განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი ინტერიერის ე.წ შენობის შიდა სივრცის დაგეგმარების შესახებ. ინტერიერის დიზაინი აერთიანებს მომხმარებლის სურვილებს, საჭიროებებს და უზრუნველყოფს მისთვის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას. არსებობს სხვადასხვა სივრცის და სტილის ინტერიერის დიზაინი, მათ შორის:
  • საცხოვრებელი სახლის ან ბინის ინტერიერის დიზაინი
  • კომერციული ფართის ან შენობის დიზაინი;
  • სადღესასწაულო ან გასართობი სივრცის ინტერიერის დიზაინი;
იმის მიხედვით თუ როგორი სტილის ინტერიერის დიზაინია მომხმარებლისთვის სასურველი, ხდება საოცნებო დიზაინის შექმნა. მაგალითად, თუ მომხმარებელი უპირატესობას უფრო მცირედ დატვირთულ სივრცეს ანიჭებს, უფრო ეფექტური იქნება, მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი. თუ მომხმარებლისთვის სასურველია დიზაინში იყოს თანამედროვე დეტალები, ამ შემთხვევაში თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მომხმარებლის კმაყოფილებას და კომფორტს შექმნის. 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინი

გთავაზობთ სახლის ინტერიერის დიზაინს, სამზარეულოს გეგმარებას, ელექტროობის ნახაზის გაკეთებას, შემდეგ ამ ყველაფრის 3დ ვიზუალიზაციას და სამუშაო ფაილების გამზადებას რემონტის დასაწყებად.

სოფო გურასაშვილი
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინერი

გთავაზობს მაღალპროფესიონალურ მომსახურებას. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ხატვისა და ხაზვის გარდა ვფლობ ტექნიკურ ცოდნასაც, რაც გულისხმობს უშუალოდ რემონტის პროცესს, თითოეული ტექნიკური დეტალის ცოდნას, ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი 100%-ით, თქვენ არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას მიიღებთ, არამედ მთელი რემონტის პროცესში სრულ რეკომენდაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მომსახურების ტარიფი: - მხოლოდ ვიზუალები 1კვ. მეტრზე 5$. - ვიზუალები+დეტალური ნახაზები (ტიხრები, ავეჯი, ელექტროობა-გათბობა-გაგრილების) 10$ ჩვენი თანამშრომლობა დამყარებული იქნება უდიდეს პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე, პროქტს ჩაიბარებთ დათქმულ ვადებში.

დიანა
1 ვიდეო
ვერიფიცირებული პრო

ინტერიერის დიზაინერის სრული მომსახურება

შექმენით თქვენი ოცნების სივრცე სტრესის, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და დაკარგული დროის გარეშე. დაზოგეთ დრო, ბიუჯეტი და ნერვები — გთავაზობთ ინტერიერის პროექტირების სრულ მომსახურებას, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციურობას. სრული საპროექტო მომსახურება ითვალისწინებს: • აზომვითი ნახაზის უმოკლეს დროში შექმნას — ობიექტის დეტალურ შესწავლას, სივრცის მაქსიმალური ათვისებისთვის. • პერსონალიზებულ გეგმარებით კონცეფციას — თქვენს ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე მორგებულ დაგეგმარებას. • სრულ ტექნიკურ და სამუშაო ნახაზებს — დეტალურ გზამკვლევს ხელოსნებისთვის, რაც მაქსიმალურად აგარიდებთ თავიდან რემონტის პროცესში გაურკვევლობას, დაბნეულობასა და შეცდომებს. • ავეჯის ინდივიდუალურ ნახაზებსა და მასალების შერჩევას — ავეჯის ზუსტ დაპროექტებასა და მასალების ისეთ შერჩევას, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს ბიუჯეტსა და გემოვნებას. • მაღალი ხარისხის 3D ვიზუალიზაციას — ფოტორეალისტურ რენდერებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დეტალურად დაათვალიეროთ თქვენი მომავალი სივრცე რემონტის დაწყებამდე. თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მიდგომა: პროექტის ღირებულება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნილებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

პრო

3D ვიზუალიზაცია - ვიდეორენდერი

გთავაზობთ 3D ანიმაციას, ნებისმიერი სახის მონტაჟს, არქიტექტურული ვიზუალიზაცია მონტაჟების მომზადება, სარეკლამო ვიდეო მონტაჟები და ა.შ - ვიდეორენდერის მომზადება - 4K ხარისხის ფორმატი - FULL HD ხარისხი - HD ხარისხი - ფოტომონტაჟი - ფოტორენდერი

პრო

ინტერიერის დიზაინის მომსახურება

„AM Interior Design Studio“ შეიქმნა იმისთის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. ჩვენ ვგრძნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე და იგრძნოთ თავი ისე, როგორც არასდროს. ჩვენს მომახურებაში შედის: - აზომვითი ნახაზი - ტიხრების გეგმარება - ავეჯის განლაგება - 3D ვიზუალიზაცია - მუშა ნახაზები - სრული რემონტი - მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება - სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა

პრო

ინტერიერის დიზაინი

Design ME გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას: -ფუნქციურ დაგეგმარებას - ფერების და მასალების შერჩევას -განათების დეტალურ პროექტირებას -თანამედროვე და კომფორტული სივრცის შექმნას - სრულ ტექნიკურ ნახაზებს - პროექტზე ზედამხედველობას კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

პრო

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი - ვიზუალიზაცია და ტექნიკური ნახაზები. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება

ინტერიერის დიზაინი

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, დეტალებამდე გააზრებული. ვქმნი ჰარმონიულ სივრცეებს ცხოვრებისა და კომფორტისთვის. მომახურებაში შედის: - აზომვითი ნახაზი - ტიხრების გეგმარება - ავეჯის განლაგება - 3D ვიზუალიზაცია - მუშა ნახაზები - მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება - სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა

ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად. ინტერიერის დიზაინერი ახდენს ისეთი დეტალების გადანაწილებას, როგორიცაა:
  • როგორი ტიპის მასალა უნდა იყოს გამოყენებული ინტერიერში;
  • რა ტიპის განათების გამოყენება ან რომელ ნაწილშია მისი დამონტაჟება ეფექტური;
  • როგორ უნდა მოხდეს ავეჯის სწორად განაწილება;
  • რა ფერის გამოყენებაა უკეთესი;
ინტერიერის დიზაინერის ფუნქცია მოვალეობები ძირითადად აერთიანებს შემდეგ სამუშაოებს:
  • აზომვითი ნახაზების შექმნა და ბინის დიზაინის შექმნის კონცეფცია;
  • სივრცის მოდელირება და ვიზუალიზაცია;
  • სარემონტო სამუშაოების კონტროლი;
მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერის დიზაინერებმა იცოდეს თავისი დამკვეთის ცხოვრებისეული ჩვევები, რათა შექმნას მაქსიმალურად ინდივიდზე მორგებული დიზაინი.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინის სრული საპროექტო მომსახურება. სამუშაო პროცესის სრული მართვა – იდეიდან დეტალურ სამუშაო/სარემონტო ნახაზებამდე. ეტაპები: 1. სივრცის აზომვა და ფუნქციური გეგმარება 2. კონცეფციის შემუშავება და 3D ვიზუალიზაცია 3. სამუშაო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მომხმარებლის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კმაყოფილი ვართ მომსახურებით ❤️ სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდა, ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი გათვალისწ...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნათია

ზუსტად იყო გათვალისწინებული ჩვენი სურვილები, იყო მარტივი კომუნიკაცია და შედეგი ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ზუსტად ისეთი...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: თამარ

პროფესიონალი და თავის საქმის მცოდნე. რამდენჯერმე დამეხმარა და ისეთი საქმე გააკეთა, რასაც ბევრი პროფესიონალი ვერ შეძლებდა...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ელენე

დიდი რეკომენდაცია გიორგის, საქმის პროფესიონალი და პასუხისმგებელიანი არქიტექტორი

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნიკო

სწრაფად და ხარისხიანად შეძლო გიორგიმ ჩემი დახმარება კერძო სახლის პროექტთან დაკავშირებით. ვუწევ რეკომენდაციას!

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნიკა ეჯოშვილი

მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...

ინტერიერის დიზაინი - შექმენი ჰარმონიული სივრცე ინტერიერის დიზაინერის დახმარებით

ინტერიერის დიზაინი ხელოვნების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთობლიობაა. სივრცის ფორმების, ტექსტურის ფერის, განათების ფორმების და სხვადასხვა დეტალების დამატებით მიიღწევა ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ემსახურება ადამიანისთვის კომფორტის შექმნას.  არსებობს სხვადასხვა სივრცის და სტილის ინტერიერის დიზაინი, მათ შორის:
საცხოვრებელი სახლის ან ბინის ინტერიერის დიზაინი
კომერციული ფართის ან შენობის დიზაინი;
სადღესასწაულო ან გასართობი სივრცის ინტერიერის დიზაინი;

ინტერიერის დიზაინი არ მოიცავს მხოლოდ ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შექმნას. ის აერთიანებს ფუნქციურ და პრაქტიკულ დეტალებსაც, რაც უფრო ამარტივებს ცხოვრების სტილს და ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას. ბინის დიზაინი ინტერიერში აერთიანებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა:
  • სწორად შერჩეული ფერი, როგორც ავეჯის ისე კედლების და იატაკის შემთხვევაში;
  • განათების სწორად შერჩევა და იმის განსაზღვრა თუ სად რა ტიპის განათების გამოყენებაა ეფექტური;
  • მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული ავეჯის და სხვა საჭირო დეტალების შემოტანა დიზაინში, რაც ამარტივებს ადამიანებისთვის ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობებს;
ვინ არის ინტერიერის დიზაინერი ?

ინტერიერის დიზაინერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად. ინტერიერის დიზაინერი გეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენი შიდა და გარე სივრცის ე.წ ექსტერიერის დიზაინის შექმნა. 
ინტერიერის დიზაინერი უძღვება ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა: 
  • ბინის, სახლის ან სხვა სასურველი სივრცის ინტერიერის აზომვითი ნახაზების და რენდერების შექმნა და კონცეფციის განსაზღვრა; 
  • ფერების შერჩევა, როგორც კედლებისთვის ისე ავეჯის და აქსესუარებისთვის ; 
  • განათების შერჩევა და სტილის განსაზღვრა თუ რომელი განათების ტიპი იქნება ინტერიერში უკეთესი; 
  • სხვადასხვა კონკრეტული ოთახის ან სივრცის დიზაინის შექმნა, მაგალითად ზალის დიზაინი;
  • სარემონტო პროცესის ზედამხედველობა და მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან, დამკვეთთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ინტერიერის დიზაინში ?
  • იქამდე სანამ, ბინის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებთ ან შეუდგებით უკვე არსებული მზა ინტერიერის დიზაინის გამოყენება, უმჯობესია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
  • მოახდინეთ სივრცის გეგმარება და აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ეს დაგეხმარებათ რომ წარმოიდგინოთ სივრცის მოცულობა და კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებელი, ბინის გეგმარება და ყველა საჭირო დეტალი.
  • განსაზღვრეთ თუ რა საჭიროებით უნდა გამოიყენოთ სივრცე. იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული თუ სხვა ტიპის. ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ მარტივად შექმნათ თქვენზე მორგებული ჰარმონიული გარემო;
  • მოახდინეთ ავეჯის განლაგების გეგმის შედგენა. განსაზღვრეთ სტილი, მასალა და ავეჯის ფუნქციურობა. თუ თქვენი სივრცე მცირე ზომისაა უმჯობესია, გამოიყენოთ ფუნქციური ავეჯი;
  • მიჰყევით საერთო გეგმას და ნუ ეცდებით რაიმე კონკრეტულ ფერს ან დეტალს მოარგოთ მთლიანი ბინის დიზაინი. 
  • შეიძინეთ ის აქსესუარები და დეტალები, რაც გჭირდებათ იყენებთ და ნუ გადატვირთავთ თქვენს სივრცეს, ყველა ლამაზი დეკორატიული ნივთით თუ აქსესუარით.
  • და ბოლოს, ნუ ეცდებით სხვისი დიზაინის ისე დაკოპირებას, რომ არ მოარგოთ ის თქვენს სურვილებს და საჭიროებებს. 
გახსოვდეთ, რომ ინტერიერის დიზაინი იქნება ეს ბინის, აივნის თუ სხვა სივრცის, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ერგებოდეს თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად და ხდიდეს მის გარემოს უფრო ჰარმონიულს და მყუდროს. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ინტერიერის დიზაინი ?

ინტერიერის დიზაინი ხელოვნების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთობლიობაა. სივრცის ფორმების, ტექსტურის ფერის, განათების ფორმების და სხვადასხვა დეტალების დამატებით მიიღწევა ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ემსახურება ადამიანისთვის კომფორტის შექმნას.

ვინ არის ინტერიერის დიზაინერი ?

ინტერიერის დიზაინერი, არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად.

რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება ?

ინტერიერის დიზაინერის ფუნქცია მოვალეობები ძირითადად აერთიანებს შემდეგ სამუშაოებს:
  • აზომვითი ნახაზების შექმნა და ბინის დიზაინის შექმნის კონცეფცია;
  • სივრცის მოდელირება და ვიზუალიზაცია;
  • სარემონტო სამუშაოების კონტროლი;

როგორ უნდა შევქმნათ ინტერიერის დიზაინი პროგრამა, რომელიც უფასოდ გვაწვდის მზა დიზაინს ?

იმისთვის რომ ინტერიერის დიზაინი შექმნა, ბაზარზე არაერთი პროგრამა არსებობს. ეს პროგრამები ხშირად მომხმარებელს სთავაზობენ უფასო რესურსებს მარტივად მოახდინონ თავიანთი სივრცის გარდაქმნა. თუმცა, თუ საკუთარ სტილსა და ინდივიდუალურ დიზაინის შექმნაზე გეფიქრება უმჯობესია, გაეცნო საიტზე servisebi.ge არსებულ დიზაინერების განცხადებებს და შეარჩიო სასურველი სპეციალისტი რეალურ შედეგებზე დაყრდნობით.

როგორია ინტერიერის დიზაინი ფასი და რა სამუშაოებს აერთიანებს ის ?

ინტერიერის დიზაინის ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, მის მოცულობასა და ზომებზე. ამის გარდა, თუ პროექტს ვანდობთ დიზაინერს, უშუალოდ დიზაინერის მომსახურებასა და მის გამოცდილებაზე.

სტატიები

ყველა სტატია