მიიღე მომსახურება? შეაფასე ნინო
ინგლისურ ენაში მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება, ასევე, ინგლისური ენის შესწავლის ნებისმიერ მსურველს. სახელმძღვანელოს შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მოსწავლის ინგლისური ენის ცოდნის დონიდან გამომდინარე. ყველა მოსწავლეს ელექტრონულ წიგნს ვუგზავნი. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ, Zoom - ის ან Skype - ის გამოყენებით. ვარ ამერიკისმცოდნეობის მეორე კურსის დოქტორანტი (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჩაბარებული მაქვს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდა, ვარ მოქმედი მასწავლებელი და მაქვს სწავლების 5 წლიანი გამოცდილება.