საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის განაცხადის მიღება ხდება მექსიკის საელჩოში ბაქოში ან სტამბოლში. გაითვალისწინეთ, აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ შეხვედრა და წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი.
მექსიკის ტურისტული ვიზის მისაღებად დაგჭირდებათ: მოქმედი პასპორტი (ვადა მინ. 6 თვე) ფრენის და სასტუმროს ჯავშანი, საცხოვრებლის შესახებ მოწვევა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბანკო ამონაწერი (ბოლო 3-6 თვე) სამუშაო ცნობა ან უნივერსიტეტის ცნობა, აპლიკაციის ფორმა, ფოტოსურათი ვიზის გადასახადის გადახდის ქვითარი ($54).
მექსიკის ვიზაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი გახდეს. მათ შორის: წარსულში სავიზო პირობების დარღვევა, არასაკმარისი ფინანსები, არადამაჯერებელი არგუმენტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებით და სხვა.