დუშეთი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში. დუშეთი განსაკუთრებით იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს საუკეთესო ადგილია თბილისთან ახლოს, მათთვის ვისაც სურს ცხოვრება ან დასვენება ბუნების სიახლოვეს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში დუშეთში სახლის გაქირავება სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით, მათთვის ვინც თბილისთან ახლოს მშვიდ დასასვენებელ ადგილს ეძებს.
დუშეთიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, ვულკანური წარმოშობის
ბაზალეთის ტბას ნახავთ . დუშეთი ასევე ცნობილია თავისი გემრიელი სამზარეულოთი, მათ შორის
ფშავის ხინკლით , ყაურმათი და
დამბალხაჭოთი. ეს ტერიტორია, ასევე ცნობილია ფერადი ორნამენტებით, ხელით ნაქსოვი ხალიჩებითა და უნიკალური ტანსაცმლით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა ეს ნივთი და სუვენირად წაიღოთ.
იმ შემთხვევაში, თუ დუშეთში გადაწყვიტეთ ცხოვრება და არ გაქვთ აქ საკუთარი სახლი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქირაობის სერვისით და თქვენთვის სასურველი სახლი იქირაოთ რამდენიმე თვით ან წლით. ასევე, შესაძლებელია
ბინების თვიურად დაქირავებაც. დუშეთის სახლები წარმოდგენილია, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მის შემოგარენში ტყის პირას ან მდინარის ახლოს. უმეტეს კერძო სახლს აქვს თავისი გამწვანებული ეზო, აუზით და საპარკინგე სივრცით, ასევე ბაღით და ბუხრით. ეს კი იდეალურ სივრცეს ქმნის, როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე წლიურად საცხოვრებლად.
დუშეთს სუფთა ჰაერი, გარშემორტყმული მთები და გამწვანებული სივრცე კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. ზაფხულში დუშეთში ჰაერის ტემპერატურა ზომიერია, ზამთარში კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ თბილი, მყუდრო გარემოთი. თუ გსურთ მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე იპოვოთ თბილისთან ახლოს, დუშეთში სახლის ქირაობა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.