განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

​თარჯიმანი ონლაინ

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ თარჯიმანი ონლაინ.
პლატფორმა servisebi.ge გთავაზობთ მარტივ და მოსახერხებელ საშუალებას პროფესიონალი თარჯიმნის მოსაძიებლად.
ვებგვერდის საძიებო ველში ჩაწერეთ კონკრეტულად რომელი ენისთვის გჭირდებათ თარჯიმანი, მაგალითად: იტალიური ენის თარჯიმანი, სისტემა გაგიფილტრავთ განცხადებებს, განცხადებები მოიცავს როგორც თარჯიმანთა ბიუროების, ასევე დამოუკიდებელი მთარგმნელ-თარჯიმნების შეთავაზებებს. 
როგორც წესი, თითოეულ განცხადებაში აღწერილია თუ რას მოიცავს შემოთავაზებული მომსახურება და მითითებულია:
  • თარჯიმნის კვალიფიკაცია, გამოცდილება
  • სამუშაო ენების ჩამონათვალი
  • სპეციალიზაციის სფეროები (იურიდიული, ტექნიკური, სამედიცინო და სხვა)
  • მომსახურების სახეობები (წერილობითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი)
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მომსახურების სავარაუდო ფასები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმაზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ რეალურ შეფასებებს.  მომხმარებლები აფასებენ მომსახურების ხარისხს, პუნქტუალობას, პროფესიონალიზმს და კომუნიკაციის უნარებს.
ეს შეფასებები დაგეხმარებათ სანდო და კვალიფიციური სპეციალისტის შერჩევაში.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

ვექ თრანსლეიშენს
სერვის + შეფასება 5.0 , 35 შეფასება
1 სერტიფიკატი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე. ნოტარიულად დაგიმოწმებთ ნებისმიერი თემატიკისა და სირთულის ტექსტს/საბუთს - ევროპული და აღმოსავლური ენებიდან ქართულად და პირიქით. შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე" და ელფოსტით. ერთი გვერდის ღირებულება დაანგარიშდება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით : არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, იაპონური, ჰოლანდიური, პოლონური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, შვედური, ნორვეგიული, ფინური, დანიური, უნგრული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, იუგოსლავური, ლატვიური, ინგლისური, რუსული, ესტონური, ოსური, აფხაზური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ტაჯიკური, ბელორუსული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ბელგიური (ჰოლანდიური), სლოვენური.

თარგმნის სააგენტო
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება

​ონლაინ თარგმნა

ტექსტების ონლაინ თარგმნა ინტერნეტ სივრცეში არსებული მრავალი პლატფორმით არის შესაძლებელი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომატური თარგმნის სისტემები ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალ მთარგმნელს, განსაკუთრებით თუ გვჭირდება რთული ტექნიკური ან იურიდიული დოკუმენტების თარგმნა.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი მთარგმნელის ან თარჯიმანთა ბიუროს მომსახურების გამოყენება.
თარჯიმანთა ბიუროს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სთავაზობენ მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას. 
ეს შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ თარგმნას, არამედ დოკუმენტების ნოტარიულ დამოწმებას, აპოსტილს და სხვა დამატებით სერვისებს.
 ბიუროში მომუშავე მთარგმნელი როგორც წესი დამატებით შემოწმებას გადის, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს.
ონლაინ თარგმნის სერვისის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: მთარგმნელის კვალიფიკაცია და გამოცდილება, სამუშაო ენების ცოდნის დონე, სპეციალიზაცია კონკრეტულ სფეროში და მომსახურების ვადები. 
ასევე მნიშვნელოვანია ფასის ფაქტორი - პროფესიონალი მთარგმნელის მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია თარგმნის სირთულეზე, მოცულობაზე და შესრულების ვადებზე.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: თეა

ძალიან კმაყოფილი ვარ ანას მომსახურებით , საოცრად კომუნიკაბელური პროფესიონალი გოგონა. მიხარია რომ ვიპოვე ❤️

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: ნოდარი

იდეალური მომსახურება, სწრაფი რაც მთავარია და ძალიან გამგები, ისეთ სიტუაციაში გადამარჩინა რო კარგის მეტი არ მეთქმის

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

შეფასების ავტორი: მარიამი

მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: დათო

ძალიან სწრაფი და ხარისხიანი სერვისი მიუხედავად იმისა რომ არასამუშაო საათებში ვითხოვეთ დახმარება

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: მარიამი

დიდი ოდენობის და საკმაოდ სპეციფიური დოკუმენტაცის თარგმნა-დამოწმება მჭირდებოდა ძალიან მცირე დროში, ვექ თრანსლეიშენის გუნდ...

​როგორ მუშაობს ონლაინ თარგმნის სერვისი?

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა თარგმნის პროცესი თუ ეს ადრე მხოლოდ პროფესიონალი მთარგმნელის პრეროგატივა იყო, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ისეთი პოპულარული სერვისებით, როგორიცაა გუგლ ტრანსლეიტი და სხვა ონლაინ თარგმნის პლატფორმები. 
თუმცა, ავტომატური თარგმანის სიმარტივე ხშირად ქმნის ილუზიას, რომ ის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის ტექსტისთვის, რაც არ შეესაბამება რეალობას. 
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ მუშაობს ონლაინ თარგმნა რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს მას და როდის არის აუცილებელი პროფესიონალი მთარგმნელის ჩართულობა თარგმნის პროცესში.
ონლაინ თარგმნის სისტემების მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია რთულ ალგორითმებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. 
მაგალითად:
  • Google translate და მსგავსი სერვისები მუშაობენ უზარმაზარი მონაცემთა ბაზების საფუძველზე, რომლებიც შეიცავს მილიონობით უკვე ნათარგმნ ტექსტს.ისინი იყენებენ სტატისტიკურ ანალიზს და ნეირონულ ქსელებს, რათა იპოვონ ყველაზე შესაფერისი თარგმანი მოცემული ფრაზისთვის ან წინადადებისთვის. თუმცა, ეს სისტემები ხშირად ვერ ითვალისწინებენ კონტექსტს, კულტურულ ნიუანსებს და იდიომატურ გამოთქმებს, რაც იწვევს უზუსტობებს ან გაუგებრობებს თარგმანში.
პროფესიონალი მთარგმნელი, განსხვავებით ავტომატური სისტემებისგან, არა მხოლოდ თარგმნის ტექსტს, არამედ ახდენს მის კულტურულ ადაპტაციასაც. 
ის ითვალისწინებს სამიზნე აუდიტორიის თავისებურებებს, კულტურულ ნორმებს და ენობრივ ნიუანსებს. 
გიზიარებ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოიყენო ეფექტურად ონლაინ თარგმნის სერვისები.
  • თუ გიწევთ დიდი ტექსტების თარგმნა, სასურველია გრძელი და რთული წინადადებები დაყოთ რამდენიმე მოკლე, მარტივ წინადადებად. რთული სინტაქსური კონსტრუქციები ხშირად იწვევს გაუგებრობებს და უზუსტობებს თარგმანში.
  • ტექსტები გადათარგმნეთ რამდენიმე ვებგვერდსა ან აპლიკაციაში, შემდეგ შეადარეთ მიღებული შედეგები და აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი ან შექმენით საკუთარი, გაუმჯობესებული ვერსია მაგალითად:  ერთი და იგივე ტექსტი შეგიძლია თარგმნოთ Google Translate-ით და Bing Translator-ითაც
  • თუ ონლაინ თარგმანის ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, მიუთითეთ კონტექსტი, ანუ ტექსტის თემატიკა ან სფერო, რაც სისტემას გაუმარტივებს შექმნას უფრო მორგებული თარგმანი. მაგალითად, სამედიცინო ტექსტის თარგმნისას სისტემა გამოიყენებს შესაბამის სამედიცინო ტერმინოლოგიას, ხოლო ტექნიკური დოკუმენტაციისთვის - ტექნიკურ ტერმინებს.
გასათვალისწინებელია, რომ ავტომატური თარგმნის სერვისები მეტნაკლებად კარგად მუშაობს სტანდარტულ, ფორმალურ ტექსტებთან. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მხატვრულ ლიტერატურას, პოეზიას, იდიომატურ გამოთქმებსა და სპეციფიკური დოკუმენტაციის თარგმნას, ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია დაიხმაროთ პროფესიონალი თარჯიმანი.
პროფესიონალი თარჯიმნის მოძიება შესაძლებელია რამდენიმე გზით. 
პირველ რიგში, შეგიძლიათ მიმართოთ თარჯიმანთა ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თარგმანს და შეძლებთ ისარგელოთ დამატებით სერვისებითაც, როგორიცაა მაგალითად აპოსტილი, ნოტარიული დამოწმება. 
ასევე, შესაძლებელია თარჯიმნის მოძიება ონლაინ პლატფორმებზე, სადაც წარმოდგენილია მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი სხვადასხვა ენობრივი წყვილისთვის.
შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი კვალიფიკაცია, სპეციალიზაცია და  გამოცდილება.
ყურადღება მიაქციეთ თარჯიმნის კომუნიკაციის უნარებს, ასევე ფასებსა და შესრულების ვადებს.
მნიშვნელოვანია წინასწარ შეათანხმოთ ფასები და ვადები, ასევე გაარკვიოთ რაიმე დამატებითი სერვისები თუ შედის ფასში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონფიდენციალურობის საკითხებს. 
პროფესიონალი თარჯიმანი უნდა იცავდეს კონფიდენციალურობის პრინციპებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყოს კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისთვის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, პროფესიონალი თარჯიმნის როლი კვლავ შეუცვლელია ხარისხიანი თარგმანის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ შევარჩიოთ კვალიფიციური იტალიური ენის თარჯიმანი?

იტალიური ენის თარჯიმანი უნდა შეარჩიოთ რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: 
მას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ენის სრულყოფილი ცოდნა, არამედ იტალიური კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე რეალობის ღრმა გაგება. 
მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება და რეკომენდაციები.

​როგორ მუშაობს ონლაინ თარგმნის სერვისი?

ონლაინ თარგმნა სხვადასხვა აპლიკაციების დახმარებით არის შესაძლებელი, მაგალითად, google translate, თუმცა ეს არ გამოდგება ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობისას.
მთარგმნელებისთვის არსებობს სხვა დამატებითი ონლაინ თარგმნის ხელსაწყოები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და რთულ ალგორითმებს, ასევე მონაცემთა ბაზებს.
აანალიზებენ მილიონობით უკვე ნათარგმნ ტექსტს და ამის საფუძველზე ახდენენ ახალი ტექსტების თარგმანს.
თუმცა, ეს სისტემები ხშირად ვერ ითვალისწინებენ კონტექსტს და კულტურულ ნიუანსებს.

​რა არის რუსული ენის თარგმნის მთავარი გამოწვევები?

თარგმნა რუსულიდან რამდენიმე მნიშვნელოვან სირთულეს მოიცავს.
განსაკუთრებით რთულია გრამატიკული სტრუქტურის თავისებურებების გადმოტანა, რადგან რუსული ენა გამოირჩევა რთული ბრუნების სისტემით და ზმნის ასპექტების მრავალფეროვნებით.
მთარგმნელისა და თარჯიმნისთვის გამოწვევაა იდიომებისა და ფრაზეოლოგიზმების თარგმნა, რადგან ისინი ხშირად ასახავენ უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ კონტექსტს.
რუსული ტექსტები ხშირად გამოირჩევა ვრცელი, რთული წინადადებებით, რომელთა სტრუქტურის შენარჩუნება თარგმანში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
შესაბამისად, მთარგმნელი კარგად უნდა ერკვეოდეს ამ ნიუანსებში.

​რა უნდა გავითვალისწინოთ დოკუმენტების თარგმნისას?

დოკუმენტების თარგმნა გულისხმობს ტერმინოლოგიური სიზუსტეს, ფორმატირების შენარჩუნებას.
ოფიციალური დოკუმენტები მოითხოვს ფორმალური ენის გამოყენებას, ხოლო ტექნიკური დოკუმენტაცია - შესაბამისი დარგის სტანდარტების დაცვას. 
კონფიდენციალურობის დაცვა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს - მთარგმნელი ვალდებულია დაიცვას დოკუმენტში არსებული ინფორმაციის საიდუმლოება. სამართლებრივი დოკუმენტების შემთხვევაში, აუცილებელია ორივე ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის თავისებურებების ცოდნა და გათვალისწინება.