საცხოვრებელ სივრცეებში გამწოვის მონტაჟი ძირითადად სამზარეულოსა და საპირფარეშო-აბაზანის ოთახებში ხდება.
ამ მოწყობილობის ძირითადი ფუნქციური დანიშნულება ჰაერის წმენდაა, სამზარეულოში წვის, ხარშვის, ცხობის პერიოდში, ოთახში მუდმივად წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, ასევე არასასიამოვნო სუნი რასაც სჭირდება განიავება, ამ პროცესს კი გამწოვი უზრუნველყოფს.
აბაზანაშიც, ცხელი წყლისგან წარმოქმნილი ორთქლის გაწოვასა და კონდენსაციას უზრუნველყოფს.
საჭიროების განსაზღვრა იმის მიხედვით უნდა მოხდეს, თუ სად ცხოვრობთ.
პირობითად, თუ სამზარეულო და საპირფარეშოს ოთახს აქვს ფანჯარა და შესაძლებელია ჰაერის ცირკულაცია ბუნებრივად, შესაძლოა გამწოვი არც დაგჭირდეთ, თუმცა ბინაში, კერძო სახლებში და ისეთ ადგილებში სადაც ბუნებრივად ვერ მოხდება ჰაერის გასუფთავება გამწოვის გამოყენება აუცილებელიც კი ხდება.
გამწოვის ინსტალაცია საჭიროებს სხვადასხვა სფეროს ცოდნას: სამშენებლო სამუშაოებს,
ელექტრობას, ვენტილაციას და უსაფრთხოების წესების დაცვას.
თუ სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი გაქვთ გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ქურის ზედაპირიდან მისი მონტაჟის სიმაღლე, არასწორად განსაზღვრული სიმაღლის გამო, როდესაც ე.წ ღია ცეცხლზე მზადდება საკვები შესაძლოა გამწოვის ფილტრი აალდეს ან პლასტმასის კორპუსი დადნეს, აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკის ინსტრუქციაში მკაცრადაა გაწერილი სტანდარტები და პარამეტრები, რაც განსაზღვრავს მანძილს გაზქურასა და გამწოვს შორის.
იგივე ხდება ელექტრო გაზქურების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზედაპირები ცეცხლით არ არის წარმოდგენილი.
გარდა ზემოთ მითითებული პრობლემებისა თუ გამწოვი ზედმეტად დაბლა დამონტაჟდა წარმოქმნის ისეთ შეფერხებებს, როგორიცაა:
▶ დისკომფორტი საჭმლის მომზადებისას ან მოწყობილობის გაწმენდისას
▶ ცხიმის დაგროვება გამწოვის ფილტრსა და ზედაპირზე, რითაც გართულდება გამწოვის წმენდა.
თუ ძალიან მაღლა დამონტაჟდა, ამ შემთხვევაში მოწყობილობა ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას, ანუ ვერ შეიწოვს დაბინძურებულ ჰაერს.
იმუშავებს მაქსიმალური დატვირთვით, რაც გაგიზრდით ელ.ენერგიის ხარჯსაც და გამოიწვევს ტექნიკის გაუმართაობას.
გასათვალისწინებელია ჩამრთველების ნაწილიც, მნშივნელოვანია გამოიყენოთ ისეთი როზეტი, რომელსაც დამიწების ფუნქცია აქვს.
ამით თავიდან აიცილებთ ტექნიკის გადაწვის რისკს.
დასაკიდი, ჩასაშენებელი და კუნძულოვანი გამწოვები
ტექნიკის ბაზარზე გამწოვების საკმაოდ დიდი არჩევნია, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზე მორგებული მოწყობილობა.
სამზარეულოს გამწოვებიდან, მონტაჟის ტიპის მიხედვით გამოყოფენ დასაკიდ, ჩასაშენებელ და კუნძულოვან ტექნიკას.
▶ ჩასაშენებელი მონტაჟდება სამზარეულოს ქურის თავზე დაკიდებული კარადის ძირში, მისი ძირითადი კონსტრუქცია კი მოქცეულია კარადაში, ფაქტობრივად არც ჩანს და ხილულია მხოლოდ გამწოვის ფილტრები, რაც ესთეტიურ ნაწილში საკმაოდ ხელსაყრელია.
▶ დასაკიდი მოდელი კედელზე მაგრდება, გაზქურის ზემოთ, არის ხილული და ნაკლებად ესთეტიური, რის გამოც დიდად უპირატესობას არ ანიჭებენ.
▶ კუნძულოვანი გამწოვი, რომელსაც ჭერის გამწოვსაც ეძახიან, მონტაჟდება ჭერზე, შეგიძლია ჩამოკიდოთ სამზარეულოს კუნძულის თავზე ან ნებისმიერ ადგილზე, საჭროებიდან გამომდინარე.
სტანდარტულთან შედარებით ზედაპირიდან საკმაოდ მაღლა მონტაჟდება.