მიიღე მომსახურება? შეაფასე ინგლისური ენა
გთავაზობთ ყველას პრაქტიკული (სწრაფად სასაუბრო) ინგლისური ენის შესწავლას, ჯგუფური მეცადინეობით. ვამზადებ, როგორც სკოლადამთავრებულებს, ასევე ზრდასრულებს. მაქვს გამოცდილება. მოსწავლეებს ვიღებ ადგილზე მოსვლით. შინ მაქვს მყუდრო გარემო. გაკვეთილები არის სახალისო და ადვილადათვისებადი. გაკვეთილების განმავლობაში ძირითადად მიმდინარეობს საუბრები ინგლისურ ენაზე. დაუჯერებელია, მაგრამ პირველივე გაკვეთილზე ვიწყებთ ინგლისურად მეტყველებას და საუბარს, მათთვისაც ვისაც ჯერ არასდროს უსაუბრია ინგლისურად. არანაირი დამატებითი წიგნები და სავარჯიშოები. არანაირი მომაბეზრებელი საშინაო დავალებები და სასწავლო გაკვეთილები. ენის ათვისება ხდება მხოლოდ გაკვეთილზე. სასწავლო პროგრამის მასალა გადმოგეცემათ ადგილზე. მეცადინეობებს ვატარებ კვირაში 3 დღე. (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.) დრო შეთანხმებით. სწავლის საფასური 140 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, საცდელი გაკვეთილის შემდეგ. მისამართი: ჟვანიას (ყოფილი გაგარინის) მოედანი. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით
მიიღე მომსახურება? შეაფასე ინგლისური ენა