დანიის სავიზო განაცხადის დამუშავების პერიოდი 15-45 სამუშაო დღეა. თუმცა ეს დრო შეიძლება განსხვავდებოდეს სეზონური დატვირთვის და კონკრეტული საქმის მიხედვით. დროულად მიმართვა და სწორად მომზადებული დოკუმენტები მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსამზადებელ პერიოდს.
იმისთვის, რომ დანიის ვიზა მიიღოთ საჭიროა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ავიაბილეთი, საცხოვრებლის, სასტუმროს ან სახლის მოწვევის შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერი, ვიზის განაცხადის ფორმა, პასპორტი , რომელიც უნდა იყოს ვადიანი მინიმუმ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ 3 თვე, ფოტო და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ გადაწყვეტთ, რომ დანიის ვიზის მისაღებად სავიზო მომსახურების ცენტრს მიმართოთ გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები: მიმართეთ სააგენტოს ან ცენტრს, რომელიც გამოირჩევა სანდოობით, აქვთ კარგი მომსახურება, მაქსიმალურად გეხმარებათ დოკუმენტაციის შევსებასა და შეგროვებაში, ვიზის განაცხადის გაგზავნაში და სხვა. ვებ.გვერდზე servisebi.ge აღმოაჩენთ არაერთი ქვეყნის სავიზო მომსახურების ცენტრს, გაეცნობით მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ