fb

ავტო სამრეცხაო

მანქანის იდეალურ მდგომარეობაში მოსაყვანად ავტო სამრეცხაოს პერიოდულად უნდა ეწვიოთ. მანქანის რეცხვა კომპლექსური მომსახურებაა, რომელიც ტრანსპორტის ინტერიერისა და ექსტერიერის მოვლას გულისხმობს. ხშირად ავტო სამრეცხაოს უკვეთავენ მანქანის გაყიდვამდე, რაიმე ღონისძიებამდე, ან მნიშვნელოვან შეხვედრამდე. 
ინტეგრირებული რეცხვა მოიცავს ისეთი ტიპის სამუშაოებს, როგორიცაა:
  • უკონტაქტო რეცხვა სპეც გამფრქვევებით;
  • ხალიჩების დასუფთავება;
  • მანქანის ინტერიერის მოწესრიგება (პლასტმასის/ხის ელემენტების წმენდა);
  • შუშების წმენდა;
  • ინტერიერის დეზინფექცია;
  • საბარგულის წმენდა;
  • ვენტილაციის წმენდა;
ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ავტო სამრეცხაოა, რომელიც ზემოთჩამოთვლილ მომსახურებებს ახორციელებს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კომპანია იყენებდეს მსოფლიო მწარმოებლების აღჭურვილობას, მაღალი ხარისხის დამხმარე ელემენტებს და მასალებს. კვალიფიციური პერსონალის ჩართულობით კი საქმის მოკლე დროში ეფექტიანად წარმოება გარანტირებულია. 

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ავტოსამრეცხაოს სერვისით, თუ მანქანის გარეცხვა თავად შეგიძლიათ? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
  • ავტოსამრეცხაოში სპეციალიზებული აღჭურვილობა მანქანას ბევრად უკეთ ასუფთავებს, თუნდაც რთულად ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში, რომლის დამოუკიდებლად გაწმენდა ძალიან რთულია;
  • ძნელად მისადგომი ადგილების და ფარული კუთხეების გაწმენდა პროფესიონალურ სერვისში ბევრად უფრო მარტივია;
  • მათ ჰყავთ პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ავტომობილებზე მუშაობენ, აგროვებენ ცოდნას, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ მანქანა მოკლე დროში საფუძვლიანად დაასუფთავონ;
  • კვალიფიციურმა პერსონალმა ზუსტად იცის თუ რომელი პროდუქტია უკეთესი მანქანის სხვადასხვა სახის ჭუჭყის მოსაშორებლად;
თუ ავტომობილის გარეცხვა და მანქანის მოვლის პროფესიონალური სერვისის გამოყენება გადაწყვიტეთ, უმჯობესია ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცნოთ. ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებთან დასაკავშირებლად რამოდენიმე წამიც საკმარისია. 
ავტო სამრეცხაო

​ყველაფერი, რაც ავტომობილის რეცხვის შესახებ უნდა იცოდეთ

ავტომობილის რეცხვა პერიოდულად ჩასატარებელი სამუშაოა, რომლის გარეშეც კომფორტული მართვა შეუძლებელია. თუ ავტომობილის რეცხვა დროულად არ განხორციელდება, ეს საღებავის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ამასთან გაჩნდება ჟანგის წარმოქმნის რისკიც. გარდა ამისა ჭუჭყს შეუძლია ხელი შეუშალოს ხილვადობას და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მანქანას. ამასთან, ძალიან ინტენსიური რეცხვაც მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამან მანქანის კორპუსის დაზიანებაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზამთარში მანქანის ზედაპირზე გაყინულმა წყალმა შესაძლოა სხვადასხვა დამანგრეველი პროცესი გამოიწვიოს. 
მანქანების რეცხვის არაერთი გზა არსებობს, სახლში მანქანების რეცხვიდან დაწყებული, თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებით დამთავრებული. 

რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ მანქანა?
უმჯობესია ავტომობილის გარეცხვა საჭიროებისამებრ დაგეგმოთ. თუ ძლიერად წვიმს ავტომობილის გარეცხვა 4-5 დღეში ერთხელ არის რეკომენდებული. მშრალ ამინდში ეს შეიძლება გაკეთდეს 1-2 კვირაში ერთხელ. უამრავი ავტომფლობელი მანქანის გარეცხვას სპეციალურ სამრეცხაოში ამჯობინებს. 
დღესდღეობით, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სამრეცხაო არსებობს, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა მახასიათებელი გააჩნია.
ავტომატური რეცხვა - ამ ტიპის სამრეცხაოში მანქანის რეცხვა ავტომატურ რეჟიმში ხდება. ეს არის შესაფერისი ვარიანტი მაშინ, როცა პროცესში ჩართვა არ გსურთ და მისი წარმართვა სწრაფად არის საჭირო. 
მშრალი რეცხვა - ამ ტიპის რეცხვისას ავტომობილი იწმინდება სპეციალური ხელსაწყოებით. მისი განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას: ქუჩაში, პარკში, ავტოფარეხში. 
ხელით რეცხვა - ამ დროს რეცხვა ხორციელდება ხელით და პროცესში გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოები და საშუალებები. ამ ტიპის რეცხვა ყველაზე უსაფრთხო და მაღალხარისხიან მეთოდად ითვლება. 
უკონტაქტო სამრეცხაო - უკონტაქტო რეცხვისას გამოიყენება ქაფი და წყლის ჭავლი, რომელიც მაღალი წნევით მიეწოდება. ეს საშუალებას გაძლევთ გაათავისუფლოთ ავტომობილი სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან. 
სრული სერვისის სამრეცხაო იდეალურია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის.

რა დრო სჭირდება ავტომობილის რეცხვას?
სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით მანქანის რეცხვას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. მსგავსი ტიპის სერვის ცენტრები ავტოგასამართ სადგურებზე მდებარეობს, სადაც ხანგრძლივვადიანი მოგზაურობისას ან მის ბოლოს შეგიძლიათ ავტომობილის სისუფთავეზე იზრუნოთ. ეს გზა შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც მოკლე დროში ხარისხიანი მომსახურების მიღება სურს. 

როგორ გამოვიყენოთ თვითმომსახურების სამრეცხაო?
პირველ რიგში ავტომობილი მოხერხებულ ადგილას უნდა გააჩეროთ. თუ მონიშნული ადგილი არ არის მანქანა ავტოფარეხის ცენტრში განათავსეთ, რაც კომფორტულად გადაადგილების  და მანქანის საფუძვლიანად რეცხვის საშუალებას მოგცემთ.
ამოიღეთ მანქანის ხალიჩები და მოგვიანებით გაასუფთავეთ ისინი. იპოვეთ სწორი გამფრქვევი, რომელიც ყველაზე ეფექტურად გარეცხავს თქვენს მანქანას. გამოიკვლიეთ ყველა პარამეტრი, რათა იცოდეთ რაზე ღირს დროის დახარჯვა. რეცხვის დროს მანქანა ჭვარტლის, ჭუჭყის და სხვა დამაბინძურებლისგან იწმინდება. სწორად აირჩიეთ საწმენდი ხსნარები, რაც ჩამჯდარი ჭუჭყის და ნამსხვრევების მოცილებას უწყობს ხელს. 
შეამოწმეთ გადახდის მეთოდი. ძირითადად თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების ბანერებზე გადახდის სხვადასხვა ვარიანტებია მითითებული. რეცხვის დაწყებისას წყალი ჯერ სახურავზე შემდგომ კი საბურავებზე შეასხურეთ რაც ჭუჭყის მოცილებას გაგიმარტივებთ. ამის შემდგომ შეასხურეთ საპონი ისევ სახურავიდან საბურავებამდე. ფოკუსირება ყველაზე ტალახიან ადგილზე მოახდინეთ განსაკუთრებით ბორბლის ქვეშ. 
ბოლო ეტაპზე ნაზად შეასხურეთ სუფთა წყალი ჩამორეცხეთ ქაფი. მანქანა წრიული მოძრაობით გახეხეთ და შეეცადეთ მისწვდეთ ყველა კუთხეს. რეცხვის შემდგომ გააშრეთ მანქანა და ამის შემდგომ იმოძრავეთ. 

თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
  • ლოდინის მცირე დრო;
  • ეკონომიურობა;
  • ეს არის ერთგვარი ფიზიკური აქტივობა ავტომფლობელთათვის;
უარყოფითი მხარეებიდან კი გამოიყოფა მეტი დრო, თუ მძღოლმა არ იცის როგორ იმოქმედოს მარტივად. შეიძლება ასევე მანქანის საღებავი დაკაწროთ. 

სად მივიღოთ ავტომობილის რეცხვის ყველაზე სანდო სერვისი?
ავტომობილის ქიმწმენდისა და რეცხვის სერვისის მისაღებად დღეს სანდო სპეციალისტის/კომპანიის პოვნა რთული აღარ არის. Servisebi.ge თანამედროვე პლატფორმაა, სადაც ამ მიმართულებით არაერთი საუკეთესო სერვისის მომწოდებელია წარმოდგენილი. ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა:
  • პროფესიონალური აპარატით ავტომობილის სრული ქიმწმენდა;
  • ძრავის წმენდა;
  • მანქანის ფარების პოლირება;
  • ნაჭრის და ტყავის სავარძლების გასუფთავება (ლაქების ამოყვანა);
  • ტყავის სალონის ფერის აღდგენა;
  • ავტომობილის რეცხვა მაღალხარისხიანი ხსნარებით;
  • უკონტაქტო სამრეცხაოს მომსახურება;
  • მშრალი ყინულით წმენდა (ჟანგის, ნადების ჭუჭყის მოცილება ნებისმიერი ზედაპირიდან) და ა.შ.
ამ და სხვა სერვისების მისაღებად სპეციალისტს ან კომპანიას დისტანციურ რეჟიმში იპოვით. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასებით არ იზღუდებით, შესაბამისად პირობების შეთანხმება ინდივიდუალურად შეგიძლიათ. საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, კვირის ნებისმიერ დღეს თქვენი ავტომობილისთვის საჭირო მომსახურებას გაგიწევენ. ამასთან, ახლობლების შეწუხება არ მოგიწევთ და გადაწყვეტილებას მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ამაში პლატფორმაზე წარმოდგენილი შეფასების სისტემა დაგეხმარებათ, სადაც ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება და რეიტინგები გამჭვირვალეა. Servisebi.ge თანამედროვე ადამიანის დატვირთული ცხოვრების პირობებში ნებისმიერი ტიპის მომსახურების მიღებას ამარტივებს. 

ავტომობილის რეცხვა

ავტომობილის რეცხვა ყველა მძღოლისთვის აქტუალური საკითხია. სხვადასხვა დამაბინძურებლისგან და მტვრისგან მანქანის გაწმენდაზე სხვადახვა ტიპის დაწესებულებები მუშაობენ. ყველა მანქანის სამრეცხაო ორ ტიპად იყოფა.
ზოგი მხოლოდ სპეციალურ აღჭურვილობას და სარეცხ საშუალებებს უზრუნველყოფს, მანქანის რეცხვა კი მფლობელს ევალება.
მეორე ტიპის სამრეცხაოში კი პროფესიონალი პერსონალი მუშაობს და მძღოლს მხოლოდ სუფთა ავტომობილის გაყვანა ევალება. 

სხვადასხვა ტიპის ავტოსამრეცხაოების მომსახურების ფასი განსხვავდება, თუმცა შედეგიც განსხვავებულია. ხშირად მანქანის მფლობელს არ აქვს გამოცდილება პროფესიონალური აღჭურვილობის და მაღალი ხარისხის ქიმიკატების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ის ვერ უმკლავდება რთულ სამუშაოს. რაც შეეხება გაწმენდის სიხშირეს, ის ამინდზე და მანქანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

მანქანის რეცხვის სრულყოფილი სერვისის მისაღებად ავტოსამრეცხაოს კოორდინატები დისტანციურად შეგიძლიათ მოიძიოთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს servisebi.ge-ზე და თქვენთვის ოპტიმალურ კომპანიას დაუკავშირდეთ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს, ამიტომ ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება. სერვისის მისაღებად ისეთ კომპანიას დაუკავშირდით ვისი მომსახურებითაც რეალური მომხმარებელი კმაყოფილია. ეს თავიდან აგარიდებთ ნაცნობების შეწუხებას და სანდო სპეციალისტებს სხვებისგან დამოუკიდებლად, რამოდენიმე წუთში, იპოვით. 

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. ასევე არ იხდით დამატებით საკომისიოს და არ იზღუდებით სპეციალისტთან დაკავშირების დროით და ადგილით. მომსახურების მიღებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, კვირის ნებისმიერ დღეს, შეძლებთ. 
სულ 4 რეზულტატი