი მუშაობს იმავე პრინციპით, როგორც ფიზიკურ შეხვედრებზე — აქტიური საუბარი, პრაქტიკა, უკუკავშირი და პროგრესის კონტროლი რეალურ დროში. ეს მიდგომა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს, ცხოვრობს რეგიონებში ან იმყოფება უცხოეთში და სურს სტაბილური, პროგნოზირებადი შედეგი.

 მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დაწყებამდე ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება და თავად აირჩიოს მისთვის შესაფერისი ფორმატი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ჩვენი პლატფორმა - servisebi.ge, ვებგვერდზე თავმოყრილია სხვადასხვა პედაგოგისა და სასწავლო ცენტრის მრავალფეროვანი შეთავაზებები. არჩევანის თავისუფლება სწავლას უფრო გააზრებულს და ეფექტურს ხდის.

 ინგლისური ენის შესწავლა არ არის სწრაფი პროცესი, თუმცა სწორად შერჩეული მასწავლებლით, პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდებით და თანამედროვე რესურსებით ის გარდაიქმნება პროცესად, რომელიც რეალურად ხსნის ახალ შესაძლებლობებს — განათლებაში, კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საუკეთესო დრო ინგლისური ენის სწავლის დასაწყებად?

 ინგლისური ენის შესწავლა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, რადგან შედეგს საბოლოოდ არა ასაკი, არამედ სწორი მიდგომა განსაზღვრავს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თამაშით და ვიზუალური მასალებით სწავლა, ხოლო ზრდასრულებისთვის — მიზნებზე მორგებული პროგრამა. სწორად შერჩეული ინგლისური ენის კურსები ეხმარება მოსწავლეს, სწავლა იყოს თანმიმდევრული და ნაკლებად სტრესული.

რა განსხვავებაა ინდივიდუალურ და ჯგუფურ სწავლებას შორის?

ინდივიდუალური ინგლისური ენის გაკვეთილები საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ თქვენს ტემპში და ყურადღება სრულად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე. ჯგუფური სწავლა კი ეფექტურია კომუნიკაციის განვითარებისთვის და ხშირად უფრო ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისით. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, რა მიზნისთვის იწყებთ ინგლისურის სწავლას.

​რამდენად ეფექტურია ინგლისურის სწავლა ონლაინ რეპეტიტორთან?

ინგლისურის სწავლა ონლაინ დღეს სრულფასოვანი ალტერნატივაა ფიზიკური გაკვეთილებისთვის. ონლაინ რეპეტიტორთან სწავლა ინარჩუნებს ცოცხალ კომუნიკაციას, რეგულარულ უკუკავშირს და ინდივიდუალურ პროგრამას. ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს ან მოუხერხებელ ლოკაციაზე ცხოვრობს.

​როგორ უნდა მოვემზადოთ IELTS-ისა და TOEFL-ის ტიპის გამოცდებისთვის?

IELTS და TOEFL მოითხოვს სპეციფიკურ მომზადებას, რომელიც სცდება ზოგად ენობრივ ცოდნას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ინგლისური ენის კურსები, რომლებიც ორიენტირებულია გამოცდის სტრუქტურაზე, დროის მართვასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. სწორი მეთოდით მომზადება მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსს.

​სად შეიძლება სანდო მასწავლებლის ან ინგლისური ენის ცენტრის მოძიება?

ინგლისური ენის ცენტრი ან ინდივიდუალური პედაგოგი უნდა შეირჩეს გამოცდილების, სწავლების ფორმატის და მიზნების მიხედვით. როდესაც სხვადასხვა შეთავაზება ერთ სივრცეშია თავმოყრილი, არჩევანის გაკეთება ბევრად მარტივდება. სწორედ ამის საშუალებას იძლევა servisebi.ge, ჩვენთან შეგიძლიათ შეადაროთ პირობები და პირდაპირ დაუკავშირდეთ შერჩეულ მასწავლებელს.

რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური?!
რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური?!
  ჩვენს გლობალიზებულ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნა უფრო მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ სასურველი უნარი; ეს აუცილებლობაა. იმისათვის, რომ ...
ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისას რატომ ავარჩიო მასწავლებელი serviseb-ზე
ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისას რატომ ავარჩიო მასწავლებელი serviseb-ზე
...
ყველას ნახვა