განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

პოლონური ენის თარჯიმანი

  საქართველოში პოლონური ენის თარჯიმანი თუ დაგჭირდებათ, მათ მოძიებას ონლაინ, ჩვენი პლატფორმის გამოყენებითაც მარტივად შეძლებთ.
ვებგვერდზე წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი მთარგმნელ-თარჯიმნები, ასევე თარჯიმანთა ბიუროები, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს პოლონური ენის თარგმნის მომსახურებას.
პლატფორმის საძიებო სისტემაში უბრალოდ უნდა მიუთითოთ "პოლონური ენის თარჯიმანი" და სისტემა გაჩვენებთ ყველა აქტიურ განცხადებას ამ კატეგორიაში. 
თითოეული განცხადება მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სერვისის შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების რეალურ გამოცდილებას და შეფასებებს, რაც დაგეხმარებათ სანდო და კვალიფიციური სპეციალისტის შერჩევაში. 
შესაბამისი სპეციალისტის შერჩევის შემდეგ, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ მას განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და დააზუსტოთ ყველა დეტალი:
  • თარგმნის ფასი
  • შესრულების ვადები
  • მომსახურების სპეციფიკური პირობები
  • დამატებითი სერვისების საჭიროება

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

პრო

მთარგმნელობითი ბიურო ნოტარიული დამოწმებით

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე ნოტარიულად დაგიმოწმებთ. - შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე (Viber)" და ელფოსტით და WhatsApp-ზე გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით: ინგლისური, რუსული, სომხური, არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, შვედური, იაპონური, ჰოლანდიური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, პოლონური, ნორვეგიული, ფინური, დანიური,აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, ლატვიური, ესტონური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ჰოლანდიური, სლოვენური.

თარგმნა პოლონურად

 თარგმნა პოლონურად მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ენის სპეციფიკური მახასიათებლების გამო.
პოლონური, როგორც დასავლურ სლავური ენა, გამოირჩევა რთული გრამატიკული სტრუქტურით, რაც პირველ რიგში აისახება მის შვიდ-ბრუნვიან სისტემაში (სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, ბრალდებითი, მოქმედებითი, ადგილობითი და წოდებითი). 
თითოეულ ბრუნვას აქვს თავისი სპეციფიკური გამოყენება და წესები. ამასთან, პოლონურში არსებობს სამი გრამატიკული სქესი (მამრობითი, მდედრობითი და საშუალო), რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ არსებით სახელებზე, არამედ ზედსართავებზე, რიცხვით სახელებსა და ზმნებზეც კი.
ზმნური სისტემა გამოირჩევა ასპექტის (სრული და უსრული ფორმები) რთული სისტემით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული ენის სტრუქტურისგან. 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წინდებულების სწორ გამოყენებას, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია ბრუნვებთან და მათი არასწორი გამოყენება ცვლის წინადადების მნიშვნელობას. 
სწორი თარგმანისთვის მნიშვნელოვანია საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, ითანამშრომლოთ კერძო თარჯიმანთან, ან ისარგებლოთ იმ მომსახურებით რომელსაც თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: თეა

ძალიან კმაყოფილი ვარ ანას მომსახურებით , საოცრად კომუნიკაბელური პროფესიონალი გოგონა. მიხარია რომ ვიპოვე ❤️

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი ვარ, სანდო და საუკეთესო. ვფიქრობ რომ საქართველოში პირველია მისი მომსახურება, ყველას გირჩევთ❤️

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: ნოდარი

იდეალური მომსახურება, სწრაფი რაც მთავარია და ძალიან გამგები, ისეთ სიტუაციაში გადამარჩინა რო კარგის მეტი არ მეთქმის

​თარგმნა პოლონურიდან ქართულად - რა უნდა ვიცოდეთ?

პოლონური ენა, რომელიც დასავლურ სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენაა და ,მსოფლიოს მასშტაბით მასზე 45 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
ქართული ენა კი, კავკასიური ენების ქართველურ ჯგუფში შემავალი უნიკალური ენაა, რომელსაც საკუთარი დამწერლობა და მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები გააჩნია.
პოლონური ენის ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით X საუკუნიდან, როდესაც პოლონეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. 
პირველი წერილობითი ძეგლები XIV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა ენის განვითარების კვალი უფრო ადრეულ პერიოდშიც შეინიშნება. 
XVI საუკუნე ითვლება პოლონური ენის "ოქროს ხანად", როდესაც შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოებები და ჩამოყალიბდა ლიტერატურული ენის ნორმები. პოლონური ენა გამოირჩევა:
  • რთული ფონეტიკური სისტემით
  • მდიდარი მორფოლოგიით
  • სამი გრამატიკული სქესით
  • შვიდი ბრუნვით
  • რთული ზმნური სისტემით
ქართული ენა მსოფლიოს უძველეს ენათა შორისაა. მისი პირველი წერილობითი ძეგლები V საუკუნიდან გვხვდება, თუმცა ენის ისტორია გაცილებით უფრო შორეულ წარსულში იწყება. ქართული ენის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა:
  • უნიკალური ანბანი, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი
  • მდიდარი მორფოლოგიური სისტემა
  • დიალექტების მრავალფეროვნება
თარგმნა პოლონურიდან ქართულად საკმაოდ კომპლექსური პროცესია და აუცილებლად სჭირდება პროფეისიონალი თარჯიმნის ან მთარგმნელის ჩართულობა.
გასაკვირი არცაა, რომ ამ ორ ენას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, რაც განპირობებულია როგორც მათი სხვადასხვა ენობრივ ოჯახისადმი კუთვნილებით, ასევე განსხვავებული ისტორიული და კულტურული განვითარების გზით.
პოლონური ენა გამოირჩევა მდიდარი ბგერითი სისტემით, რომელიც მოიცავს 8 ხმოვანსა და 35 თანხმოვან ბგერას. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხვირისმიერი ხმოვნების (ą, ę) არსებობა, რაც უნიკალურ ჟღერადობას ანიჭებს ენას. პოლონურისთვის დამახასიათებელია რბილი და მაგარი თანხმოვნების არსებობაც.
მორფოლოგიური სტრუქტურის მხრივ, ორივე ენა რთული სისტემით ხასიათდება, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებით.
პოლონური ენის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სამი გრამატიკული სქესის (მამრობითი, მდედრობითი და საშუალო) არსებობა, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ არსებით სახელებზე, არამედ ზედსართავებზე, რიცხვით სახელებსა და ნაცვალსახელებზე. ენაში გვხვდება შვიდი ბრუნვა, თითოეული გამორჩეულია თავისი უნიკალური ფუნქციითა და გამოყენების წესებით.
ქართულ ენაში არ გვხვდება გრამატიკული სქესის კატეგორია, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას პოლონურისგან.
ეს ლინგვისტური განსხვავებები ქმნის გარკვეულ გამოწვევებს თარგმანის პროცესში. 
მთარგმნელს უწევს არა მხოლოდ ლექსიკური შესატყვისების მოძიება, არამედ განსხვავებული გრამატიკული სტრუქტურების ადეკვატური გადმოტანა, კულტურული კონტექსტის გათვალისწინება და  სტილისტური თავისებურებების შენარჩუნება. 
პოლონურიდან ქართულად თარგმნის პროცესში მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ასპექტის გათვალისწინება:
  • კვალიფიციური მთარგმნელი ორივე ენის ფლობასთან ღრმად უნდა იცნობდეს ორივე ქვეყნის კულტურულ კონტექსტს. 
  • პროფესიონალი თარჯიმანი უნდა  ფლობდეს იმ სფეროსთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას, როემლშიც მუშაობს. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა მნიშვნელობა აქვს სპეციალიზაციას თარგმანის სფეროში?

სპეციალიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა სფერო (სამედიცინო, იურიდიული, ტექნიკური) მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას და ტერმინოლოგიის ფლობას.
სპეციალიზებული მთარგმნელი ან თარჯიმანი უკეთ ერკვევა კონკრეტული სფეროს ნიუანსებში და უზრუნველყოფს ხარისხიან თარგმანს.

რატომ არის ინგლისური ენის თარჯიმნებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა?

 თანამედროვე მსოფლიოში ინგლისური ენის თარჯიმნებზე მაღალი მოთხოვნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით აიხსნება. უპირველესად, ინგლისური წარმოადგენს გლობალური ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების უნივერსალურ ენას.
საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები და სამეცნიერო წრეები უპირატესად ინგლისურ ენას იყენებენ კომუნიკაციისთვის.
 აკადემიური პუბლიკაციების, კვლევითი ნაშრომებისა და სამეცნიერო ჟურნალების უმრავლესობაც ინგლისურ ენაზე ქვეყნდება.