საკმაოდ მაღალი და კარგი მომსახურება აქვთ,ფასებიც ადეკვატური.მადლობა
მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...
საუკეთესო მომსახურება, ხარისხი და ყველაფერი დროულად მომაწოდეს და კომპეტენტურობა ასევე მაღალ დონეზე. დიდი მადლობა
მადლობა ხარისხიანი მომსახურებისთვის, ყურადღებისთვის და კარგი გარემოსთვის.
პროფესიონალთა გუნდი მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურებით, მადლობა
საკმაოდ მაღალ ხარისხზე თარგმნა და ძალიან სწრაფად ! მადლობა თქვენ რომ გაქვთ ეგეთი კარგი მომსახურება 🙏🏻
საბავშვო ლიტერატურის გადათარგმნა გულისხმობს მარტივი, გასაგები ენის გამოყენებას, კულტურულ ადაპტაციასა და ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებას.
ხშირად საჭიროა სამიზნე აუდიტორიისთვის შინაარსის გამარტივება ან ადაპტირება.
კარგი თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს მთავარ კრიტერიუმებს: სიზუსტესა და ადეკვატურობას, სამიზნე ენის ნორმების დაცვას, კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას, ავტორის სტილის შენარჩუნებასა და ტერმინოლოგიურ სიზუსტეს.
ქართულად თარგმნა საპასუხისმგებლო საქმეა მთარგმნელისთვის, პროცესში ის აწყდება გარკვეულ გამოწვევას, რაც უკავშირდება ქართული ენის უნიკალურ სტრუქტურას.
განსაკუთრებით ზმნის სისტემას, რომელიც შესაძლოა ერთ სიტყვაში აერთიანებდეს სუბიექტის, ობიექტის, დროისა და სხვა კატეგორიების მაჩვენებლებს.
მაგალითად, ერთი ქართული ზმნა "დავუხატე" სხვა ენებზე თარგმნისას შეიძლება მოითხოვდეს მთელი წინადადების აგებას.
ასევე გამოწვევაა სიტყვათა თავისუფალი წყობა, რომელიც ქართულში სტილისტურ ფუნქციას ატარებს, მაშინ როცა სხვა ენებში სიტყვათა წყობა მკაცრად არის განსაზღვრული.
კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი პროფესიული და ეთიკური სტანდარტია, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას და დოკუმენტაციის უსაფრთხოებას.