საქართველოს ვიზა

საქართველოს ვიზა არის დოკუმენტი, რომელიც სჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისთვის, საცხოვრებლად ან სამუშაოდ. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო გრძელვადიანი მხოლოდ, მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. საქართველოს მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.

​საქართველოს სავიზო მომსახურება

საქართველოს სავიზო მომსახურება მსურველებს ვიზის მიღების პროცესის გამარტივებაში ეხმარება. ეს სერვისი მორგებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, იმისთვის, რათა მათ მარტივად მიიღონ საქართველოს ვიზა. თუ ეძებთ სანდო სავიზო სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის სწორ მომზადებას, საკონსულოსთან კომუნიკაციას, ვიზის განაცხადის სწორ და დროულ შეტანას servisebi.ge მარტივად აღმოაჩენთ არაერთ განცხადებას.  გარდა საქართველოს სავიზო მომსახურებისა, აქ შეგიძლიათ კანადის, გერმანიის, მექსიკის, ინგლისის, ბრიტანეთის, ავსტრალიის, აშშ - ს და სხვა ქვეყნების სავიზო მომსახურების ცენტრის შერჩევაც.

​მიიღეთ საქართველოს ვიზა მარტივად - ყველა საჭირო დეტალი, რაც ვიზის მისაღებად უნდა იცოდეთ

საქართველოში სამოგზაუროდ, სამუშაოდ ან საცხოვრებლად ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა. თქვენი მოგზაურობის მიზნიდან გამომდინარე, არსებობს ვიზების სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც გამოიყენება ამ შემთხვევისთვის. მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა ვიზიტს, სწავლას თუ მუშაობას და იქ მუდმივად ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იმის შესამოწმებლად, გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში შესასვლელად და/ან ყოფნისთვის, ან საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადასაადგილებლად, არის შესაბამის საიტზე ინფორმაციის გადამოწმება.

როგორ უნდა შეავსოს განაცხადი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საქართველოს ვიზის მისაღებად ?

საქართველოს ვიზა სავიზო განაცხადის წარდგენის პროცესში განმცხადებელმა უნდა აირჩიოს საქართველოში მოგზაურობის სწორი მიზანი, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს თვითონ განმცხადებლის მიერ სასურველი ვიზის კატეგორიის ( ბინადრობის სტატუსის) მიხედვით. ვიზის კატეგორიები განსაზღვრულია საქართველოს საიმიგრაციო კანონით და განსხვავდება ქვეყანაში მგზავრობის მიზნის მიხედვით. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: რას სთავაზობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრონული ვიზის პორტალი ?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი მიზნით შემოსვლისა და მოგზაურობის ყველაზე მარტივი გზაა ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსება. ამ პროცესში ამავე სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართის შემდგომი დადასტურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების დადასტურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.

რა ვადაში გაიცემა საქართველოს ვიზა ?

უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

მსგავსი ძიებები

hash
ამერიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
კანადის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
რუსეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრიტანეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ინგლისის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ავსტრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
მექსიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ირლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
იაპონიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
პოლონეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ჩინეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიეტნამის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ნორვეგიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საქართველოს ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
დანიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლარნაკა ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლონდონის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საბერძნეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა გერმანიაში 0 განცხადება
arrow right
hash
შვედეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიღო საქართველოს ვიზა ?

საქართველოს ვიზის მისაღებად საჭიროა პასპორტი, ვიზის განაცხადი, მოთხოვნილი დოკუმენტები და საკონსულოს მიერ მოთხოვნილი საფასურის გადახდა. განაცხადის შეტანა ხდება პირდაპირ საელჩოში ან ოფიციალურ სავიზო ცენტრებში.

რა სახის ვიზები არსებობს საქართველოში ?

საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: დიპლომატიური (A კატეგორია) სპეციალური (B კატეგორია) ორდინალური (C კატეგორია) საიმიგრაციო (D კატეგორია) ტრანზიტული (T კატეგორია).

რა უპირატესობები აქვს საქართველოს სავიზო მომსახურების გამოყენებას ?

სავიზო მომსახურება გაამარტივებს და დააჩქარებს ვიზის მიღების რთულ და ხშირად დამღლელ პროცესს, აგრეთვე თავიდან აგარიდებთ შეცდომებს დოკუმენტაციის შევსებისას და ვიზაზე უარის თქმას.