თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გეგმავთ მექსიკაში მოგზაურობას გაითვალისწინეთ, რომ ვიზა ის აუცილებელი დოკუმენტია, რომელიც საზღვრის გადასაკვეთად და მექსიკაში შესასვლელად დაგჭირდებათ. მექსიკაში შესასვლელად ვიზა სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თუ ის არ ფლობს შენგენის რომელიმე ქვეყნის, აშშს, კანადის, იაპონიის ან ბრიტანეთის ვიზას ან რომელიმე ამ ჩამოთვლილი ქვეყნებში ბინადრობის ნებართვას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ქვეყნის ვიზას ან ბინადრობის მოწმობას ფლობთ, გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ მექსიკაში იმგზავროთ ვიზის გარეშე 180 დღემდე ტურისტული მიზნით.
სად მდებარეობს მექსიკის საელჩო ?
მექსიკის ვიზის ასაღებად გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში მექსიკის საელჩო არ არის. ამიტომ, უნდა მიმართოთ მექსიკის საელჩოს ბაქოში ან სტამბოლში. ამის გარდა, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ონლაინ ჩანიშნოთ ვიზიტი. გაითვალისწინეთ, ვიზის მიღებაზე განაცხადის დამუშავებას შესაძლოა დასჭირდეს 10-15 სამუშაო დღე.
რა დოკუმენტაციაა საჭირო მექსიკის ტურისტული ვიზის მისაღებად ?
- მექსიკის ტურისტული ვიზა გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ შემდეგ დოკუმენტაციას:
- მოქმედი პასპორტი (ვადა მინ. 6 თვე)
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ბეჭდური ან ციფრული სახით;
- ბიომეტრიული ფოტო (წინა მხარეს, სათვალის გარეშე, ფერადი, თეთრი ფონით და ბოლოდროინდელი ფოტოსურათი). ზომები: არაუმეტეს 39 x 31 მმ;
- ფრენის ბილეთები;
- სასტუმროს ჯავშანი ან მიწვევა თუ კერძო პიროვნებასთან მიდიხართ;
- საბანკო ამონაწერი ბოლო 3-6 თვის განმავლობაში (ჩვეულებრივ მინ. $1,000–1,500 დოლარი)
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო, თუ ვიზაზე განაცხადის შესატანად საჭიროა ქორწინების ან დაბადების მოწმობები და ისინი გაცემულია აშშ-ს ან მექსიკის გარდა სხვა ქვეყანაში, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილის ან ლეგალიზაციის ბეჭედი. ინგლისურის გარდა, უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტისთვის, ასევე უნდა წარედგინოს ესპანურ ენაზე დამოწმებული თარგმანი.
რაზეა დამოკიდებული მექსიკის ვიზის გაცემა ?
მექსიკის ვიზის გაცემა დამოკიდებულია საკონსულო გასაუბრებაზე. ვიზა ძალაში იქნება მხოლოდ დოკუმენტზე მითითებული ვადით და მხოლოდ ერთჯერადად შესვლისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. გირჩევთ, განაცხადის წარდგენამდე გადაამოწმოთ თქვენი დოკუმენტაციის სისწორე.