კანადა გთავაზობთ ვიზის აღებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტურისტული, სამუშაო, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების, მუდმივი ბინადრობის, ბიზნეს საქმიანობის და სხვა.
კანადის სამუშაო ვიზის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, როგორც საქართველოდან ისე სხვა ქვეყნებიდან. მთავარია გქონდეთ კანადიდან სამუშაოს შეთავაზება.
იმისთვის, რომ მიიღოთ კანადის ვიზა, ხშირად სავალდებულო არ არის ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, თუმცა დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ ინგლისურის ან სხვა რომელიმე ევროპული ენის ცოდნას. ყველაფერი დამოკიდებულია დამსაქმებელზე და სამუშაოს ტიპზე.
კანადის სამუშაო ვიზის ვადა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის: სამუშაო შეთავაზების ხანგრძლივობაზე, თქვენს სამუშაო კონტრაქტზე და საიმიგრაციო ოფიცრის გადაწყვეტილებაზე. სტანდარტულად 1 დან 3 წლამდე ვადით შეიძლება ვიზის აღება.