განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

თარგმნა

თარგმნა კომპლექსური პროცესია, რაც მთარგმნელისგან ენების ცოდნასთან ერთად, კულტურული კონტექსტის გაგებასაც მოითხოვს.
პროფესიონალი მთარგმნელი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს როგორც წყარო ენას (იგივე ორიგინალ ენას) საიდანაც ხდება თარგმნა, ასევე იმ ენას რომელზეც თარგმნის.
სათარგმნი მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთარგმნელს ასევე სჭირდება შესაბამისი დარგის ტერმინოლოგიის ცოდნა.
მაგალითად, სამედიცინო ტექსტების თარგმნა მთარგმნელისგან  მოითხოვს სამედიცინო ტერმინოლოგიის და კონცეფციების ცოდნას. იურიდიული დოკუმენტების თარგმნისას კი აუცილებელია სამართლებრივი სისტემებისა და ტერმინოლოგიის გაგება.
თუ თარგმანი წერილობითია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთარგმნელს ჰქონდეს კვლევის უნარიც, რაც გულისხმობს სათარგმნ მასალებზე წყაროების მოძიებას, ექსპერტებთან კონსულტაციასა და ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს.
თარგმნა არ არის მხოლოდ სიტყვების მექანიკური გადატანა ერთი ენიდან მეორეზე. 
მთარგმნელმა უნდა შეინარჩუნოს ორიგინალი ტექსტის სტილი და ტონი, ამავდროულად ადაპტირება მოახდინოს სამიზნე ენის სტილისტურ ნორმებთან.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

ნანა
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე. ნოტარიულად დაგიმოწმებთ ნებისმიერი თემატიკისა და სირთულის ტექსტს/საბუთს - ევროპული და აღმოსავლური ენებიდან ქართულად და პირიქით. შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე" და ელფოსტით. ერთი გვერდის ღირებულება დაანგარიშდება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით : არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, იაპონური, ჰოლანდიური, პოლონური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, შვედური, ნორვეგიული, ფინური, დანიური, უნგრული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, იუგოსლავური, ლატვიური, ინგლისური, რუსული, ესტონური, ოსური, აფხაზური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ტაჯიკური, ბელორუსული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ბელგიური (ჰოლანდიური), სლოვენური.

თარგმნის სააგენტო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის საბუთის, ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმანს და ნოტარიულ დამოწმებას. ჩვენი კომპანიის ყველა მთარგმნელი არის დიპლომირებული ან სერტიფიცირებული. სათარგმნი მასალის განაწილება ხდება შესაბამისი სფეროს გამოცდილების მქონე მთარგმნელთან, როგორიცაა: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული და ა.შ. იყავი წარმატებული ჩვენთან ერთად!

ლიკა ჩაკლოვა
სერვის + შეფასება 5.0 , 44 შეფასება
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

ვექ თრანსლეიშენს
სერვის + შეფასება 5.0 , 35 შეფასება
1 სერტიფიკატი,
პრო

თარგმნა სწრაფად და ხარიასხიანად

გჭირდებათ დოკუმენტების თარგმნა? ✅ ინგლისური, რუსული და სხვა ენებიდან/ენებზე თარგმნა / ნოტარიუსის დამოწმებით. ✅ დაბადების, ქორწინების, იურიდიული, ტექნიკური და სხვა დოკუმენტების თარგმნა ✅ ზუსტი თარგმანი და სწრაფი შესრულება ✅ თქვენი თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, გთავაზობთ "ონლაინ" მომსახურებას. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ონლაინ და მიიღეთ მზა თარგმანი უმოკლეს დროში.

სერვის + შეფასება 5.0 , 5 შეფასება
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება

თარგმნა + ნოტარიულად დამოწმება

მოგესალმებით, ვარ თარჯიმანი 15 წლიანი გამოცდილებით. ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში, თუმცა ამჟამად ვმუშაობ სახლიდან. უმოკლეს ვადაში ვთარგმნი ნებისმიერ საბუთს და ვამოწმებ ნოტარიულად. თარგმნა ნებისმიერ ენაზე.

შეფასება 5.0 , 6 შეფასება

ინგლისური ტექსტების თარგმანი

პროფესიონალური თარგმანი | ინგლისური ↔ ქართული გამარჯობა! მე ვარ თამარ ბარბაქაძე - ფილოსოფოსი და ფილოლოგი. გთავაზობთ ინგლისური ტექსტების ქართულად თარგმანს. რატომ უნდა ამირჩიოთ: წითელი დიპლომი — ფილოსოფიის ბაკალავრი, GPA 4.00 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წითელი დიპლომი — ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი, GPA 4.00 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 100%-იანი სახელმწიფო გრანტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მანძილზე, სახელმწიფო სტიპენდიანტი 2021 წლიდან დღემდე; საერთაშორისო გამოცდილება — ვენის უნივერსიტეტი, ბიზანტიური ბერძნულის კურსი; გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები — ჟურნალ „მნემოსინეში", ფილოსოფიისა და ფილოლოგიის სფეროებში; სერვისები: ინგლისური → ქართული თარგმანი: აკადემიური, სამეცნიერო ტექსტები, CV, პრეზენტაციები, პირადი წერილები, ვებგვერდის კონტენტი; ხარისხი, სიზუსტე, ვადების დაცვა — გარანტირებული.

მთარგმნელი

მთარგმნელი სპეციალისტია, რომლის საქმიანობა თარგმანს, ანუ ინფორმაციის (ტექსტის, მეტყველების) ერთი ენიდან მეორეზე გადაყვანას გულისხმობს.
გადათარგმნა არ მოიცავს სათარგმნი ტექსტის სიტყვების მექანიკურად გადატანას ერთი ენიდან მეორეზე, ეს გაცილებით რთული და შემოქმედებითი პროცესია. 
მთარგმნელმა უნდა გაიგოს არა მხოლოდ სიტყვების მნიშვნელობა, არამედ მთელი კონტექსტი, შეინარჩუნოს ავტორის ორიგინალი სტილი შემდეგ კი ეს ყველაფერი ისე უნდა გადმოსცეს მეორე ენაზე, რომ ორიგინალის აზრი და ხიბლი არ დაიკარგოს.
მათი სამუშაო სხვადასხვა სფეროს მოიცავს. 
თარგმნიან როგორც მხატვრულ ლიტერატურას (რომანებს, მოთხრობებს, პოეზიას), ისე სამეცნიერო, სამედიცინო, იურიდიულ და ტექნიკურ დოკუმენტებს.
არიან ისეთებიც, ვინც თარგმნის ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს.
მთარგმნელის სამუშაო მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინების უნარს, ზოგჯერ ერთი წინადადების სწორად თარგმნასაც კი შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, მათ უწევთ  ერთი წინადადების ან ფრაზის დეტალური გადამოწმება, რათა კონტექსტში გამოყენებისას მნიშვნელობა არ დაიკარგოს და სწორად იყოს მითითებული.

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

პროფესიონალური თარგმანი ნოტარიული დამოწმებით! ​გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის სწრაფ და ზუსტ თარგმნას მსოფლიოს ყველა ენაზე: - ​პირადი და იურიდიული საბუთები (პასპორტი, დიპლომი, მოწმობები, ხელშეკრულებები). - ​სამედიცინო, ტექნიკური და საფინანსო ტექსტები. - ​ნოტარიული დამოწმება და იურიდიული ძალის უზრუნველყოფა. - ​სწრაფი/სასწრაფო მომსახურება და დისტანციურად მიღების შესაძლებლობა. ​გარანტირებულია მაღალი ხარისხი, სრული კონფიდენციალურობა და მისაღები ფასები!

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: თეა

ძალიან კმაყოფილი ვარ ანას მომსახურებით , საოცრად კომუნიკაბელური პროფესიონალი გოგონა. მიხარია რომ ვიპოვე ❤️

თარგმნა + ნოტარიულად დამოწმება

შეფასების ავტორი: გოგა

დიდ რეკომენდაციას ვუწევ ნინოს , სასწრაფოდ მჭირდებოდა სამედიცინო დოკუმენტი და მან ეს ერთ დღეში მითარგმნა და დამიმოწმა , დ...

რა განსხვავებაა მთარგმნელსა და თარჯიმანს შორის?

ქართულ ენაში ხშირად ვხვდებით გაუგებრობას ტერმინებთან "მთარგმნელი" და "თარჯიმანი" დაკავშირებით. 
მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროფესია თარგმანთან არის დაკავშირებული, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომელთა გააზრება აუცილებელია, როგორც ამ სფეროს სპეციალისტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის. 
მთარგმნელი არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წერილობით თარგმანს, ხოლო თარჯიმანი - ზეპირ თარგმანს. 
მთარგმნელის პროფესიის სპეციფიკა მოიცავს:
წერილობით ტექსტებზე მუშაობას - სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებზე, წიგნებზე, სტატიებზე, ვებ-კონტენტსა და სხვა წერილობით მასალებზე, ტექსტის გადათარგმნა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, დამუშავებას და მის ზუსტ გადმოტანას სამიზნე ენაზე.
უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, ამ ეტაპზე მთარგმნელი  სწავლობს სათარგმნ მასალას, იკვლევს მის კონტექსტს, მიზანს და სამიზნე აუდიტორიას, ითვალისწინებს ტექსტის სტილს, ჟანრსა და სპეციფიკურ მახასიათებლებს, შემდგომ კი განსაზღვრავს თარგმანის სტრატეგიას.
ქმნის ტერმინოლოგიურ ბაზას, რაც გულისხმობს სპეციფიკური ტერმინების იდენტიფიცირებას, მათი შესატყვისების მოძიებას.
ქმნის თარგმანის პირველად ვერსიასაც, რომელსაც საბოლოოდ აკორექტირებს.
თარჯიმნისგან განსხვავებით, მთარგმნელს აქვს დრო დაფიქრებისთვის, სხვადასხვა წყაროს გადამოწმებისა და ტექსტის დახვეწისთვის.
 წერილობითი თარგმანი რჩება დოკუმენტირებული სახით და შესაძლოა გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით.
თარჯიმანი ზეპირ თარგმანს უზრუნველყოფს, ზეპირი თარგმანისას განარჩევენ ძირითადად 2 სტილს, ეს არის სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი.
სინქრონული თარგმანის დროს თარჯიმანი თარგმნის მოსაუბრის პარალელურად, დაახლოებით 2-3 წამის დაგვიანებით. 
ეს არის თარგმანის ყველაზე რთული ფორმა, რომელიც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულ უნარებს.
პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • მოსმენა და გააზრება - თარჯიმანი უსმენს და აანალიზებს ინფორმაციას
  • გადამუშავება - ხდება ინფორმაციის სწრაფი გადამუშავება სამიზნე ენაზე
  • თარგმნა - პარალელურ რეჟიმში ინფორმაციის გადმოცემა
თანმიმდევრული თარგმანის დროს თარჯიმანი ელოდება მოსაუბრის აზრის დასრულებას და შემდეგ თარგმნის მის ნათქვამს. 
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს თარჯიმანს უფრო დეტალურად გადმოსცეს ინფორმაცია.
თანმიმდევრული თარგმანი გულისხმობს საუბრის პარალელურად ჩანაწერების წარმოებას, მთავარი აზრების გამოყოფას, თარგმნას.

ორივე პროფესია მოითხოვს განსხვავებულ უნარებსა და მიდგომებს. 
მთარგმნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართულად წერის უნარი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ტერმინოლოგიური სიზუსტე.
მას უნდა შეეძლოს ტექსტის სტილის შენარჩუნება და კულტურული ადაპტაცია წერილობით ფორმატში.
თარჯიმნისთვის კი უმნიშვნელოვანესია სწრაფი აზროვნება, კარგი მეხსიერება, რამდენიმე საქმის ერთად შესრულების უნარი და სტრესის მართვის შესაძლებლობა. 
უნდა შეეძლოს სწრაფი გადართვა ერთი ენიდან მეორეზე. 
თარჯიმანს ასევე სჭირდება კარგი კომუნიკაციის უნარები და ემოციური ინტელექტი, რადგან ის მუშაობს ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის რეჟიმში.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა ორივე პროფესიაზე. მთარგმნელები იყენებენ თარგმნის სპეციალურ პროგრამებს, ტერმინოლოგიურ ბაზებს და სხვა ციფრულ ინსტრუმენტებს. 
თარჯიმნები კი მუშაობენ სპეციალურ აუდიო აღჭურვილობასა და ონლაინ პლატფორმებთან დისტანციური თარგმანისთვის.
მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროფესიას აერთიანებს  ენების სრულყოფილი ცოდნის აუცილებლობა, კულტურული კომპეტენცია, პროფესიული ეთიკის დაცვა და მუდმივი თვითგანვითარების საჭიროება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა გავლენა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს თარგმანზე?

თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ცვლის თარგმნის პროცესს. 
მანქანური თარგმანის სისტემები (მაგ., Google Translate, DeepL) სულ უფრო დახვეწილი ხდება და შეუძლიათ მარტივი ტექსტების საკმაოდ კარგად თარგმნა. 
ონლაინ ლექსიკონები და ტერმინოლოგიური ბაზები ხელმისაწვდომს ხდის უზარმაზარ რესურსებს.
თუმცა, ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს მთარგმნელს, განსაკუთრებით რთული და სპეციფიკური ტექსტების თარგმნისას.

​როგორ განვავითაროთ თარგმანის უნარები დამოუკიდებლად?

თარგმნის უნარების განვითარება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით.
ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად იკითხეთ ლიტერატურა სათარგმნ და მშობლიურ ენაზე, პრაქტიკისთვის დაიწყეთ მარტივი, მცირე მოცულობის ტექსტების თარგმნა და ეტაპობრივად გაზარდეთ მოცულობა.
ჩაიწერეთ საინტერესო ფრაზები და იდიომები, შექმენით პირადი ტერმინოლოგიური ბაზა.
მოუსმინეთ პოდკასტებს, ფილმებსა და სერიალებს უყურეთ ორიგინალ ენაზე.
გაეცანით პროფესიონალი მთარგმნელების გამოცდილებას და რჩევებს. 
პერიოდულად გადახედეთ თქვენს ძველ თარგმანებს და გააანალიზეთ, თუ რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ.

​რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამწყები მთარგმნელები?

დამწყები მთარგმნელების ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის სიტყვა-სიტყვით თარგმნა.
როდესაც ახალბედა მთარგმნელი ცდილობს წყარო ტექსტის ყველა სიტყვის ზუსტ შესატყვისს მიაგნოს სამიზნე ენაში, ხშირად იღებს ხელოვნურ და არაბუნებრივ თარგმანს. 
ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია იდიომების, ფრაზეოლოგიზმების და კულტურული რეფერენსების თარგმნისას.
მსგავსი შეცდომის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია გადათარგმნა ტექსტის გააზრებით დავიწყოთ.

​საშუალოდ რა დრო სჭირდება 1 გვერდის თარგმნას?

ტექსტის თარგმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ტექსტის სირთულე და სპეციფიკა, რასაც სჭირდება განსხვავებული დრო:
ტექნიკური ტექსტები მოითხოვს მეტ დროს ტერმინოლოგიის დაზუსტებისთვის
სამეცნიერო ნაშრომებს სჭირდება დამატებით კვლევა
მხატვრული ლიტერატურა მოითხოვს კრეატიულ მიდგომას
გამთარგმნელის გამოცდილება და სპეციალიზაცია - გამოცდილი მთარგმნელი 1 გვერდს 20-30 წუთშიც თარგმნის, დამწყებს კი შეიძლება 2-3 საათიც დასჭირდეს.

სტატიები

ყველა სტატია