ბრაზილია ერთ-ერთი გამორჩეული და ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, თავისი ლაჟვარდოვანი სანაპიროებითა და გასაოცარი ბუნებით. ბრაზილიას გადამდები ენერგია აქვს, რომელიც ჩასვლისთანავე გეუფლება. ქუჩებში მუსიკა ისმის, ხალხი საუბრობს, ცეკვავს და მუდმივად ზეიმის განცდაა. ბრაზილიის კულტურა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მკვიდრი, აფრიკული, ევროპული და აზიური გავლენებით არის ჩამოყალიბებული. ამას მუსიკაში, საკვებში, რელიგიაში და ადამიანების მოძრაობისა და საუბრის მანერაშიც კი შეამჩნევთ.
როდის გვჭირდება ბრაზილიის ვიზა საქართველოს მოქალაქეებს ?
საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიაში ტურისტულად გადასაადგილებლად ვიზა არ სჭირდებათ. ამიტომ, თუ საქმიანი, სამუშაო ან სხვა მიზნით 90 დღეზე მეტ ხანს აპირებთ ბრაზილიაში მოგზაურობას დაგჭირდებათ ვიზა. საქართველოს მოქალაქეები ვიზის აღებას ახერხებენ ბრაზილიის საელჩოში თურქეთში ან უკრაინაში.
დოკუმენტები, რომელიც ვიზის მისაღებად დაგჭირდებათ:
- მოქმედი პასპორტი (მინიმუმ 6 თვე დარჩენილი ვადით);
- ვიზის შევსებული ანკეტა;
- ფოტო (3x4);
- ფრენისა და საცხოვრებლის ჯავშნები;
- ბანკის ამონაწერი (ბოლო 3 თვე);
- სამოგზაურო დაზღვევა.
დამატებით, საჭიროებისამებრ, შესაძლოა მოგთხოვონ მოწვევაც ბრაზილიიდან (სამუშაო, სწავლის ან ბიზნეს მიზნებისთვის).
როდისაა ბრაზილიაში ვიზიტის საუკეთესო დრო ?
ბრაზილიაში სტუმრობის საუკეთესო დრო დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გსურთ გააკეთოთ. პლაჟის მოყვარულთათვის და ფესტივალების მოყვარულთათვის იდეალური პერიოდია დეკემბრიდან მარტამდე, რაც ზაფხულსა და კარნავალს ემთხვევა. თუმცა, თუ ველური ბუნების მოყვარული ხართ, მაისიდან სექტემბრამდე მშრალი სეზონი იდეალურია, განსაკუთრებით ამაზონისა და პანტანალის მოსანახულებლად.
რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ბრაზილიაში მოგზაურობისას
- მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის უმეტესი ნაწილის მონახულება უსაფრთხოა, სასურველია, ყოველთვის ყურადღებით იყოთ გარშემომყოფების მიმართ, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში.
- ინგლისური ტურისტული ზონების გარეთ ფართოდ არ არის გავრცელებული, ამიტომ რამდენიმე ძირითადი პორტუგალიური ფრაზის შესწავლა შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს თქვენთვის.
- უფრო შორ მანძილზე გადაადგილებისთვის განიხილეთ ადგილობრივი ტრანსპორტის ვარიანტები, მაგალითად, ავტობუსების გამოყენება, რომლებიც ეკონომიური და საიმედოა.
- მანქანის დაქირავება გადაადგილების მოსახერხებელი და (შედარებით) ეკონომიური საშუალებაა.
- თუ არატურისტული მიზნით საქართველოდან ბრაზილიაში გეგმავთ გამგზავრებას და გჭირდებათ ვიზა servisebi.ge ზე გაეცანით განცხადებებს სავიზო მომსახურების შესახებ. აქ ასევე, აღმოაჩენთ განცხადებებს კანადის, აშშ-ს, პოლონეთის, გერმანიის, მექსიკის, ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნის შესახებ.