ვიზა გერმანიაში

ვიზა გერმანიაში შესვლისათვის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს ესაჭიროებათ. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტით მუშაობის უფლების გარეშე უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონის ქვეყნებში. ვიზის სახეობა დამოკიდებულია დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობაზე. მაგალითად ტურისტული ვიზიტი მოკლევადიანია, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის მიზნით ვიზიტი - გრძელვადიანი. საკონსულო მომსახურების პორტალზე შეგიძლიათ ნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამჟამად თქვენს ქვეყანაში არსებულ მისიაში ონლაინ განაცხადის წარდგენა. ვიზა გერმანიაში თქვენს საქმიან, სასწავლო და სხვა ტიპის ვიზიტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

სამუშაო ვიზა გერმანიაში

სამუშაო ვიზა გერმანიაში გაიცემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც გერმანელი დამსაქმებლისგან აქვთ მოქმედი სამუშაო შეთავაზება. სამუშაო ვიზის ტიპის მიხედვით, შეგიძლიათ გერმანიაში განუსაზღვრელი ვადით იმუშაოთ და ცხოვრების ან მოქალაქეობის უფლებაც კი მიიღოთ. თუ ხართ 45 წელზე მეტი ასაკის და პირველად ჩადიხართ გერმანიაში სამუშაოდ, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი კომპანია უნდა გაძლევდეთ საშუალებას მიიღოთ მინიმუმ 53,130 ევროს ოდენობის წლიური ხელფასი (2025 წლის მდგომარეობით) ან უნდა შეძლოთ იმის დამტკიცება, რომ გაქვთ ადეკვატური საპენსიო უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში თუ საელჩოში წარსადგენად გჭირდებათ დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, servisebi.ge ზე იპოვით განცხადებებს ამ ტიპის მომსახურების მისაღებად. ამის გარდა, აქ აღმოაჩენთ არაერთ სავიზო მომსახურების ცენტრს, რომელიც გერმანიის ვიზის მიღებაში დაგეხმარებათ.

როგორ მივიღოთ გერმანიის სამუშაო ვიზა მარტივად - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იცოდე

ვის სჭირდება გერმანიის სამუშაო ვიზა ?

გერმანიის სამუშაო ვიზა სჭირდება ყველას, ვინც არ არის ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის მოქალაქე.

როგორია გერმანიაში დასაქმების მოთხოვნები ?

გერმანიაში სამუშაოდ საჭირო მოთხოვნებია: როგორ შეიძლება მივიღოთ გერმანიის სამუშაო ვიზა მარტივად ?

გერმანიის სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში გერმანიის საელჩოს ან საკონსულოს მეშვეობით. გერმანიის ზოგიერთი მისია საშუალებას გაძლევთ, განაცხადი ონლაინ წარადგინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ბიომეტრიული შემოწმებისთვის მოგიწევთ პირადად ადგილზე მისვლა.

როგორია გერმანიის სამუშაო ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ?

გერმანიაში ჩასვლის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბინადრობის ნებართვას, რომლის გაცემაც შესაძლებელია მაქსიმუმ ოთხი წლით. თუ თქვენი სამუშაო კონტრაქტი ოთხ წელზე ნაკლებია, ბინადრობის ნებართვა გაიცემა თქვენი კონტრაქტის ვადით პლუს სამი თვე.
გარდა შესაბამისი ვიზის მიღებისა, სტუდენტებს და შესაბამისი პროფესიის ადამიანებს, საშუალება აქვთ მიიღონ მოწვევა დამსაქმებლისგან და გერმანიასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დასაქმების შესაძლებლობად აქციონ. ამ დროის განმავლობაში საშუალება გექნებათ იმუშაოთ გერმანიაში ლეგალურად, უვიზოდ, მხოლოდ 90 დღის განმავლობაში.

მსგავსი ძიებები

hash
ამერიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
კანადის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
რუსეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრიტანეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ინგლისის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ავსტრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
მექსიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ირლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
იაპონიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
პოლონეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ჩინეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიეტნამის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ნორვეგიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საქართველოს ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
დანიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლარნაკა ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლონდონის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საბერძნეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა გერმანიაში 0 განცხადება
arrow right
hash
შვედეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გერმანიაში გასამგზავრებლად ?

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ტურისტული მიზნით გერმანიაში გამგზავრება 90 დღის მანძილზე ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ.

რა დოკუმენტებია საჭირო გერმანიის ვიზის მისაღებად ?

სხვადასხვა ვიზის კატეგორიაზე განაცხადის გასაკეთებლად ძირითადად ზოგადი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა, მათ შორისაა: განაცხადის ფორმა (შევსებული და ხელმოწერილი), მოქმედი პასპორტ,  ბიომეტრიული ფოტო, ხელშეკრულება ან მოწვევა გერმანული დამსაქმებლის ან სასწავლებლისგან, საცხოვრებლის დადასტურება, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია (დაბლოკილი ანგარიში, დასტურის ცნობა და სხვ.)

რამდენი ხანი გრძელდება გერმანიის ვიზის დამუშავება ?

გერმანიის გრძელვადიანი ვიზის დამუშავება შეიძლება 4-დან 12 კვირამდე დასჭირდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვიზის კატეგორიასა და პერიოდზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტანოთ ვიზაზე განაცხადი გერმანიის საელჩოში.