​ავსტრალიის ვიზა

ავსტრალიის ვიზა საქართველოს და სხვა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აუცილებელი დოკუმენტია თუ ავსტრალიაში გამგზავრება გსურთ. ავსტრალიური ელექტრონული ვიზა ავსტრალიის ვიზის მიღების ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა, რადგან მოგზაურებს შეუძლიათ განაცხადის და თანმხლები დოკუმენტების ონლაინ წარდგენა. განაცხადის დამტკიცების შემდეგ, მოგზაურები ელექტრონულად იღებენ ელექტრონული ვიზის დადასტურებას. რეისზე ასასვლელად საჭიროა მოქმედი ვიზა. თუ ვიზა ვადაგასულია ან არ ემთხვევა მოგზაურის პასპორტის ინფორმაციას, მოგზაურები ვერ შეძლებენ რეისზე ასვლას. თუ გსურთ, რომ თქვენი მოგზაურობა შეუფერხებლად დაიწყოთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ შესაბამისი დოკუმენტები, როგორიცაა: მოქმედი პასპორტი და შესაბამისი ვიზა.

​ავსტრალიის სავიზო მომსახურება

ავსტრალიის სავიზო მომსახურება საუკეთესო არჩევანია, როცა ავსტრალიაში მოგზაურობას და ვიზის აღებას გეგმავთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრალიაში მოგზაურობის შემთხვევაში სჭირდებათ ვიზა, სავიზო მომსახურების ცენტრი კი ყველა პროცედურის მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ავსტრალიის სავიზო მომსახურება მოიცავს: კონსულტაციას სავიზო საკითხების სპეციალისტთან, საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადებაში დახმარებას, დოკუმენტების თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას,  კორესპონდენციას საკონსულოსთან და სხვა. სავიზო მომსახურების ცენტრი თქვენი საიმედო გადაწყვეტაა, როცა ვიზის მიღება მცირე დროში და გარანტირებულად გსურთ. servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ ავსტრალიის სავიზო მომსახურების შესახებ განცხადებებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

​ავსტრალიის სამუშაო ვიზა - ყველაფერი რაც ვიზის მისაღებად უნდა იცოდე

ავსტრალია ფანტასტიკური დანიშნულების ადგილია მათთვის, ვისაც სურს კარიერული განვითარება, ჯანსაღ გარემოში მუშაობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ავსტრალია მსოფლიოში უძველესი უწყვეტი კულტურების სამშობლოა და მოსახლეობის ზრდის 60%-ზე მეტი მიგრაციაზე მოდის. ქვეყანას აქვს დაბალი უმუშევრობა, დაბალი ინფლაცია და უაღრესად ღია და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო. ავსტრალია მუდმივად მაღალ ადგილს იკავებს გლობალურ ინდექსებში ცხოვრების ხარისხის, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. დაბალი დანაშაულის მაჩვენებლითა და ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ავსტრალია მიმზიდველია, როგორც ტურისტებისთვის, ისე სამუშაო ვიზით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

რას მოიცავს ავსტრალიის სამუშაო ვიზა ?

ავსტრალია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის მრავალ გზას. თუ თქვენ ხართ კვალიფიციური და აკმაყოფილებთ შესაბამის კრიტერიუმებს, შეგიძლიათ მიიღოთ ავსტრალიის სამუშაო ვიზის რამდენიმე ტიპიდან ერთ-ერთი.  ეს საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ უფრო სტაბილურ გარემოში და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.

ავსტრალიის სამუშაო ვიზების ტიპები განსხვავებულია მათ შორისაა: დოკუმენტები, რომელიც დაგჭირდებათ ავსტრალიის ვიზის მისაღებად: ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც გაიცემა ავსტრალიის სამუშაო ვიზა:
  1. თქვენი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
  2. უნდა ფლობდეთ პროფესიას, რომელიც ჩამოთვლილია კვალიფიციური პროფესიების სიაში (SOL);
  3. უნდა გქონდეთ თქვენი პროფესიის შესაბამისი 2-3 წლიანი გამოცდილება;
  4. უნდა ფლობდეთ ინგლისური ენის ვალიდურ ტესტს (IELTS, TOEFL, PTE)
  5. არ უნდა გქონდეთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები;
ავსტრალიის სავიზო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციები დახმარებას გაგიწევენ ვიზის მიღების რთულ პროცესში. გაითვალისწინეთ რომ, საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. ავსტრალიის ვიზა გაიცემა თურქეთში, ქ.ანკარაში ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

მსგავსი ძიებები

hash
ამერიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
კანადის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
რუსეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრიტანეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ინგლისის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ავსტრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
მექსიკის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ირლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
იაპონიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
პოლონეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ჩინეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიეტნამის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ნორვეგიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საქართველოს ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
დანიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლარნაკა ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ლონდონის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
საბერძნეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ვიზა გერმანიაში 0 განცხადება
arrow right
hash
შვედეთის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისლანდიის ვიზა 0 განცხადება
arrow right
hash
ისრალიის ვიზა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

რა დოკუმენტები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ავსტრალიის ვიზის მისაღებად ?

საქართველოს მოქალაქეებს ავსტრალიის ვიზის მისაღებად სჭირდებათ ონლაინ განაცხადის შევსება ავსტრალიის იმიგრაციის ვებგვერდზე . ამის გარდა, საჭიროა პირადი მონაცემები, პასპორტის ასლი, საბანკო ამონაწერი, სამოგზაურო მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები და სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

რა ვადით გაიცემა ავსტრალიის სამუშაო ვიზა ?

ავსტრალიის სამუშაო ვიზის ვადა დამოკიდებულია უშუალოდ ვიზის ტიპზე. მაგ. დროებითი სამუშაო ვიზები, ჩვეულებრივ გაიცემა 2-4 წლით. მუდმივი სამუშაო ვიზები საშუალებას გაძლევთ დარჩეთ ავსტრალიაში მუდმივად.

რა დრო სჭირდება ავსტრალიის ვიზის დამუშავებას ?

ავსტრალიის ვიზის დამუშავების დრო განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით. ტურისტული ვიზები ჩვეულებრივ მუშავდება 15- 30 დღეში. სამუშაო ვიზების დამუშავება კი ზოგჯერ რამდენიმე თვესაც მოითხოვს.

რა ღირს ავსტრალიის ვიზა ?

ავსტრალიის ვიზის ღირებულება დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე. ტურისტული ვიზა  150-190 ავსტრალიური დოლარია. სამუშაო ვიზების ფასი კი მერყეობს 300 - 4,000 ავსტრალიურ დოლარამდე.