პრო
American Learning Center - ინგლისური აბიტურიენტებისათვის
American Learning Center - ინგლისური აბიტურიენტებისათვის

• ამერიკული სასწავლო ცენტრი ქუთაისში გთავაზობთ ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ სრულ კურსს (A2 – B2) აბიტურიენტებისათვის • გაკვეთილის ხანგრძლივობაა საშუალოდ 110 წუთი (ორი აკადემიური საათი) • სრული კურსი გრძელდება 10 თვე (სექტემბერი - ივნისი) და მასში შედის 120 გაკვეთილი (კვირაში 3-ჯერ) • სწავლება სასიამოვნო გარემოში, თანამედროვე მეთოდებით და ლიტერატურით • წიგნები და სასწავლო მასალები მოგეწოდებათ უფასოდ • ჯგუფში შედის 4-6 მოსწავლე • კურსის საფასურია თვეში 250 ლარი • მისამართი: ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქ. 95 (American Learning Center)

ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ვარ სერთიფიცირებულ ინგლისური ენის პედაგოგი. ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისურში და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL. განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, ლექსიკური მარაგის გაზრდას და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს უნივერსიტეტის პროგრამით. ადაპტირებული ლიტერატურა დონეების მოხედვით, ორიგინალი ნაწარმოების/პრესის კითხვა და გარჩევა. მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1:30 ჯგუფში მაქსიმუმ 4 მოსწავლე ასევე, ინდივიდუალური მეცადინეობა ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით ასაკი შეზღუდული არ არის დონეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე გავარკვევთ Yours faithfully Elizabeth

ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში
eyeნანახი
მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-დან XII კლასის ჩათვლით, ბავშვებს ინგლისურ ენაში. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ბავშვებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. ვამზადებ, როგორც დისტანციურად ისე სახლში (თელავი) . ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს რომელიც მოიცავს ოთხივე უნარის განვითარებას: გრამატიკას, ლექსიკას, მოსასმენსა და საუბარს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს/ასევე შესაფერის ტესტებს უმცროსკლასელთათვის.ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: I მაღალ ქულას II საბაზისო დონის ათვისებას III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას და წერის ტექნიკის დახვეწას. უმცროსკლასელებისთვის მაქვს ასევე ცალკე პროგრამა რომელიც ქმნის მყარ ფუნდამენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად. ფასი შეთანხმებით

ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

გამარჯობა! მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. ვარ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მეოთე კურსის სტუდენტი. ასევე გავდივარ სტაჟირებას თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მიმართულებით. მოვამზადებ 4-8 კლასის მოსწავლეებს. (ამ ეტაპზე ონლაინ!) მეცადინეობა ინდივიდუალურია! გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-1.30სთ, კვირაში 2 დღე. 4-5 კლასი თვეში - 60 ლარი 6-7-8 კლასი თვეში - 80 ლარი გაკვეთილების გრაფიკი შეთანხმებით. სწავლება თანაბრად მოიცავს ყველა კომპონენტს: გრამატიკა, ლექსიკა, მოსმენა და საუბარი. დაინტერესების შემთხვევაში დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქუთაისში მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში
ქუთაისში მოვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, გარდა სასკოლო მასალების ათვისებისა , გაკვეთილების ძირითადი ნაწილი დაეთმობა კლასგარეშე გრამატიკის სწავლებას, სავარჯიშოებს, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვას და წაკითხულის ანალიზს, მოსასმენ დავალებებს, ყოველ მოსწავლეს თავდაპირველად ჩაუტარდება ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტი და ამის მიხედვით ინდივიდუალურად მისთვის შესაბამისად ჩატარდება მეცადინეობები. ვარ მედიცინის ფაკულტეტის მე3 კურსის სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიატი. ინგლისურ ენაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან არაერთ შეჯიბრსა და ოლიმპიადაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები. ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ინგლისური ენა საკუთარი ცოდნით კერძო მომზადების გარეშე ჩავაბარე მაღალი შეფასებით (77/80). რაც შეეხება სწავლებას, აქამდეც არაერთხელ ვყოფილვარ პედაგოგის ამპლუაში და შემიძლია ადვილად კომუნიკაციის დამყარება. კვირაში ჩავატარებ 2 გაკვეთილს 2_2 საათით. მომზადების საფასური 60დან 80 ლარამდე თვეში.