საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ტურისტული მიზნით გერმანიაში გამგზავრება 90 დღის მანძილზე ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ.
სხვადასხვა ვიზის კატეგორიაზე განაცხადის გასაკეთებლად ძირითადად ზოგადი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა, მათ შორისაა: განაცხადის ფორმა (შევსებული და ხელმოწერილი), მოქმედი პასპორტ, ბიომეტრიული ფოტო, ხელშეკრულება ან მოწვევა გერმანული დამსაქმებლის ან სასწავლებლისგან, საცხოვრებლის დადასტურება, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია (დაბლოკილი ანგარიში, დასტურის ცნობა და სხვ.)
გერმანიის გრძელვადიანი ვიზის დამუშავება შეიძლება 4-დან 12 კვირამდე დასჭირდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვიზის კატეგორიასა და პერიოდზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტანოთ ვიზაზე განაცხადი გერმანიის საელჩოში.