თუ ისლანდიაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ და ხართ საქართველოს მოქალაქე შეგიძლიათ, შენგენის ზონის შეთანხმების საფუძველზე უვიზო მიმოსვლის პირობებში ისლანდიაში დაყოთ 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მოგზაურობის დროს გაითვალისწინეთ, რომ წესრიგში გქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის:
- ბიომეტრიული პასპორტი - მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი გამგზავრებიდან.
- მოგზაურობის დაზღვევა - რომელიც მოქმედებს შენგენის მთელ ტერიტორიაზე.
- საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ორმხრივი ავიაბილეთი.
- ფინანსური დადასტურება.
როდის უნდა ავიღოთ ისლანდიის ვიზა ?
იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ისლანდიაში მოგზაურობის გარდა 90 დღეზე მეტი დროით დარჩენას ან მუშაობას და სწავლას დაგჭირდებათ ისლანდიის ვიზა. თუ სასწავლებლად ან ოჯახის შეერთების მიზნით გეგმავთ ისლანდიაში გადასვლას ვიზა აუცილებელი დოკუმენტია საზღვრის კვეთისთვის.
რა ტიპის ვიზები აქვს ისლანდიას ?
ისლანდიის ვიზის ტიპები განსხვავებულია და გავრცელებულია შემდეგი:
მოკლევადიანი ვიზები (C ტიპი) - ე.წ შენგენის ვიზები, რომელიც დაგჭირდებათ ბიზნეს, კულტურულ, სამედიცინო, ოფიციალური ვიზიტის ან სხვა მიზნით გადასაადგილებლად.
გრძელვადიანი ვიზები (D ტიპი, ეროვნული) - ამ ტიპის ვიზა საშუალებას მოგცემთ, ქვეყანაში ერთ წლამდე დარჩეთ. განაცხადში უნდა მიუთითოთ გრძელვადიანი ვიზის მიღების მიზანი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისლანდიის სამუშაო ან ისლანდიის ბიზნეს ვიზა არ არსებობს. თუ გსურთ ისლანდიაში მუშაობა, უნდა მიმართოთ ისლანდიის სამუშაო ნებართვის და/ან ისლანდიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
სატრანზიტო ვიზა (A ტიპი) ისლანდიის სატრანზიტო ვიზა
სად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს მიმართონ ისლანდიის ვიზის მისაღებად ?
ისლანდიას საქართველოში არ აქვს საელჩო ან საკონსულო. შესაბამისად, ისლანდიის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ
დანიის საელჩოს თბილისში. თუ სასურველი ქვეყნის ვიზის მისაღებად კონსულტაცია და დახმარება გჭირდებათ მოიძიეთ სავიზო მომსახურების ოფისები თბილისში, სადაც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ და გაგიმარტივდებათ ვიზის მიღება.