ინგლისის ვიზა სჭირდება საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, თუ ისინი გეგმავენ ტურისტულად, სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოჯახის მონახულების მიზნით ინგლისში გამგზავრებას.
სტანდარტული ვიზის დამუშავების ვადაა დაახლოებით 3 კვირა, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ დაჩქარებული მომსახურებით დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ.
სავიზო აპლიკაციისთვის ძირითადად დაგჭირდებათ: მოქმედი პასპორტი, საბანკო ამონაწერი ან სპონსორის წერილი, სასტუმროს/საცხოვრებლის დაჯავშნა, ბილეთები ან მოგზაურობის გეგმა, სწავლისთვის CAS წერილი, სამუშაოსთვის დამსაქმებლის მოწვევა, ტუბერკულოზის ტესტი.
ინგლისის ვიზაზე უარის თქმის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გახდეს, მაგალითად: არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, დოკუმენტებში არასწორად შევსებული ინფორმაცია ან შეცდომები, სავიზო ისტორიის პრობლემები და სხვა.