მიიღე მომსახურება? შეაფასე თინათინი მორჩაძე
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, გარდა სასკოლო მასალების ათვისებისა , გაკვეთილების ძირითადი ნაწილი დაეთმობა კლასგარეშე გრამატიკის სწავლებას, სავარჯიშოებს, ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვას და წაკითხულის ანალიზს, მოსასმენ დავალებებს, ყოველ მოსწავლეს თავდაპირველად ჩაუტარდება ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტი და ამის მიხედვით ინდივიდუალურად მისთვის შესაბამისად ჩატარდება მეცადინეობები. ვარ მედიცინის ფაკულტეტის მე3 კურსის სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიატი. ინგლისურ ენაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან არაერთ შეჯიბრსა და ოლიმპიადაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები. ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ინგლისური ენა საკუთარი ცოდნით კერძო მომზადების გარეშე ჩავაბარე მაღალი შეფასებით (77/80). რაც შეეხება სწავლებას, აქამდეც არაერთხელ ვყოფილვარ პედაგოგის ამპლუაში და შემიძლია ადვილად კომუნიკაციის დამყარება. კვირაში ჩავატარებ 2 გაკვეთილს 2_2 საათით. მომზადების საფასური 60დან 80 ლარამდე თვეში.