ბოლო ორი ათწლეულია რაც მთარგმნელის პროფესია კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა, ამ პერიოდის განმავლობაში მეტნაკლებად შეიცვალა მათი სამუშაო ,,იარაღი’’.
თუ ადრე მთარგმნელი მხოლოდ ლექსიკონით, საწერი კალამითა და ბლოკნოტით იყო აღჭურვილი, დღეისათვის ამ აუცილებელ ატრიბუტიკას დაემატა ციფრული გაჯეტები და სხვა, მრავალფეროვანი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები.
ამავდროულად, გაიზარდა მოთხოვნები მთარგმნელის პროფესიული კომპეტენციების მიმართ - აუცილებელი გახდა არა მხოლოდ ენების სრულყოფილი ცოდნა, არამედ კონკრეტული დარგობრივი სპეციალიზაცია.
21-ე საუკუნეში მთარგმნელი დგას როგორც გამოწვევების, ისე ახალი შესაძლებლობების წინაშე.
ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური თარგმანის განვითარება ქმნის გარკვეულ საფრთხეებს პროფესიისთვის, მეორე მხრივ კი, იხსნება ახალი პერსპექტივები.
თანამედროვე მთარგმნელისთვის აუცილებელი გახდა თარგმნის ავტომატიზებული სისტემების (
CAT Tools) გამოყენება, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მუშაობის პროცესს და ზრდის პროდუქტიულობას.
ეს ინსტრუმენტები მთარგმნელს საშუალებას აძლევს შექმნას და გამოიყენოს თარგმნის მეხსიერება (Translation Memory), რაც განსაკუთრებით ეფექტურია ტექნიკური და იურიდიული დოკუმენტების თარგმნისას, სადაც ხშირად მეორდება მსგავსი ფრაზები და ტერმინოლოგია.
ხელოვნური ინტელექტის და მანქანური თარგმანის განვითარებამ შექმნა ახალი რეალობა, ეს ტექნოლოგიები უნდა განვიხილოთ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტები, რომლებიც აუმჯობესებენ მუშაობის ეფექტურობას.
მათი დახმარებით ტექსტის თარგმნა ხდება უფრო ეფექტურად, მთარგმნელი კი ზოგავს მუშაობის დროს, რაც დადებითად აისახება ჩაბარების ვადებზე.
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეიცვალა მთარგმნელის სამუშაო გარემო და მეთოდები.
- ღრუბლოვანი (CLOUD) ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მთარგმნელების მუშაობის სტილი. ასეთი ტიპის კოლაბორაციული პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე მთარგმნელს, რომელთაც სინქრონულად შეუძლიათ ერთ პროექტზე მუშაობა, რეალურ დროში ერთმანეთისთვის რესურსებისა და ტერმინოლოგიური ბაზების გაზიარებაეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მოცულობის პროექტებზე მუშაობისას, სადაც აუცილებელია ტერმინოლოგიური თანმიმდევრულობის დაცვა.
თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესი არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მთარგმნელის პროფესიაზე.
მნიშვნელოვნად შეიცვალა თავად სათარგმნი მასალის ხასიათი და მოცულობა.
ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში გაჩნდა ახალი ტიპის კონტენტი - ვებ-გვერდები, სოციალური მედიის პოსტები, მობილური აპლიკაციების ინტერფეისები, ვიდეო თამაშები - რომელთა გადათარგმნაც კულტურულ ადაპტაციასაც გულისხმობს.
ეს ცვლილებები აისახა მთარგმნელის სამუშაო პროცესზეც.
თუ ადრე მთარგმნელი ძირითადად ტექსტის თარგმნაზე იყო ფოკუსირებული, დღეს მას ხშირად უწევს მულტიმედიურ კონტენტთან მუშაობა.
თანამედროვე მთარგმნელობით სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა სპეციალიზებული თარგმანის მზარდი მოთხოვნა.
სხვადასხვა დარგის სწრაფი განვითარება ქმნის მოთხოვნას ისეთ მთარგმნელებზე, რომლებიც არა მხოლოდ ენებს ფლობენ სრულყოფილად, არამედ კარგად ერკვევიან კონკრეტულ სფეროებში.
პირობითად, სამედიცინო თარგმანი მოითხოვს, როგორც სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნას, ისე სამედიცინო პროცედურების, ფარმაკოლოგიის და კლინიკური კვლევების საფუძვლიან გაგებას.
იურიდიული თარგმანის შემთხვევაში, მთარგმნელმა უნდა იცოდეს როგორც წყარო, ისე სამიზნე ქვეყნის სამართლებრივი სისტემების თავისებურებები და შეძლოს მათ შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით ზუსტი თარგმანის შესრულება.
ასეთი სამუშაოების შესრულებისას, მთარგმნელს ხშირად უწევს მუშაობა სენსიტიურ დოკუმენტებზე - პაციენტების სამედიცინო ისტორიებზე, კომპანიების ფინანსურ დოკუმენტაციასა თუ პირად იურიდიულ დოკუმენტებზე.
ამ დროს აუცილებელია ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა და დაცვა. მთარგმნელმა უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა, რაც ხშირ შემთხვევაში წერილობით დოკუმენტშიც აისახება და ეძლევა ხეშლეკრულების სახე.
ყველა სპეციალიზებული სფერო სწრაფად ვითარდება და მუდმივად ჩნდება ახალი ტერმინები და ცნებები.
მთარგმნელს მუდმივად უწევს:
- ახალი ტერმინების შესწავლა
- არსებული ტერმინოლოგიის განახლება
- დარგში მიმდინარე ცვლილებების თვალის მიდევნება
- თარგმანის სტანდარტების ცოდნის განახლება
ამ გამოწვევების დასაძლევად მთარგმნელები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს:
- ესწრებიან ტრენინგებს და სემინარებს
- გადიან ონლაინ კურსებს
- იღებენ პროფესიულ სერტიფიკატებს
- სწავლობენ ახალ პროგრამებს და ტექნოლოგიებს
- მონაწილეობენ პროფესიულ ფორუმებში და დისკუსიებში
- ცვლიან გამოცდილებას კოლეგებთან
- კითხულობენ დარგობრივ ლიტერატურას
- ადევნებენ თვალს სიახლეებს