ლონდონი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დიდი ქალაქია - მისი ისტორია თითქმის ორ ათასწლეულის ითვლის და ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტურია. ლონდონი დიდი ბრიტანეთის და
ინგლისის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა.
ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი 480 უცხოური ბანკია.
ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი პირობის გათვალისწინებით ლონდონი ხშირად იზიდავს, როგორც ტურისტებს, ისე აქ ცხოვრების, სწავლის და მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებს. გაგაცნობთ ყველა იმ საჭირო დეტალებს, რაც უნდა იცოდეთ ლონდონის ვიზის მისაღებად.
ლონდონის ტურისტული ვიზა ცნობილია, როგორც სტანდარტული ვიზიტორის ვიზა და მოქმედია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ლონდონის ტურისტულ ვიზაზე განაცხადის შევსება ონლაინ, სამთავრობო
ვებ.გვერდზე ხორციელდება, თუმცა ანაბეჭდების ასაღებად საჭიროა VFS Global-ის სავიზო ცენტრში ადგილზე ვიზიტი, ხოლო დოკუმენტების ატვირთვა მათ პლატფორმაზე.
დოკუმენტები, რომლებიც ლონდონის ვიზაზე განაცხადის დროს უნდა წარადგინოთ:
- მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- ძველი პასპორტების ასლები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სამსახურის ცნობა ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე).
- ბანკის ამონაწერი ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.
- სამოტივაციო წერილი. (საჭიროების შემთხვევაში)
- სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი.
- ქორწინების და შვილების დაბადების მოწმობები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ყველა ამ დოკუმენტაციის გარდა, სასურველი ვიზის კატეგორიის მიხედვით შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნას სხვა დოკუმენტებიც, რაზეც მოგეწოდებათ ინფორმაცია. თუ გეგმავთ ლონდონში გამგზავრებას, გაითვალისწინეთ, რომ ვიზის განაცხადის დამუშავებას სჭირდება რამდენიმე დღე ან კვირა. ამიტომ, უმჯობესია, რომ ვიზაზე განაცხადი თქვენს გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტანოთ.