მომსახურება იდეალურია, ვინაიდან ეს გუნდი შედგება თბილი, ყურადღებიანი და თავაზიანი ადამიანებისაგან, რომლებიც ცდილობენ ინფ...
საუკეთესო მომსახურება, ხარისხი და ყველაფერი დროულად მომაწოდეს და კომპეტენტურობა ასევე მაღალ დონეზე. დიდი მადლობა
მადლობა ხარისხიანი მომსახურებისთვის, ყურადღებისთვის და კარგი გარემოსთვის.
პროფესიონალთა გუნდი მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურებით, მადლობა
საკმაოდ მაღალ ხარისხზე თარგმნა და ძალიან სწრაფად ! მადლობა თქვენ რომ გაქვთ ეგეთი კარგი მომსახურება 🙏🏻
ძალიან სასიამოვნო ადამიანია თეონა და ამომწურავი პასუხი ჰქონდა ყველა ჩემს კითხვაზე.
ბევრი გამოთქმა, იდიომა თუ მეტაფორა მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტული ქვეყნის კულტურასთან.
თარგმნისას საჭიროა არა მხოლოდ სიტყვების გადატანა, არამედ აზრის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები იყოს სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის.
შესაბამისად მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს, როგორც სათარგმნი ისე სამიზნე ენის კულტურებს.
მხატვრული თარგმანი მეტ კრეატიულობას მოითხოვს, ტექნიკური კი - მეტ სიზუსტეს.
მხატვრული ტექსტის თარგმნისას მთავარია სტილის, ემოციის და ავტორის ხმის შენარჩუნება.
ტექნიკური ტექსტების თარგმნა კი მოითხოვს ტერმინოლოგიურ სიზუსტესა და სპეციფიკური დარგის ცოდნას.
სანდო თარჯიმნის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმები, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადებები როგორც თარჯიმანთა ბიუროს, ისე კერძო პირების მიერ.
თარჯიმნის შერჩევას შეძლებთ პლატფორმიდანვე, გაეცნობით მომხმარებელთა რეალურ უკუკავშირებს და დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეძლებთ ნომერზე დაუკავშირდეთ შერჩეული განცხადების ავტორს.
ერთი და იგივე სიტყვას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა კონტექსტში.
მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ მათი გამოყენების კონტექსტი, დრო და სოციალურ-კულტურული გარემო.