მიიღე მომსახურება? შეაფასე ლაშა ფერაძე
კომაროვის გამოცდილი პედაგოგი მოვამზადებ მათემატიკაში: o SAT-ის ან სხვა ინგლისურენოვანი გამოცდების მათემატიკური ნაწილი. o ეროვნული გამოცდები; o კომაროვში ჩასაბარებლად მომზადება; o სკოლის ნიშნებისა და გამოცდებისთვის; o სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები; გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ. ადგილმდებარეობა: დელისის მეტროსთან. ვარ მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის მრავალგზის მედალოსანი, (საოლიმპიადო წრეების კურატორი). მაქვს კარგი ახსნის უნარი და მეხერხება ბავშვებთან მიდგომა. ხარისხი გარანტირებულია !
ლაშა არის თავისი საქმის პროფესიონალი უდიდესი გამოცდილებით. დავიწყე 0-დან და ლაშას ახსნის უნარისა და მიდგომების წყალობით სულ რაღაც 3-4 თვეში მომამზადა საკმაოდ სერიოზული დონის საუნივერსიტეტო გამოცდისთვის(GRE), რომელიც მისი დახმარებით რა თქმა უნდა წარმატებით ჩავაბარე. მადლობა ამ საიტს რომ ასეთი რეპეტიტორი მაპოვნინა. შეუდარებელი და უკონკურენტო მასწავლებელია, ასე რომ დიიიდი რეკომენდაცია ჩემგან.
1 თვეა რაც დავიწყეთ მომზადება და ძალიან კმაყოფილი ვარ მეც და ბავშვიც, კარგი პედაგოგია კარგად შეეწყო ბავშვს, შედეგი წამოვიდა მეც ვხედავ ამას.
კეთილსინდისიერი, მთავარია ბავშვთნ მიდგომა, რაც არ ეშლება და პროფესიონალია თავის საქმეში, უმაღლეს შეფასებას ვუწერ. ძალიან მომწონს თქვენი საიტი და მადლობა რომ ასეთი კარგი პედაგოგი მაპოვნინეთ.
ძალიან მოეწონა ბავშვს და ბევრად მონდომებულია სწავლისას.