განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

თარგმნა რუსულიდან

თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე საკმაოდ რთული პროცესია, რაც განპირობებულია ორი ენის განსხვავებული სტრუქტურითა და სპეციფიკით.
რუსული და ქართული ენები განსხვავდება როგორც ანბანით, ისე გრამატიკული წყობით.
რუსულში არსებობს ბრუნვის 6 ფორმა, ქართულში კი 7.
ასევე განსხვავებულია წინადადების აგებულება და სიტყვათა რიგი.
კიდევ ერთი სირთულე იდიომატური გამოთქმების თარგმნაა. პირდაპირი, სიტყვასიტყვითი თარგმანი ხშირად გაუგებარია, რადგან არ ითვალისწინებს კონტექსტს და კულტურულ თავისებურებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთარგმნელმა სწორად გადმოსცეს ფრაზის აზრი და არა ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა.
რუსულ-ქართული სწორი თარგმნა მოითხოვს არა მხოლოდ ენების შესანიშნავ ცოდნას, არამედ შემოქმედებით მიდგომასაც. მთარგმნელმა უნდა შეძლოს წყარო ტექსტის ღრმა ანალიზი, კონტექსტის გააზრება და სამიზნე ენის გრამატიკული, სტილისტური ნორმების დაცვა.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

ნანა
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება
პრო

თარგმნა სწრაფად და ხარიასხიანად

გჭირდებათ დოკუმენტების თარგმნა? ✅ ინგლისური, რუსული და სხვა ენებიდან/ენებზე თარგმნა / ნოტარიუსის დამოწმებით. ✅ დაბადების, ქორწინების, იურიდიული, ტექნიკური და სხვა დოკუმენტების თარგმნა ✅ ზუსტი თარგმანი და სწრაფი შესრულება ✅ თქვენი თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, გთავაზობთ "ონლაინ" მომსახურებას. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ონლაინ და მიიღეთ მზა თარგმანი უმოკლეს დროში.

სერვის + შეფასება 5.0 , 5 შეფასება

​სწორი თარგმნა რუსულად

სწორი თარგმნა რუსულად მოითხოვს როგორც რუსული, ისე ქართული ენის საფუძვლიან ცოდნას. 
ამასთანავე, მნიშვნელოვანია თარგმნის თეორიისა და მეთოდების ფლობა, კულტურული კონტექსტის გააზრება.
თუ ქართულ-რუსული ტექსტის თარგმნა ხდება, მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს სამიზნე და სათარგმნი ენის გრამატიკას.
გრამატიკული თავისებურებებიდან აღსანიშნავია ბრუნვების განსხვავებული სისტემა. 
რუსულში 6 ბრუნვაა, ქართულში კი 7. მათი ფუნქციები და გამოყენების წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება. 
თუ გვჭირდება რუსული თარგმნა კარგმა მთარგმნელმა უნდა იცოდეს, როგორ გადმოიტანოს რუსული ბრუნვები ქართულში ისე, რომ აზრი შენარჩუნდეს.
ასევე გამოწვევაა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვების, იდიომების, ფრაზეოლოგიზმების სწორი თარგმნა. 
ასევე საგულისხმოა, რომ თარგმნა რუსულად მოიცავს არა მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტებს, არამედ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მეცნიერებას, ტექნიკას, იურიდიულ დოკუმენტებს, შესაბამისად, მთარგმნელი უნდა იცნობდეს ამ სფეროების შესაბამის ტერმინოლოგიას.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი ვარ, სანდო და საუკეთესო. ვფიქრობ რომ საქართველოში პირველია მისი მომსახურება, ყველას გირჩევთ❤️

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

შეფასების ავტორი: მარიამი

მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...

​რა უნარებია საჭირო რუსულიდან ტექსტის კარგი თარგმნისთვის?

 რუსული ენის სპეციფიკის გასაგებად, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მისი გრამატიკული სისტემის სირთულე და მრავალფეროვნება. 
რუსულ ენაში არსებობს ექვსი ბრუნვა, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი უნიკალური ფუნქცია და გამოყენების სფერო. 
ეს ბრუნვებია- სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალდებითი, მოქმედებითი და ვითარებითი, რომლებიც განსაზღვრავენ სიტყვებს შორის გრამატიკულ ურთიერთობებს.
რუსული ენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა სქესის კატეგორია, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ ცოცხალ არსებებზე, არამედ ყველა არსებით სახელზე. 
სიტყვები იყოფა მამრობით, მდედრობით და საშუალო სქესად, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ზედსართავების, ნაცვალსახელებისა და ზმნების ფორმებზე.
ამას ემატება ასპექტის კატეგორია ზმნებში, რაც გულისხმობს მოქმედების სრულ და უსრულ ფორმებს - ეს კონცეფცია განსაკუთრებით რთული გასაგებია იმ ენებზე თარგმნისას, სადაც მსგავსი სისტემა არ არსებობს.
ენაში არსებობს უამრავი სინონიმი, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი ნიუანსური მნიშვნელობა და გამოყენების კონტექსტი, აღსანიშნავია ფრაზეოლოგიზმების სიმრავლე, ამ გამოთქმების პირდაპირი თარგმნა ხშირად შეუძლებელია და სჭირდება კულტურის ცოდნა.
რუსულიდან ხარისხიანი თარგმანის შესასრულებლად მთარგმნელს სჭირდება მთელი რიგი სპეციფიკური უნარებისა და კომპეტენციების ფლობა. 
მთარგმნელი პირველ რიგში, კარგად უნდა ფლობდეს რუსულ ენას - არა მხოლოდ გრამატიკული წესების დონეზე, არამედ ენის შინაგანი ლოგიკისა და სტრუქტურის გაგების თვალსაზრისით. 
მთარგმნელმა უნდა იგრძნოს ენის "სული", მისი რიტმი და მელოდია, რაც მხოლოდ ხანგრძლივი პრაქტიკითა და ენასთან მჭიდრო კონტაქტით მიიღწევა.
მნიშვნელოვანია ასევე სამიზნე ენის (მაგალითად, ქართულის) სრულყოფილი ცოდნა. 
მთარგმნელს უნდა შეძლოს ორიგინალის აზრის ზუსტი გადმოცემა ისე, რომ სამიზნე ენაზე შენარჩუნებული იყოს ტექსტის ბუნებრიობა და სტილისტური თავისებურებები.
მნიშვნელოვანია კულტურული კონტექსტის ცოდნა. 
რუსული ლიტერატურა, ისტორია, ტრადიციები და თანამედროვე კულტურა ქმნიან იმ ფართო კონტექსტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია მრავალი ტექსტის სწორად გაგება და თარგმნა. 
ხშირად ტექსტში გვხვდება ალუზიები კლასიკურ ლიტერატურაზე, ისტორიულ მოვლენებზე ან კულტურულ ფენომენებზე, რომელთა ამოცნობა და სწორად გადმოტანა მთარგმნელის პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
თარგმნა გულისხმობს განვითარებულ ანალიტიკური აზროვნებასაც. 
მნიშვნელოვანია მთარგმნელს შეეძლოს ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაა, ავტორის ჩანაფიქრის წვდომა, ასევე უნარი დაინახოს თუ როგორ უკავშირდება ტექსტის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს და როგორ ქმნის ერთიან მთლიანობას.
რაც შეეხება ზეპირ თარგმანს, პროფესიონალი  თარჯიმანი ამ შემთხვევაშიც სრულად ითვალისწინებს რუსული ენის თავისებურებებს - გრამატიკულ სტრუქტურას, სიტყვათა წყობას და ა.შ.
  • რუსულ მეტყველებაში ხშირად გვხვდება რთული, გრძელი წინადადებები მრავალი დამოკიდებული წინადადებით. თარჯიმანმა უნდა შეძლოს ასეთი წინადადებების დამახსოვრება და მათი ლოგიკურად დაშლა უფრო მოკლე, გასაგებ ნაწილებად.
  • უნდა გაითვალისწინოს ზმნებში პრეფიქსების მნიშვნელობა და შეძლოს მათი სწორად გადმოცემა, რადგან რუსულ ზმნებში პრეფიქსების გამოყენება გარკვეულწილად ცვლის ზმნის მნიშვნელობას.
  • რუსული ენა მდიდარია მოდალური ნაწილაკებით (же, ли, бы, ведь და სხვა), რომლებიც გადმოსცემენ მოსაუბრის დამოკიდებულებას ან ემოციურ ელფერს.თარჯიმანმა უნდა შეძლოს ამ ნიუანსების სწორად აღქმა და გადმოტანა.
გასათვალისწინებელია ასევე რუსული მეტყველების ტემპი და ინტონაცია. რუსული საუბარი ხშირად არის ემოციური, სწრაფი და დინამიური. თარჯიმანმა უნდა შეძლოს:
  • სწრაფი მეტყველების გაგება და გადათარგმნა
  • ინტონაციური ნიუანსების აღქმა და გადმოცემა
  • ემოციური ელფერის შენარჩუნება
  • დიალექტური თავისებურებების გათვალისწინება

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის მნიშვნელოვანი თარგმნის პროცესში კულტურის ცოდნა?

ბევრი გამოთქმა, იდიომა თუ მეტაფორა მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტული ქვეყნის კულტურასთან. 
თარგმნისას საჭიროა არა მხოლოდ სიტყვების გადატანა, არამედ აზრის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები იყოს სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის.
შესაბამისად მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს, როგორც სათარგმნი ისე სამიზნე ენის კულტურებს.

​რა განსხვავებაა მხატვრული და ტექნიკური ტექსტების თარგმნას შორის?

მხატვრული თარგმანი მეტ კრეატიულობას მოითხოვს, ტექნიკური კი - მეტ სიზუსტეს.
მხატვრული ტექსტის თარგმნისას მთავარია სტილის, ემოციის და ავტორის ხმის შენარჩუნება. 
ტექნიკური ტექსტების თარგმნა კი მოითხოვს ტერმინოლოგიურ სიზუსტესა და სპეციფიკური დარგის ცოდნას.

​როგორ ვიპოვოთ სანდო თარჯიმანი ონლაინ?

სანდო თარჯიმნის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმები, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადებები როგორც თარჯიმანთა ბიუროს, ისე კერძო პირების მიერ.
თარჯიმნის შერჩევას შეძლებთ პლატფორმიდანვე, გაეცნობით მომხმარებელთა რეალურ უკუკავშირებს და დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეძლებთ ნომერზე დაუკავშირდეთ შერჩეული განცხადების ავტორს.

​რა მნიშვნელობა აქვს კონტექსტს თარგმნის პროცესში?

ერთი და იგივე სიტყვას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა კონტექსტში.
მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ მათი გამოყენების კონტექსტი, დრო და სოციალურ-კულტურული გარემო.