საქართველოს მოქალაქეებს ავსტრალიის ვიზის მისაღებად სჭირდებათ ონლაინ განაცხადის შევსება ავსტრალიის იმიგრაციის ვებგვერდზე . ამის გარდა, საჭიროა პირადი მონაცემები, პასპორტის ასლი, საბანკო ამონაწერი, სამოგზაურო მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები და სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
ავსტრალიის სამუშაო ვიზის ვადა დამოკიდებულია უშუალოდ ვიზის ტიპზე. მაგ. დროებითი სამუშაო ვიზები, ჩვეულებრივ გაიცემა 2-4 წლით. მუდმივი სამუშაო ვიზები საშუალებას გაძლევთ დარჩეთ ავსტრალიაში მუდმივად.
ავსტრალიის ვიზის დამუშავების დრო განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით. ტურისტული ვიზები ჩვეულებრივ მუშავდება 15- 30 დღეში. სამუშაო ვიზების დამუშავება კი ზოგჯერ რამდენიმე თვესაც მოითხოვს.
ავსტრალიის ვიზის ღირებულება დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე. ტურისტული ვიზა 150-190 ავსტრალიური დოლარია. სამუშაო ვიზების ფასი კი მერყეობს 300 - 4,000 ავსტრალიურ დოლარამდე.