განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის გადაზიდვა

ავეჯის გადაზიდვა ხშირად მოითხოვს პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და ყურადღებას, რადგან მძიმე ნივთების სწორი შეფუთვა და ტრანსპორტირება უსაფრთხოების და დროის დაზოგვისთვის აუცილებელი პირობაა. პროფესიონალური გადაზიდვის სერვისები ჩვენს ვებგვერდზე გვთავაზობენ სწრაფ, უსაფრთხო და ორგანიზებულ მომსახურებას. ავეჯის გადაზიდვა ხორციელდება გამოცდილი გუნდის მიერ, იქნება ეს პიანინოს გადატანა, სახლის ავეჯის გადატანა თუ სხვა ტიპის ტვირთის გადაზიდვა. გადაზიდვის მომსახურება საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, იქნება ეს თბილისი, ბათუმი, რუსთავი თუ სხვა ქალაქები.
ჩვენს პლატფორმაზე არსებული შეთავაზებების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ავეჯის გადაზიდვით იაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად. ისარგებლეთ არსებული შეთავაზებებით და მიიღეთ სასურველი მომსახურება, დარწმუნდებით, რომ ავეჯის გადატანა ასე მარტივი არასდროს ყოფილა.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მარშუტკის ზომებია: - სიგრძე 3.3მ; - სიმაღლე 2მ; - სიგანე 1,75მ; მყავს დამხმარე მუშახელიც საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოებისთვის მაქვს დამჭმი ღვედები ტვირთის დასაფიქსირებლად და დამცავი საშუალებები ტრანსპორტირებისას. დეტალებზე დამიკავშრდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ანტონ
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა + მუშები

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა მთელი საქართველოს მასᲨტაბით - ავტომობილს აქვს ლიფტი, სიგრᲫე 4.3, სიგანე 2.10, სიმაღლე 2.30 - ასევე მაქვს მცირე მეწარმე და ელექტრონული ხელმოწერაც ავტომობილს არ აქვს საათობრივი შეზღუდვა. დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ვიტალი კინწურია
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მთელ საქართველოში, უმაღლეს დონეზე, ავეჯის დაშლა / აწყობით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მალხაზი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით

გთავაზობთ ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით, სწრაფად და ხარისხიანად. ავეჯის გადაზიდვა დაშლა / აწყობით. გვყავს გამოცდილი დამხმარეები.

გია

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც ხარისხიანი და ორგანიზებული დახმარება გჭირდებათ საცხოვრებლისა თუ ოფისის ნივთების გადასატანად. სხვადასხვა კომპანიები და სპეციალისტები servisebi.ge-ზე გვთავაზობენ მომსახურების მრავალფეროვან არჩევანს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებლებისათვის იქნება ეს: ავეჯის გადაზიდვის სერვისი მოსახერხებელია როგორც, მცირე ტვირთისა და ნივთების გადასატანად, ასევე დიდი ზომის ავეჯის გადაზიდვისთვის. თბილისში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია: ვარკეთილი, გლდანი, დიღომი და სხვა უბნები რეგულარულად იყენებენ გადაზიდვის მომსახურებას, რადგან სწრაფი რეაგირება და გამჭვირვალე ფასები ამარტივებს პროცესს.
ისარგებლეთ ჩვენი ვებგვერდის შეთავაზებებით და მიიღეთ მომსახურება ყველაზე მარტივად- სერვისი დაგიზოგავთ დროს, შეამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს, რომ ნივთები უსაფრთხოდ იქნას დანიშნულების ადგილზე მიტანილი.
პრო

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვას უსაფრთხოდ. ავეჯის დაშლა / აწყობა, გვყავს ამ სფეროში გამოცდილი დამხმარეები. გადავიტან საქართველოს მაშტაბით. მომსახურება არის 24/7 - ზე. ზომები: სიმაღლე 1.35, სიგრძე 1.90.

2 ნამუშევარი,

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

ტვირთის გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, მოგემსახურებით მისაღებ ტარიფში.

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთის გადაზიდვა ბათუმიდან

გადამაქვს ტვირთი ბათუმის -ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილამდე. -ასევე, ბათუმიდან: ბათუმი-ქუთაისი ბათუმი-თბილის მარშუტზე დამიკავშირდით ნებისმიერ დროს,მითითებულ ნომერზე.

სატვირთო გადაზიდვა

გთავაზობთ გადაზიდვას მტვირთავების მომსახურებით ბათუმში და საქართველოს მასშტაბით. ფასი შეთანხმებით.

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

ნებისმიერი სახის ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა (ავეჯის დაშლა-აწყობა) როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მაშტაბით, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან პროფესიონალი მუშებიც. ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დავით

სამუშაოს შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფასური გაიზარდა მანძილის მოულოდნელად გაზრდის გამო. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ...

ავეჯის გადაზიდვის სერვისი – როგორ გავიმარტივოთ რთული პროცესი?

 ახალი ბინის ყიდვა, ოფისის გადატანა ან რემონტის დასრულება ყოველთვის სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ ამ ყველაფერს ხშირად თან სდევს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ავეჯის გადატანა.

ავეჯის გადაზიდვა ბევრისთვის სტრესული და ფიზიკურად დამღლელი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი და მოცულობითი ნივთების უსაფრთხო გადატანაა საჭირო. ბევრი ადამიანი ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ ამოცანას, მაგრამ ხშირად პროცესი ცუდად სრულდება, ზიანდება ავეჯი, ვკარგავთ ზედმეტ დროსა და რესურს. დაზიანებული ნივთების შეკეთება ან ახალი ავეჯის შეძენა გაცილებით მეტი დანახარჯია, ვიდრე პროფესიონალური სერვისით სარგებლობა. ამასთან, ბევრ კომპანიას აქვს შეთავაზება ავეჯის გადაზიდვა იაფად, რაც მომხმარებლებს სერვისის ხელმისაწვდომობის საშუალებას აძლევს.

მრავალი უპირატესობისა და კომფორტული სერვისის გამო ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვის სერვისები სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება, რადგან პროფესიონალები მომხმარებლებს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარებიან.

ავეჯის გადატანისას ყველაზე დიდი სირთულე არის მისი უსაფრთხოდ ტრანსპორტირება. არასწორი შეფუთვა და გადატანისას უყურადღებობა ხშირად იწვევს ნაკაწრებს, დეფორმაციას ან მთლიანად დაზიანებას, რაც განსაკუთრებით რთულია ძვირადღირებული და მასიური ავეჯის შემთხვევაში. ამასთან, ავეჯის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა, როდესაც ტრანსპორტირება საჭირო ხდება დიდი მანძილზე.

პროფესიონალური ავეჯის გადაზიდვის სერვისი ბევრ ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ნივთები სათანადოდ იქნას შეფუთული და დაწყობილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაზიანება.  ბევრი ავეჯის გადამზიდი კომპანია გვთავაზობს მუშის დახმარებას ავეჯის დაშლა-აწყობის და ჩატანა-ამოტანის პროცესში. ისინი ფლობენ სპეციფიკურ ტექნიკას, რომელიც მძიმე და არასტანდარტული ფორმის ავეჯის გადატანას ამარტივებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სერვისის დროული შესრულება. ზოგჯერ გადაზიდვა სწრაფად არის საჭირო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის დატოვების ან ახალი საცხოვრებლის შესვლის ვადებია განსაზღვრული. ასეთ შემთხვევებში  ავეჯის გადაზიდვის 24 საათიანი სერვისი განსაკუთრებით გამოსადეგია. ის  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს მიიღოს საჭირო მომსახურება, საჭირო ადგილზე.

იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ სანდო კომპანიის მოძიება SERVISEBI.GE. გთავაზობთ სხვადასხვა გადამზიდი სერვისების მრავალფეროვან შეთავაზებებს, იქნება ეს ავეჯის გადატანა, ტვირთის გადაზიდვა, პიანინოს გადატანა თუ სხვა საჭირო სერვისები. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა სერვისის, პირობების და შეფასებების შედარება, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ საუკეთესო სერვისი თქვენი ბიუჯეტისა და საჭიროებების გათვალისწინებით.  

რატომ უნდა ავირჩიოთ პროფესიონალური გადამზიდი სერვისი?

✔ უსაფრთხოება – ავეჯი დაზიანებისგან დაცულია, რადგან პროფესიონალები უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო განლაგებასა და ტრანსპორტირებას.
 ✔ დაზოგილი დრო და ენერგია – გადაზიდვის პროცესს მთლიანად კოორდინირებენ სპეციალისტები, რაც მომხმარებლებს ზედმეტ პრობლემებს არ უქმნის.
 ✔ სპეციალური ტექნიკა – მძიმე ავეჯის სწორად გადატანას და სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებას უზრუნველყოფს გამოცდილი პერსონალი.
 ✔ დროული მომსახურება – ავეჯის გადაზიდვის 24 საათიანი სერვისი მომხმარებლებს ეხმარება სწრაფად და კომფორტულად გადაზიდონ თავიანთი ნივთები.
 ✔ ხელმისაწვდომობა – ავეჯის გადაზიდვა იაფად უკვე შესაძლებელი გახდა, რადგან ვებგვერდზე სხვადასხვა კომპანიები გვთავაზობენ კონკურენტულ ფასებს.

 ავეჯის გადატანა შესაძლოა რთული და სტრესული პროცესი ჩანდეს, მაგრამ სწორი სერვისის შერჩევით შეგიძლიათ ბევრად გაამარტივოთ.  პროფესიონალების დახმარება არამარტო დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას, არამედ უზრუნველყოფს, რომ თქვენი ავეჯი უვნებლად და უსაფრთხოდ აღმოჩნდეს ახალ მისამართზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​სად არის შესაძლებელი ავეჯის გადაზიდვის სერვისით სარგებლობა?

ავეჯის გადაზიდვის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ადგილობრივი ან საქართველოს მასშტაბით მოქმედი გადამზიდი კომპანიები.

თბილისის რომელ უბნებშია სერვისით სარგებლობა შესაძლებელი?

ავეჯის გადაზიდვის სერვისით სარგებლობა თბილისის ყველა უაბნშია შესაძლებელია, იქნება ეს ვარკეთილი, გლდანი, ორთაჭალა, საბურთალო თუ სხვა უბანი, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე თბილისიდან სხვა ქალქებისა და რაიონების მიმართულებით. 

​რა უპირატესობა აქვს პროფესიონალურ ავეჯის გადაზიდვის სერვისს?

ავეჯის გადამზიდი სერვისი უზრუნველყოფს ავეჯის უსაფრთხო შეფუთვას, ტრანსპორტირებას და დანიშნულების ადგილას განთავსებას. გამოცდილი გუნდი იყენებს საჭირო აღჭურვილობას, რათა თავიდან აიცილოს ავეჯის დაზიანება, დაზოგოს თქვენი დრო და ენერგია.

​როგორ ვისარგებლოთ ავეჯის გადაზიდვის სერვისით?

სერვისის მოძიება და ვიზიტზე შეთანხმება  სატელეფონო ზარით ან კომპანიის ოფისში მისვლითაა შესაძლებელი. SERVISEBI.GE მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, დაათვალიერონ კომპანიების შეთავაზებები, შეადარონ ფასები და აირჩიონ მათთვის საუკეთესო ვარიანტი. შეთავაზებებში მოცემულია საკონტაქტო ინფორმაციაც, შეგიძლიათ მარტივად დაუკავშირდეთ სერვისის ავტორს და შეათანხმოთ მომსახურების დეტალები.

​რა უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის გადაზიდვამდე?

 გადაზიდვამდე მნიშვნელოვანია ავეჯის დაშლა (თუ შესაძლებელია), სათანადოდ შეფუთვა და გადამზიდათან დეტალების შეთანხმება.  ზოგიერთი კომპანია გვთავაზობს დაშლა-აწყობის და ატანა- ჩამოტანის მომსახურებასაც.  უმჯობესია დეტალები წინასწარ შეათანხმოთ გადამზიდ კომპანიასთან, რათა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.  ასევე, თუ ავეჯი ძვირადღირებული, ანტიკვარული ან სათუთია, რეკომენდებულია დამატებითი დაცვის სერვისის შეკვეთა, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას.

სტატიები

ყველა სტატია