საკმაოდ მაღალი და კარგი მომსახურება აქვთ,ფასებიც ადეკვატური.მადლობა
მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...
საუკეთესო მომსახურება, ხარისხი და ყველაფერი დროულად მომაწოდეს და კომპეტენტურობა ასევე მაღალ დონეზე. დიდი მადლობა
მადლობა ხარისხიანი მომსახურებისთვის, ყურადღებისთვის და კარგი გარემოსთვის.
პროფესიონალთა გუნდი მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურებით, მადლობა
საკმაოდ მაღალ ხარისხზე თარგმნა და ძალიან სწრაფად ! მადლობა თქვენ რომ გაქვთ ეგეთი კარგი მომსახურება 🙏🏻
მთარგმნელი მუშაობს წერილობით ტექსტებზე, ხოლო თარჯიმანი ახორციელებს ზეპირ თარგმანს.
მთარგმნელს აქვს დრო დააზუსტოს ტერმინები, გადაამოწმოს ინფორმაცია და გააკეთოს რედაქტირება, მაშინ როცა თარჯიმანი მუშაობს რეალურ დროში და მოეთხოვება მყისიერი რეაგირება.
თარჯიმანი უნდა გაეცნოს კონფერენციის თემატიკას, მოიძიოს და შეისწავლოს შესაბამისი ტერმინოლოგია, გაეცნოს მომხსენებლების პრეზენტაციებს (თუ ხელმისაწვდომია), მოამზადოს ტერმინოლოგიური ბაზა და წინასწარ დატესტოს ტექნიკური აღჭურვილობის ფუნქციონალები.
თანამედროვე მთარგმნელებს უწევთ ფეხი აუწყონ ტექნოლოგიურ პროგრესს, დაეუფლონ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, გაუმკლავდნენ მანქანური თარგმანის კონკურენციას და მუდმივად განაახლონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში.
ასევე გამოწვევაა მზარდი მოთხოვნა სწრაფ და ხარისხიან თარგმანზე.
იმისთვის, რომ მთარგმნელი დარჩეს ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მნიშვნელოვანია ტექნიკური-უნარჩვევებისა და ზოგადი, ცოდნის გაღრმავება.