იდეალური მომსახურება, სწრაფი რაც მთავარია და ძალიან გამგები, ისეთ სიტუაციაში გადამარჩინა რო კარგის მეტი არ მეთქმის
მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...
ძალიან სწრაფი და ხარისხიანი სერვისი მიუხედავად იმისა რომ არასამუშაო საათებში ვითხოვეთ დახმარება
დიდი ოდენობის და საკმაოდ სპეციფიური დოკუმენტაცის თარგმნა-დამოწმება მჭირდებოდა ძალიან მცირე დროში, ვექ თრანსლეიშენის გუნდ...
მივიღე საკმაოდ თავაზიანი და სწრაფი მომსახურება მისაღებ ფასში.დიდი მადლობა, ვუწევ რეკომენდაციას ❤️
დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის. ნინომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად შეასრულა თარგმნა. რეკომენდაციას ვუწევ ❤️
ISO სერტიფიცირება (მაგალითად, ISO 17100) არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ადასტურებს თარჯიმანთა ბიუროს მომსახურების ხარისხს.
მოიცავს მოთხოვნებს თარჯიმნების კვალიფიკაციის, პროცესების მართვისა და ხარისხის კონტროლის მიმართ.
თარგმანი არის კომპლექსური პროცესი, რომლის დროსაც ხდება ერთ ენაზე გამოხატული აზრების, იდეების, ემოციებისა და კულტურული ელემენტების გადატანა მეორე ენაზე.
ეს არ არის მხოლოდ სიტყვების მექანიკური ჩანაცვლება, მოითხოვს ღრმა გააზრებას, კულტურულ ცოდნასა და ენობრივ ოსტატობას.
ტექსტის თარგმნა გულისხმობს არა მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის ფლობას, არამედ იდიომების, კულტურული ნიუანსებისა და სტილისტური თავისებურებების გაგებას.
მთარგმნელს ენების ცოდნასთან ერთად სჭირდება ანალიტიკური აზროვნება, რათა სწორად გააანალიზონ ტექსტის სტრუქტურა და ლოგიკა.
რადგან მთარგმნელს უწევს სხვადასხვა თემატიკის ტექსტებზე მუშაობა მნიშვნელოვანია ფართო ერუდიცია და მუდმივი თვითგანვითარების სურვილი.
თავისუფალი თარგმანი არის მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ტექსტის აზრის და ემოციური შინაარსის გადმოცემაზე, სამიზნე ენისთვის ბუნებრივი ფორმით.
ამ დროს შესაძლებელია წინადადებების გადაადგილება, გაერთიანება ან დაყოფა, იდიომების შეცვლა ეკვივალენტური გამოთქმებით, კულტურული ადაპტაცია და სხვა ცვლილებები, რაც საჭიროა ტექსტის ბუნებრივი ჟღერადობისთვის.
თავისუფალი თარგმანი არ ნიშნავს თვითნებობას - მთარგმნელი ინარჩუნებს ორიგინალის ძირითად აზრს, ტონალობას და სტილისტურ მახასიათებლებს.