ბრიტანეთის ვიზა

ბრიტანეთის ვიზა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ ან ესტუმრონ დიდ ბრიტანეთს სხვადასხვა მიზნით. ბრიტანეთის ვიზის მიღების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს და ვიზის თითოეულ ტიპს აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ზოგიერთი ზოგადი მოთხოვნა მოიცავს: ფინანსურ სტაბილურობას, მკაფიო განზრახვებს და სწორად შევსებულ დოკუმენტაციას. ბრიტანეთის ვიზა გაიცემა თურქეთში ქ. სტამბოლში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ხოლო, ვიზისთვის საჭირო საბუთების ჩაბარება ხდება თბილისში, სავიზო განაცხადის ცენტრში, რომელიც მდებარეობს, ქ. თბილისი, ცაგარელის ქუჩა N 92, პირველი სართული.
ფორტუნა თრეველი
ფორტუნა თრეველი

Fortuna Travel გთავაზობთ სავიზო მომსახურებას ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით!!! ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ოცნებების ასრულებაში! გახსოვდეთ - სწორად შევსებული სავიზო განაცხადი პირველი ნაბიჯია ვიზის მისაღებად! ფორტუნა თრეველი - გთავაზობთ სრულ მომსახურებას ვიზის მისაღებად: ✔ უფასო კონსულტაცია ✔ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა ✔ სამოგზაურო დოკუმენტაციის მოწესრიგება ✔ განაცხადის რეგისტრაცია ✔ სასტუმროსა და აიაბილეთების ჯავშანი ✔ სამოგზაურო დაზღვევა

ამერიკის ვიზა კანადის ვიზა ბრიტანეთის ვიზა ვიზა
ტიფლის თრეველი
ტიფლის თრეველი

ტურისტული კომპანია TIFLIS TRAVEL გთავაზობთ მომსახურებას რუსეთში გასამგზავრებელი 1-ჯერადი, 2-ჯერადი და მრავალჯერადი საქმიანი ვიზების მისაღებად 1 თვიდან 1 წლამდე პერიოდით. ხელშეწკრულების საფუძველზე 15 სამუშაო დღეში დაგიმზადებთ ოფიციალურ მოწვევას რუსეთის ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურიდან, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ რუსეთში გასამგზავრებელი საქმიანი ვიზა. ასევე გაგიწევთ სრულ სავიზო მომსახურებას (კონსულტაცია, ანკეტის შევსება, საკონსულოში ჩაწერა, დაზღვევა, ბილეთების და სასტუმროს დაჯავშნა და ა.შ.). ურისტული კომპანია TIFLIS TRAVEL გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: - ყველაზე იაფი ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, - სასტუმროების დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ, - ტურები საზღვარგარეთ (ეგვიპტე, თურქეთი, საბერძნეთი, დუბაი, ინდოეთი, მალდივები, ევროპა, და ა.შ.), - ავტო ტურები (ტურები ავტომობილის შესაძენად), - ტურები საქართველოში (კულტურული ტურები, ღვინის ტურები, ექსკურსიები, დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე, სამთო–სათხილამურო ტურები, სამკურნალო ტურები, ჯიპ-ტურები, და ა.შ.) - ტრანსფერი, - სავიზო მომსახურება ( შენგენის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, დუბაი, და ა.შ.), - სამოგზაურო დაზღვევა, - თარგმანი.

ამერიკის ვიზა კანადის ვიზა რუსეთის ვიზა ბრიტანეთის ვიზა ინგლისის ვიზა ავსტრალიის ვიზა მექსიკის ვიზა ირლანდიის ვიზა იაპონიის ვიზა პოლონეთის ვიზა ვიზა ჩინეთის ვიზა ბრაზილიის ვიზა ვიეტნამის ვიზა ნორვეგიის ვიზა საქართველოს ვიზა დანიის ვიზა ლარნაკა ვიზა ლონდონის ვიზა საბერძნეთის ვიზა ვიზა გერმანიაში შვედეთის ვიზა ისლანდიის ვიზა ისრალიის ვიზა

​ბრიტანეთის სავიზო მომსახურება

ბრიტანეთის სავიზო მომსახურება ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ვიზის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივონ და მაქსიმალურად მცირე დროში მიიღონ მათთვის სასურველი ვიზა. ბრიტანეთის სავიზო მომსახურება გთავაზობთ ვიზის მიღების ყველა ეტაპზე დახმარების გაწევას. ეს არის ბიუჯეტური სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწორად მოახდინოთ სავიზო მომსახურების ცენტრთან ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვიზის მისაღებად აუცილებელია. ამის გარდა, სავიზო მომსახურების ცენტრის გამოცდილი თანამშრომლები დახმარებას გაგიწევენ ვიზისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის სრულყოფილად და სწორად შეგროვება და შემდგომში მათ წარდგენაში. ბრიტანეთის სავიზო მომსახურება თქვენი საიმედო გადაწყვეტაა, როცა ვიზის მიღება რთულ პროცესად მიგაჩნიათ.

​ყველა დეტალი ბრიტანეთის სასწავლო ვიზაზე - ისწავლე, გაიღრმავე ცოდნა ან მიიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მარტივად

განათლება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და სტუდენტები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სწავლას არჩევენ ერთ-ერთ საუკეთესო და მომგებიან გადაწყვეტილებას იღებენ.

დიდი ბრიტანეთის სასწავლო ვიზის წარმატებით მისაღებად , საერთაშორისო სტუდენტებმა, როგორც წესი, უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები:
  1. აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღება - თქვენ უნდა იყოთ მიღებული დიდი ბრიტანეთის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  2. ფინანსური მხარდაჭერის დამადასტურებელი საბუთი - უნდა წარადგინოთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გაქვთ საკმარისი თანხა სწავლის საფასურისა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარჯების დასაფარად სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში.
  3. ინგლისური ენის ცოდნა - დაგჭირდებათ შესაბამისი ენის სერტიფიკატი, უმეტესად IELTS  ან TOEFL რომელიც ადასტურებს, რომ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას, ან ჩაბარებული გაქვთ ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი.
  4. სწავლის მიზნობრიობა - უნდა გქონდეთ დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის გსურთ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. თქვენი პასუხი უნდა აჩვენებდეს გულწრფელ განზრახვას და იმას, რომ  თქვენ არ აპირებთ სტუდენტური ვიზის გამოყენებას სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა: სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება და არ იყენებთ სტუდენტურ ვიზას დიდ ბრიტანეთში შესასვლელად.
  5. იმიგრაციის ისტორია - თუ ვიზის მიღება გსურთ უნდა  გქონდეთ სუფთა იმიგრაციის ისტორია და შეძლოთ იმის დემონსტრირება, რომ საფრთხეს არ უქმნით ბრიტანეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
თუ გეგმავ ბრიტანეთის სასწავლო ვიზის მიღებას და ეძებ გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ინგლისური ენის დონის სრულყოფილად შესწავლასა და გაუმჯობესებაში დაგეხმარება servisebi.ge ზე შეგიძლია მარტივად მოიძიო სპეციალისტი.

დოკუმენტები, რომლებიც დაგჭირდებათ განაცხადის შესატანად ბრიტანეთის სასწავლო ვიზაზე განაცხადის შეტანისას:

1. მოქმედი პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი - გაითვალისწინეთ, რომ პასპორტი უნდა იყოს ვალიდური ვიზიტის სრული პერიოდის განმავლობაში და ჰქონდეს მინიმუმ ერთი ცარიელი გვერდი ვიზისთვის;
2. სასწავლების მიერ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტი, იმის დასადასტურებლად, რომ გაქვთ საკმარისი თანხა საკუთარი თავის რჩენისა და სასწავლო კურსის დასაფინანსებლად;
4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - უნდა წარადგინოთ IELTS, TOEFL ან სხვა აღიარებული ტესტის შედეგი, ან უნივერსიტეტისგან წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ სწავლის ენა არის ინგლისური;
5. მოქმედი ATAS სერტიფიკატი, თუ თქვენი კურსი და მოქალაქეობა ამას მოითხოვს. აკადემიური ტექნოლოგიების დამტკიცების სქემა (ATAS) ვრცელდება გარკვეულ უცხოელ სტუდენტებსა და მკვლევრებზე, რომლებსაც სურთ დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროებში სწავლა ან კვლევის ჩატარება;
6. მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა (18 წლამდე აპლიკანტებისთვის) - წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა იყოს ოფიციალურად გაფორმებული და შეიძლება დაგჭირდეთ ამ დოკუმენტის თარგმანი ინგლისურად;
7. სამედიცინო შემოწმების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. მათ შორის, ტუბერკულოზის ტესტის სერტიფიკატი, რომელიც უნდა იყოს აღებული საელჩოს მიერ ავტორიზებულ კლინიკაში;
8. განაცხადის საფასურის გადახდის ქვითარი, რომელიც სტუდენტური ვიზის მისაღებად დაახლოებით £490 - ია;
9. ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით £776 წელიწადში. გადახდა ხდება ონლაინ, განაცხადის შევსებისას;
10. ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა ( ფოტო, თითის ანაბეჭდები)  - ეს მონაცემები აუცილებელია თქვენი სტუდენტური ვიზის დასამუშავებლად და აუცილებელია განაცხადის დასამუშავებლად.

მსგავსი ძიებები

hash
ამერიკის ვიზა 4 განცხადება
arrow right
hash
კანადის ვიზა 2 განცხადება
arrow right
hash
რუსეთის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ბრიტანეთის ვიზა 2 განცხადება
arrow right
hash
ინგლისის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ავსტრალიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
მექსიკის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ირლანდიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
იაპონიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
პოლონეთის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ვიზა 11 განცხადება
arrow right
hash
ჩინეთის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ბრაზილიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ვიეტნამის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ნორვეგიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
საქართველოს ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
დანიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ლარნაკა ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ლონდონის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
საბერძნეთის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ვიზა გერმანიაში 1 განცხადება
arrow right
hash
შვედეთის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ისლანდიის ვიზა 1 განცხადება
arrow right
hash
ისრალიის ვიზა 1 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა კრიტერიუმებია უნდა გავითვალისწინოთ ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ?

ბრიტანეთის ვიზის მიღების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს და ვიზის თითოეულ ტიპს აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ზოგიერთი ზოგადი მოთხოვნა მოიცავს: ფინანსურ სტაბილურობას, მკაფიო განზრახვებს და სწორად შევსებულ დოკუმენტაციას.

ვის შეუძლია ბრიტანეთის სასწავლო ვიზის მიღება ?

ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება აქვთ მიიღონ ვიზა მარტივად. ამისთვის, საჭიროა გაიაროთ პროცედურული ნაწილი და წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც სტუდენტური ვიზის მისაღებადაა საჭირო.

რა დრო სჭირდება ვიზის დამუშავების პროცესს ?

ბრიტანეთის ვიზის სტანდარტული დამუშავების დროა 3 კვირა. თუმცა, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ვიზის პასუხის უფრო სწრაფად მიღება.

რა თანხა სჭირდება სტუდენტს ყოველთვიური ხარჯებისთვის ბრიტანეთში საცხოვრებლად ?

სტუდენტური ვიზის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ბრიტანეთში ცხოვრების ყოველთვიური ხარჯები, რაც £1,400 - £1,500 ია.