განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა

 ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა ან პირიქით, თარგმნა ინგლისურიდან ქართულად, მოითხოვს სხვადასხვა უნარებისა და სტრატეგიების გამოყენებას, რადგან ეს ორი ენა მიეკუთვნება სრულიად განსხვავებულ ენობრივ ოჯახებს, რაც დამატებით  გამოწვევებს ქმნის თარგმნის პროცესში.
  • ქართული და ინგლისური ენები მნიშვნელოვნად განსხვავდება გრამატიკული სტრუქტურით
  • ორივე ენა მდიდარია იდიომებით, რომელთა პირდაპირი თარგმნა ხშირად შეუძლებელია.  მთარგმნელმა უნდა მოძებნოს ეკვივალენტური გამოთქმა სამიზნე ენაში ან გადმოსცეს აზრი სხვა საშუალებებით.
  • ხშირად, ერთი და იგივე სიტყვა ან ფრაზა შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვაგვარად ითარგმნოს. მაგალითად, ინგლისური სიტყვა "run" შეიძლება ითარგმნოს როგორც "სირბილი", "მართვა" (ბიზნესის შემთხვევაში), ან "ჩატარება’’
  • ქართული ენისთვის დამახასიათებელია თავისუფალი სიტყვათა წყობა, მაშინ როცა ინგლისური ენა უფრო მკაცრ სინტაქსურ წესებს მისდევს. თარგმნისას ეს განსხვავებაც გასათვალისწინებელია.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

ნანა
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება
პრო

თარგმნა სწრაფად და ხარიასხიანად

გჭირდებათ დოკუმენტების თარგმნა? ✅ ინგლისური, რუსული და სხვა ენებიდან/ენებზე თარგმნა / ნოტარიუსის დამოწმებით. ✅ დაბადების, ქორწინების, იურიდიული, ტექნიკური და სხვა დოკუმენტების თარგმნა ✅ ზუსტი თარგმანი და სწრაფი შესრულება ✅ თქვენი თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, გთავაზობთ "ონლაინ" მომსახურებას. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ონლაინ და მიიღეთ მზა თარგმანი უმოკლეს დროში.

სერვის + შეფასება 5.0 , 5 შეფასება

თარგმნა + ნოტარიულად დამოწმება

მოგესალმებით, ვარ თარჯიმანი 15 წლიანი გამოცდილებით. ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში, თუმცა ამჟამად ვმუშაობ სახლიდან. უმოკლეს ვადაში ვთარგმნი ნებისმიერ საბუთს და ვამოწმებ ნოტარიულად. თარგმნა ნებისმიერ ენაზე.

შეფასება 5.0 , 6 შეფასება

ინგლისური ტექსტების თარგმანი

პროფესიონალური თარგმანი | ინგლისური ↔ ქართული გამარჯობა! მე ვარ თამარ ბარბაქაძე - ფილოსოფოსი და ფილოლოგი. გთავაზობთ ინგლისური ტექსტების ქართულად თარგმანს. რატომ უნდა ამირჩიოთ: წითელი დიპლომი — ფილოსოფიის ბაკალავრი, GPA 4.00 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წითელი დიპლომი — ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი, GPA 4.00 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 100%-იანი სახელმწიფო გრანტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მანძილზე, სახელმწიფო სტიპენდიანტი 2021 წლიდან დღემდე; საერთაშორისო გამოცდილება — ვენის უნივერსიტეტი, ბიზანტიური ბერძნულის კურსი; გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები — ჟურნალ „მნემოსინეში", ფილოსოფიისა და ფილოლოგიის სფეროებში; სერვისები: ინგლისური → ქართული თარგმანი: აკადემიური, სამეცნიერო ტექსტები, CV, პრეზენტაციები, პირადი წერილები, ვებგვერდის კონტენტი; ხარისხი, სიზუსტე, ვადების დაცვა — გარანტირებული.

თარგმნა ქართულიდან ინგლისურად

თუ გჭირდება თარგმნა ქართულიდან ინგლისურად 
ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ვარიანტია თარჯიმანთა ბიუროს მომსახურების გამოყენება. 
თარჯიმანთა ბიურო არის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თარგმანის მომსახურებას სხვადასხვა ენებზე, მათ შორის შესაძლებელია inglisuridan qartulad targmna, inglisuris targmna qartulad, თარგმნა იტალიურად და სხვ.
თარჯიმანთა ბიუროები, როგორც წესი, გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს.
  • წერილობითი თარგმანი: დოკუმენტების, წიგნების, ვებსაიტებისა და სხვა ტექსტების გათარგმნა.
  • ზეპირი თარგმანი: თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანი შეხვედრებზე, კონფერენციებზე და სხვა ღონისძიებებზე.
  • პროდუქტების ან მომსახურების ადაპტირება კონკრეტული ბაზრისთვის.
  •  უკვე ნათარგმნი ტექსტების გადამოწმება, რედაქტირება და დახვეწა.
ბიუროები თანამშრომლობენ გამოცდილ, კვალიფიციურ მთარგმნელებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მათ მოძიებასა ჩვენი პლატფორმიდან მარტივად შეძლებ.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა + ნოტარიულად დამოწმება

შეფასების ავტორი: გოგა

დიდ რეკომენდაციას ვუწევ ნინოს , სასწრაფოდ მჭირდებოდა სამედიცინო დოკუმენტი და მან ეს ერთ დღეში მითარგმნა და დამიმოწმა , დ...

​სამედიცინო, იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნის თავისებურებები

 მთარგმნელის პროფესია დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება, განსაკუთრებით კი სპეციალიზებულ სფეროებში.
დღეს მთარგმნელი არ არის მხოლოდ ენის სპეციალისტი, ის ითავსებს კონკრეტული დარგის ექსპერტის ფუნქციასაც.
გადათარგმნა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს - ერთი შეცდომა სამედიცინო ინსტრუქციაში, იურიდიულ დოკუმენტსა ან ტექნიკურ სპეციფიკაციაში შეიძლება სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
ამიტომ, პროფესიონალი მთარგმნელები მუდმივად იღრმავებენ ცოდნას, სწავლობენ ახალ ტერმინოლოგიას და თარგმანის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ხარისხიანი თარგმანი არის არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა.
ყველა სფეროს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები და გამოწვევები. 
მაგალითად, სამედიცინო თარგმანი განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
  • სამედიცინო ტექსტების თარგმნისას მთარგმნელი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ ტერმინოლოგიას - დაწყებული ანატომიური სტრუქტურების სახელწოდებებით, დამთავრებული დაავადებათა კლასიფიკაციითა და მკურნალობის მეთოდების აღწერით.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლათინური სამედიცინო ტერმინების ცოდნა და მათი სწორი გამოყენება თარგმანში. მნიშვნელოვანია კონტექსტის გაგებაც.
  • კიდევ ერთ, რთულ სფეროს იურიდიული თარგმანი წარმოადგენს,  სადაც მთარგმნელს უწევს არა მხოლოდ ენობრივ, არამედ სისტემურ განსხვავებებთან გამკლავებაც. იურიდიული თარგმანი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სფეროა.  ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული სამართლებრივი სისტემა, ტრადიციები და პრაქტიკა. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ქართული კომპანია აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას ბრიტანელ პარტნიორთან.  ამ დროს მთარგმნელი აწყდება არა მხოლოდ ორი ენის, არამედ ორი სრულიად განსხვავებული სამართლებრივი სისტემის თავისებურებებს.  იურიდიული დოკუმენტების თარგმნისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფორმულირებების სიზუსტეს.  სხვადასხვა ტიპის იურიდიულ დოკუმენტებს აქვთ თავიანთი სპეციფიკური სტრუქტურა. მთარგმნელმა უნდა შეძლოს ამ განსხვავებული სტილების ადეკვატური გადმოტანა მეორე ენაზე.კიდევ ერთი რთული ამოცანაა საკანონმდებლო აქტების თარგმანი.
    • საგულისხმოა ტექნიკური თარგმანიც, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური ცოდნა და ვიზუალური ელემენტების გაგება. ტექნიკური თარგმანის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტანდარტიზაცია. მრავალი ტექნიკური ტერმინი და პროცედურა რეგულირდება საერთაშორისო სტანდარტებით.  მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს სტანდარტები და გამოიყენოს მათ შესაბამისი ტერმინოლოგია.  მაგალითად, მანქანა-დანადგარების უსაფრთხოების ინსტრუქციების თარგმნისას აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებში გამოყენებული ტერმინოლოგიის ცოდნა.
სპეციფიკიდან გამომდინარე მთარგმნელებს ხშირად უწევთ მუშაობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
მაგალითად, რთული სამედიცინო ტექსტის თარგმნისას, მთარგმნელმა შეიძლება კონსულტაცია გაიაროს ექიმთან, რათა დარწმუნდეს ტერმინების სწორ გამოყენებაში. 
ასევე, იურიდიული დოკუმენტების თარგმნისას, ხშირად საჭიროა იურისტების ჩართულობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება რთულ სამართლებრივ კონცეფციებს.
სპეციალიზებული თარგმანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კულტურული ადაპტაცია.
მაგალითად, სამედიცინო ტექსტების თარგმნისას მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკის თავისებურებები. 
ზოგიერთი დაავადების სახელწოდება ან მკურნალობის მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.
პროფესიონალი მთარგმნელისთვის მნიშვნელოვანია ასევე სპეციალიზებული ლექსიკონებისა და საცნობარო მასალების გამოყენება.
თანამედროვე ელექტრონული რესურსები საშუალებას აძლევს მთარგმნელს, სწრაფად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და გადაამოწმოს ტერმინების სისწორე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა სირთულეებს აწყდება მთარგმნელი რუსულ-ქართული ტექსტების თარგმნისას?

ქართულ-რუსული ტექსტის თარგმნა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ენები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
რუსულიდან ქართულად თარგმნისას მთავარი გამოწვევებია რუსული ენის რთული გრამატიკული სისტემის (სამი სქესი, ექვსი ბრუნვა) ქართული ენის სტრუქტურაში გადმოტანა, იდიომური გამოთქმებისა და ფრაზეოლოგიზმების ადეკვატური თარგმნა, ასევე საბჭოთა პერიოდის გავლენით დამკვიდრებული ტერმინების თანამედროვე შესატყვისებით ჩანაცვლება.

რას მოიცავს რედაქტირების პროცესი პროფესიულ თარგმანში?

თარგმანის საბოლოო ხარისხს განსაზღვრავს სწორად რედაქტირება. ამ ეტაპზე მოწმდება ტექსტის თარგმანი, მოიცავს ტექსტის გრამატიკულ, სტილისტურ და შინაარსობრივ გამართვას, რაც საშუალებას გვაძლევს გასწორდეს შესაძლო უზუსტობები, შეუსაბამობები და ტერმინოლოგიური ხარვეზები.

​როგორ უნდა დავიცვათ ეთიკური ნორმები თარგმანის პროცესში?

თარგმნის პროცესში ეთიკური ნორმების დაცვა გულისხმობს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, საავტორო უფლებების პატივისცემას, ინფორმაციის სიზუსტის დაცვასა და პროფესიულ პასუხისმგებლობას საკუთარ ნამუშევარზე.

​რას მოიცავს თარჯიმანთა ბიუროს მომსახურება?

თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ დოკუმენტების, ტექსტების, წიგნების და სხვა მასალების პროფესიონალურ თარგმანს სხვადასხვა ენებზე, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ თარგმანს.