პოლონეთის ვიზა სჭირდებათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთს თავიანთ შემდეგ კარიერულ მიმართულებად განიხილავენ.
პოლონეთის D ტიპის ვიზა - არის მათთვის, ვისაც პოლონეთში ხანგრძლივი ვიზიტისთვის, 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენა სურს, როგორც წესი, გამოიყენება დასაქმების, სწავლის ან ოჯახის გაერთიანების მიზნით. საჭიროა ეროვნული D ტიპის სამუშაო ვიზა, რაც მოითხოვს პოლონელი დამსაქმებლისგან სამუშაო შეთავაზების მიღებას. დამსაქმებელს შეიძლება დასჭირდეს იმის დამტკიცება, რომ პოზიციას ვერ შეავსებს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს ვიზა, როგორც წესი, მოქმედებს დასაქმების ხელშეკრულების ვადით (ერთ წლიდან სამ წლამდე) და შეიძლება განახლდეს.
რა დოკუმენტებია საჭირო პოლონეთის სამუშაო ვიზისათვის?
როდესაც, პოლონეთის ვიზის მიღება გსურთ, თქვენი მხრიდან საკონსულოში რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
- საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი;
- პოლონეთიდან დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი მოწვევა(ორიგინალი);
- სავიზო განაცხადი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- ავიაბილეთის ჯავშანი;
- ფოტოსურათი;
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ პოლონეთის სავიზო მომსახურების ცენტრთან და მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ვიზასთან დაკავშირებით.
რა დრო სჭირდება პოლონეთის ვიზის გაცემას ?
პოლონეთის ვიზის მიღების პროცედურას შეიძლება 2 დან 4 კვირამდე დრო დასჭირდეს. გაითვალისწინეთ, პოლონეთის საკონსულოში ჩაწერა ხდება ელექტრონულად. საიტი ჩაწერისათვის აქტიურდება თვეში სამჯერ, თვის 10, 20 და 30 რიცხვებში. ჩაწერის შემდეგ საკონსულოში საბუთების ჩაბარების თარიღი დაახლოებით 1-2 კვირის ვადაში დაგენიშნებათ. ვიზის დამტკიცების დრო იწყება მას შემდეგ, რაც ყველა საბუთი გადაგზავნილია პოლონეთის საკონსულოში და მიღებულია განხილვისთვის. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებითი საბუთების მოთხოვნა ან ინტერვიუ გაახანგრძლივებს ვიზის მიღების პროცესს.