კონდინციონერის ხელოსანი
კლიმატკონტროლის უმაღლესი ხარისხის მოწყობილობებიც კი დროთა განმავლობაში ბუნებრივი ცვეთის, მექანიკური დაზიანების, ან სხვა გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ფუჭდება, ამიტომ კონდინციონერის ხელოსანი საკმაოდ მოთხოვნადი კადრია. არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ მოწყობილობა გაუმართავია და ხელოსნის მომსახურება აუცილებლობას წარმოადგენს: ძლიერი ვიბრაცია, გარე ხმაური მუშაობის დროს, კონდენსატის, ან ზეთის ლაქები შიდა ბლოკზე, უსიამოვნო სუნის არსებობა და სხვა. ხშირად კონდინციონერის დისტანციური მართვის უზრუნველსაყოფად საკმარისია ელემენტების გამოცვლა, თუმცა არცთუ იშვიათად მოწყობილობის კომპლექსური შეკეთება გარდაუვალია. თუ კონდინციონერი ირთვება მაგრამ არ აგრილებს ჰაერს, ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი სახეზეა, ხელოსანი ბინაზე მისვლით დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ. თბილისში, ბათუმში რუსთავში და სხვა ნებისმიერ ქალაქში ოსტატის იაფად გამოძახება servisebi.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ. კონდინციონერის გადატანა დაგჭირდებათ არასწორი მონტაჟის შემთხვევაში (დაუდევრად დამაგრებული მილები, არასწორად დამონტაჟებული ბლოკები). ფილტრებისა და მილების დაბინძურება, ცალკეული ელემენტების გაუმართაობა, ნაწილების ცვეთა (ტუმბო, კომპრესორი, ფილტრები და ა.შ.) ადგილზე მოგვარებადი დაზიანებებია. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტის გამოძახებას, ნებისმიერ რეგიონში (ქუთაისი, ფოთი და ა.შ.), ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეძლებთ.
