კატაფალკა არის სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილი ადამიანის ცხედრით სავსე კუბოს გადასატანად. კატაფალკა ძველად ასე ერქვა საკაცეს, რომლითაც გარდაცვლილი სამარხამდე მიჰყავდათ. ბორბლის გამოგონების შემდეგ, გარდაცვლილის ცხედრის გადაყვანა ცხენებით შებმული ეტლებით დაიწყეს. დროთა განმავლობაში ეს წესიც შეიცვალა და უკვე ცხედრის სამარხამდე გადასაყვანად ავტომობილის გამოყენება დაიწყეს. დამკრძალავი ბიურო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბიუჯეტურ ფასად შეარჩიონ კატაფალკა. თუ დაგჭირდებათ კატაფალკის გამოძახება გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების ფასი დამოკიდებულია, ავტომობილის მოდელზე, მანძილზე დანიშნულების ადგილამდე და სხვ.
კატაფალკის გამოძახება ერთ-ერთი საჭირო სერვისია, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქში მდებარე დამკრძალავი ბიუროდან, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ბიუჯეტურ ფასად გამოიძახოთ. კატაფალკის გამოძახებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ კატაფალკის მოდელი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, ზუსტი თარიღის და დროის განსაზღვრა. მარშრუტის სწორად დაგეგმვა და განსაზღვრა. გრძელი მანძილის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მძღოლის ან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება, რაც, ბუნებრივია, აისახება მომსახურების ფასზე. კატაფალკის გამოძახება კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის გარდაცვლილი ადამიანის მარტივად ტრანსპორტირებას დაკრძალვის ადგილამდე.
რა არის კატაფალკა და რა უნდა გაითვალისწინოთ კატაფალკის გამოძახებამდე
კატაფალკა არის დაკრძალვის მანქანა, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ცხედრის გადასატანად დაკრძალვის ადგილამდე. საიდან მოდის ეს სიტყვა და რა ტიპის კატაფალკები არსებობს დღეს?
რაც შეეხება, სიტყვა „კატაფალკას“ ეტიმოლოგიას, აქ ორი ფუნდამენტური თეორია შეიძლება გამოიყოს. ერთ-ერთი მათგანი, მას გერმანულ ტერმინ „katafalk“-ს უკავშირებს, რაც ითარგმნება, როგორც „დაკრძალვის ეტლი“. სხვა ვერსიით, სიტყვის ფესვები იტალიურ ენაში, კერძოდ, სიტყვაში „catafalco“ პოულობს, რაც ხარაჩოს ნიშნავს. თუმცა, ორივე თეორია თანხმდება, რომ ტერმინის თავდაპირველი წყარო ლათინური სიტყვა „catafalicum“-ია, რაც ნიშნავს კვარცხლბეკს, ბაქანს. ეს ტერმინი გამოიყენებოდა იმ ნაგებობების აღსაწერად, რომლებიც სახლიდან სასაფლაოზე მიმავალ გზაზე გარდაცვლილი ადამიანის საკაცით გადასაყვანად იყო განკუთვნილი, რაც მის მატარებლებს დასვენების, ხოლო გამვლელებს გარდაცვლილისთვის პატივის მიგების საშუალებას აძლევდა.
ისტორიული მიმოხილვა
გარდაცვლილთა ცხედრების გადასატანად გამოყენებული საშუალებები მესოპოტამიისა და ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს. ბორბლის გამოგონების შემდეგ, ცხოველებით შებმული ეტლები დაკრძალვის რიტუალების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო ეტლის დიზაინი ეპოქის მიხედვით იცვლებოდა. თუ ძველად უპირატესად საკაცეები ან ეტლები გამოიყენებოდა, შუა საუკუნეებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე სხვადასხვაგვარად მორთული ეტლები ტრანსპორტირების მთავარ საშუალებად იქცა. თუმცა, საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ტრანსპორტირების ტრადიციულმა მეთოდებმა ადგილი დაუთმო საავტომობილო კატაფალკას.
თავდაპირველად, დაკრძალვის მანქანები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა - თითოეული მწარმოებელი ცდილობდა როგორმე განესხვავებინა თავისი მანქანის მოდელი სხვებისგან. მაგრამ თითქმის ყველა რიტუალური ტრანსპორტი ერთი და იგივე ტიპის გახდა, მხოლოდ გარეგნობა შეიცვალა. მკაცრი, წაგრძელებული ფორმა, გრძელი და ვიწრო კორპუსი, მანქანის უკანა მხარეს დასაკიდი კარები კატაფალკის მხოლოდ რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანია.
რა უნდა გაითვალისწინოთ კატაფალკის გამოძახებამდე ?
ძირითადად, კატაფალკები სპეციალური ტრანსპორტის გაქირავების სერვისებს ან დაკრძალვის სააგენტოებს ეკუთვნის. დაკრძალვისთვის სპეციალურად მანქანის შეძენა პრაქტიკული არ არის, ამიტომ მას უმეტესად ქირაობენ. მანქანას თან ახლავს თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მანქანის მდგომარეობაზე. ამ მომსახურების დროს ავტომობილს მუდმივად უტარდება სალონის საფუძვლიანი დეზინფექცია, ირეცხება ძარა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე გამოყენება.
კატაფალკის გამოძახებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ კატაფალკის მოდელი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, ზუსტი თარიღის და დროის განსაზღვრა. მარშრუტის სწორად დაგეგმვა და განსაზღვრა. გრძელი მანძილის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მძღოლის ან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება, რაც, ბუნებრივია, აისახება მომსახურების ფასზე. კატაფალკის გამოძახება კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის გარდაცვლილი ადამიანის მარტივად ტრანსპორტირებას დაკრძალვის ადგილამდე.
კატაფალკა არის სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილი ადამიანის ცხედრით სავსე კუბოს და/ან სასახლე მაცივრის გადასატანად.
რა უნდა გავითვალისწინოთ კატაფალკის გამოძახებამდე ?
კატაფალკის გამოძახებამდე მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კატაფალკის მოდელი. ამის გარდა, ზუსტი თარიღის და დროის განსაზღვრა და მარშრუტის სწორად დაგეგმვა.
შეიძლება თუ არა კატაფალკის გამოძახება რეგიონებში ?
დიახ, შესაძლებელია კატაფალკის მომსახურებით რეგიონებში ისარგებლოთ.
რა ღირს კატაფალკის მომსახურებით სარგებლობა ?
კატაფალკის მომსახურებით სარგებლობის ღირებულება დამოკიდებულია გამოძახების მანძილზე, დროსა და სხვა ფაქტორებზე.