განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

იტალიური ენის თარჯიმანი

იტალიური ენის თარჯიმანი  გარდა იმისა, რომ სრულყოფილად უნდა ფლობდეს ენას, ასევე  კარგად უნდა იცნობდეს იტალიურ კულტურას, ტრადიციებს და თანამედროვე რეალობას.
გადათარგმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურულ კონტექსტს. 
იტალიური ენა მდიდარია იდიომებით, ანდაზებით და კულტურული რეფერენსებით, რომელთა სწორად გადმოტანა მოითხოვს არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ღრმა ცოდნას. 
კვალიფიციური თარჯიმანი უნდა ახერხებდეს ამ ნიუანსების ზუსტად გადმოცემას თარგმნის პროცესში.
ხარისხიანი თარგმანის მისაღებად მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თარჯიმანი ან თარჯიმანთა ბიურო. 
ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:
  • თარჯიმნის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას
სპეციალიზაციას კონკრეტულ სფეროში თარგმნა იტალიურად
ტექსტის თარგმნა იტალიურად მოიცავს ტექსტის სტილის, ჟანრისა და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრას. 
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ იტალიურ ენაში განსხვავებულია ოფიციალური და არაოფიციალური მიმართვის ფორმები, ასევე განსხვავდება ბიზნეს, სამეცნიერო და ყოველდღიური კომუნიკაციის სტილი.
იტალიურ ენაზე თარგმნისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ენის თავისებურებები:
  • რთული დროითი სისტემა
  • სქესისა და რიცხვის შეთანხმება
  • არტიკლების სწორი გამოყენება
  • წინდებულების ზუსტი შერჩევა
თარგმნის პროცესში გასათვალისწინებელია იტალიური ენის რეგიონული თავისებურებებიც. 
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სტანდარტული იტალიური (italiano standard), სხვადასხვა რეგიონში შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებული დიალექტის ფორმები.
თუ გჭირდებათ იტალიურად თარგმნა ან იტალიური ენის თარჯიმანი მათ პოვნას ჩვენი პლატფორმის საშუალებით მარტივად შეძლებთ.
  • რეკომენდაციებსა და შეფასებებს
  • მომსახურების ვადებსა და ფასებს.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

ვექ თრანსლეიშენს
სერვის + შეფასება 5.0 , 35 შეფასება
1 სერტიფიკატი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

ნანა
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე. ნოტარიულად დაგიმოწმებთ ნებისმიერი თემატიკისა და სირთულის ტექსტს/საბუთს - ევროპული და აღმოსავლური ენებიდან ქართულად და პირიქით. შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე" და ელფოსტით. ერთი გვერდის ღირებულება დაანგარიშდება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით : არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, იაპონური, ჰოლანდიური, პოლონური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, შვედური, ნორვეგიული, ფინური, დანიური, უნგრული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, იუგოსლავური, ლატვიური, ინგლისური, რუსული, ესტონური, ოსური, აფხაზური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ტაჯიკური, ბელორუსული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ბელგიური (ჰოლანდიური), სლოვენური.

თარგმნის სააგენტო
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

პროფესიონალური თარგმანი ნოტარიული დამოწმებით! ​გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის სწრაფ და ზუსტ თარგმნას მსოფლიოს ყველა ენაზე: - ​პირადი და იურიდიული საბუთები (პასპორტი, დიპლომი, მოწმობები, ხელშეკრულებები). - ​სამედიცინო, ტექნიკური და საფინანსო ტექსტები. - ​ნოტარიული დამოწმება და იურიდიული ძალის უზრუნველყოფა. - ​სწრაფი/სასწრაფო მომსახურება და დისტანციურად მიღების შესაძლებლობა. ​გარანტირებულია მაღალი ხარისხი, სრული კონფიდენციალურობა და მისაღები ფასები!

​ თარგმნა იტალიურად

ტექსტის თარგმნა იტალიურად მოიცავს ტექსტის სტილის, ჟანრისა და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრას. 
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ იტალიურ ენაში განსხვავებულია ოფიციალური და არაოფიციალური მიმართვის ფორმები, ასევე განსხვავდება ბიზნეს, სამეცნიერო და ყოველდღიური კომუნიკაციის სტილი.
იტალიურ ენაზე თარგმნისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ენის თავისებურებები:
  • რთული დროითი სისტემა
  • სქესისა და რიცხვის შეთანხმება
  • არტიკლების სწორი გამოყენება
  • წინდებულების ზუსტი შერჩევა
თარგმნის პროცესში გასათვალისწინებელია იტალიური ენის რეგიონული თავისებურებებიც. 
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სტანდარტული იტალიური (italiano standard), სხვადასხვა რეგიონში შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებული დიალექტის ფორმები.
თუ გჭირდებათ იტალიურად თარგმნა ან იტალიური ენის თარჯიმანი მათ პოვნას ჩვენი პლატფორმის საშუალებით მარტივად შეძლებთ.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: თეა

ძალიან კმაყოფილი ვარ ანას მომსახურებით , საოცრად კომუნიკაბელური პროფესიონალი გოგონა. მიხარია რომ ვიპოვე ❤️

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი ვარ, სანდო და საუკეთესო. ვფიქრობ რომ საქართველოში პირველია მისი მომსახურება, ყველას გირჩევთ❤️

​La Dolce Lingua - ანუ იტალიური ენის ჯადოსნური სამყარო

  იტალიური ერთ-ერთი ყველაზე ჟღერადი და მელოდიური ენაა, მიეკუთვნება რომანულ ენათა ოჯახს და მასზე მსოფლიოში 65 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
ოფიციალური ენაა იტალიაში, სან-მარინოსა და ვატიკანში.
გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიით.
ეს გახლავთ დანტეს, პეტრარკასა და ბოკაჩოს ენა, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში უდიდესი გავლენა მოახდინეს ევროპულ კულტურაზე. 
იტალიური ენა დღემდე არ კარგავს აქტუალობას და განსაკუთრებით პოპულარულია ხელოვნების, მოდის, კულინარიისა და მუსიკის სფეროებში.
ენამ განვითარების რამდენიმე ეტაპიანი პერიოდი განვლო.
დაახლოებით X საუკუნიდან იწყება ადრეული იტალიური პერიოდი, ამ პერიოდში ჩნდება პირველი წერილობითი ძეგლები იტალიურ ენაზე.
იტალიური ენის ისტორიაში გარდამტეხი იყო მეთოთხმეტე საუკუნე, რომელსაც დანტეს პერიოდს უწოდებენ.
დანტე ალიგიერის "ღვთაებრივმა კომედიამ", რომელიც ტოსკანურ დიალექტზე დაიწერა, ფაქტობრივად განსაზღვრა ლიტერატურული იტალიურის სტანდარტი. 
ტოსკანური დიალექტი, რომელიც ფლორენციაში იყო გავრცელებული, თანდათანობით იქცა იტალიური სალიტერატურო ენის საფუძვლად.
რენესანსის პერიოდში, მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში, ჰუმანისტების მოღვაწეობამ კიდევ უფრო გააძლიერა იტალიური ენის პოზიციები.
რაც შეეხება იტალიურის გრამატიკულ სისტემას ენა გამორჩეულია მელოდიურობით, რასაც ორმაგი თანხმოვნების სისტემა განაპირობებს.
საგულისხმოა რამდენიმე, უნიკალური გრამატიკული თავისებურება, რომელიც თარგმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს:
  • სქესისა და რიცხვის შეთანხმება: იტალიურში ყველა არსებით სახელს აქვს გრამატიკული სქესი (მამრობითი ან მდედრობითი) და ამის მიხედვით იცვლება ზედსართავები და არტიკლები
  • დროების სისტემა: იტალიურ ენაში არის დროის გამოხატვის რთული სისტემა, განსაკუთრებით კონიუნქტივის (Congiuntivo) გამოყენებისას
  • წინადადების წყობა: მიუხედავად იმისა, რომ იტალიური წინადადების წყობა შედარებით მოქნილია, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია
გრამატიკული წესების გათვალისწინების გარდა, თარგმნა იტალიურიდან გულისხმობს კულტურული ნიუანსებისთვის ყურადღების დათმობას.
იტალიური ენა მდიდარია იდიომებითა და ხატოვანი გამოთქმებით. მსგავსი ტექსტების თარგმნისას მნიშვნელოვანია კულტურული კონტექსტის გათვალისწინება:
  • იტალიური ტრადიციებისა და ჩვევების ცოდნა
  • რეგიონული თავისებურებების გააზრება
  • სოციალური ურთიერთობების სპეციფიკის გათვალისწინება
დღევანდელ სამყაროში იტალიური ენის თარჯიმანი აწყდება ახალ გამოწვევებსაც, რაც უკავშირდება :
  • ტექნიკური ტერმინოლოგიის სწრაფ განვითარებას
  • ბიზნეს ენის თავისებურებებს
  • სოციალური მედიის ლექსიკას
  • ახალგაზრდულ ე.წ GEN Z სლენგებს
კარგი იტალიური ენის თარჯიმანი უნდა:
  • ფლობდეს ენას მაღალ დონეზე
  • იცნობდეს იტალიურ კულტურას
  • ჰქონდეს მდიდარი ლექსიკური მარაგი
  • შეეძლოს სხვადასხვა სტილის ტექსტებზე მუშაობა
  • მუდმივად ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს
არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს წერილობითი თუ  ზეპირსიტყვიერი თარგმნა, გადათარგმნა ორივე შემთხვევაში დამოკიდებულია როგორც ენის ცოდნაზე, აგრეთვე თარჯიმნის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე. 
კარგი თარჯიმანი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტექსტის ზუსტ თარგმანს, არამედ მის კულტურულ ადაპტაციასაც.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა სპეციფიკა აქვს იტალიურიდან ქართულად თარგმნას?

ორივე შემთხვევაში იქნება ეს თარგმნა იტალიურად თუ იტალიურიდან ქართულად თარგმნა გულისხმობს:
  • ემოციური ექსპრესიის ადეკვატურ გადმოტანას
  • ფრაზეოლოგიური გამოთქმების სწორ ინტერპრეტაციას
  • კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას
  • სტილისტური თავისებურებების შენარჩუნებას

​რა განსხვავებაა ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის თარგმნაში?

ბრიტანული და ამერიკული ინგლისური, მიუხედავად საერთო ფესვებისა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყოველდღიურ სიტყვებშიც კი ხშირია სხვაობები, ბრიტანული სტილი უფრო ფორმალური და თავშეკავებულია, ამერიკული კი - მეტად პირდაპირი. 
განსხვავებულია ასევე ხალხური გამოთქმები და სლენგი.
ორივე ტიპის თარგმანისას, იქნება ეს ტექსტის თარგმნა თუ ზეპირი, მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს, საქმიანი კომუნიკაციის სტილი, ლექსიკური განსხვავებები, კულტურული რეფერენსები და 
ჟარგონისა და სლენგის თავისებურებები.