ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად

555 44 07 **
თბილისი
ფასი: 150.00₾
ინგლისურში მომზადება ონლაინ_ ვისაუბრებთ მხოლოდ ინგლისურად

აღწერა

შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე თინათინ გოგატიშვილი

შევასწავლი ინგლისურს თანამედროვე მეთოდებით ნებისმიერ ასაკის ადამიანს. განათლებით ვარ ფსიქოლოგიის მაგისტრი და დამიჯერეთ ამ მეთოდით სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია ენის კარგად შესასწავლად ვიდრე ძველმოდური მეთოდებით და არტიკლების სწავლებით. დაგეხმარებით გაიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის კარგად ცოდნა. იმისთვის, რომ მაღალანაზღაურებადი კარგი სამსახური ნახოთ პირველ ადგილზე ინგლისური ენა დგას, ეს არის დღეს საერთაშორისო ენა და შორს ნამდვილად ვერ წახვალთ თუ არ იცით ეს ენა, ყველაფერში შეგიშლით ხელს... გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში 2-ჯერ 1,5-დან 2 საათამდე ხანგრძლივობით. გაკვეთილებისა და დავალებების აღწერა: 1. გაკვეთილზე ვსაუბრობთ მხოლოდ ინგლისურად (თავიდან გაგიჭირდებათ); 2. გაკვეთილზე ყურადღება მიექცევა გამოთქმას და სწორ საუბარს ისე, რომ საბოლოოდ არ შეიმჩნეოდეს ქართული აქცენტი; 3. დავალებად ხშირად იქნება ინგლისურ ენაზე საბთაითლებით ფილმების და ვიდეო რგოლების ყურება, ახალი სიტყვების ამოწერა და გაკვეთილზე გარჩევა; 4. დავალებად ასევე იქნება სხვადასხვა სტატიების, ისტორიების, მონაცემების წაკითხვა-გარჩევა-მოყოლა; 5. დავალებად ასევე იქნება ინგლისურ ენაზე აუდიო წიგნების მოსმენა-გააზრება-გაანალიზება; 6. დავალებად ასევე იქნება მოსწავლეს რა სფეროც აინტერესებს იმ სფეროზე მოიძიოს ინფორმაციები ინგლისურ ენაზე და გაარჩიოს; 7. დავალებად იქნება ვორდის დოკუმენტში სხვადასხვა თემების წერა; 8. გაკვეთილზე იქნება ახალი სიტყვების გამოკითხვა, დავალებული ტექსტების მოყოლა, საუბრები საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე, დავალების გარჩევა, დაწერილი თემების გარჩევა.

შეფასება
starstarstarstarstar
clock
ორშ / პარ
19:00 - 23:00
შაბათი
12:00 - 23:00
კვირა
12:00 - 23:00

მდებარეობა

map pin
მდებარეობა რუკაზე არ არის მითითებული
მსგავსი განცხადებები