თარგმნა

თარგმნა კომპლექსური პროცესია, რაც მთარგმნელისგან ენების ცოდნასთან ერთად, კულტურული კონტექსტის გაგებასაც მოითხოვს.
პროფესიონალი მთარგმნელი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს როგორც წყარო ენას (იგივე ორიგინალ ენას) საიდანაც ხდება თარგმნა, ასევე იმ ენას რომელზეც თარგმნის.
სათარგმნი მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთარგმნელს ასევე სჭირდება შესაბამისი დარგის ტერმინოლოგიის ცოდნა.
მაგალითად, სამედიცინო ტექსტების თარგმნა მთარგმნელისგან  მოითხოვს სამედიცინო ტერმინოლოგიის და კონცეფციების ცოდნას. იურიდიული დოკუმენტების თარგმნისას კი აუცილებელია სამართლებრივი სისტემებისა და ტერმინოლოგიის გაგება.
თუ თარგმანი წერილობითია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთარგმნელს ჰქონდეს კვლევის უნარიც, რაც გულისხმობს სათარგმნ მასალებზე წყაროების მოძიებას, ექსპერტებთან კონსულტაციასა და ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს.
თარგმნა არ არის მხოლოდ სიტყვების მექანიკური გადატანა ერთი ენიდან მეორეზე. 
მთარგმნელმა უნდა შეინარჩუნოს ორიგინალი ტექსტის სტილი და ტონი, ამავდროულად ადაპტირება მოახდინოს სამიზნე ენის სტილისტურ ნორმებთან.
პრემიუმი
თარგმნა სხვადასხვა ენაზე
თარგმნა სხვადასხვა ენაზე
pin თბილისი
სერვის +
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 29 შეფასება

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

video icon სერტიფიკატი
ვექ თრანსლეიშენს
პრემიუმი
საქართველოს თარგმნის ბიურო (ყველა ენაზე თარგმნა, ნოტარიული დამოწმება)
საქართველოს თარგმნის ბიურო (ყველა ენაზე თარგმნა, ნოტარიული დამოწმება)
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 17 შეფასება

გითარგმნით დარგის სპეციალისტები. ** სამედიცინო დოკუმენტაციას თარგმნიან კვალიფიციური ექიმები ** იურიდიულ დოკუმენტაციას თარგმნიან იურიდიული მიმართულებით განსწავლული მთარგმნელები ** ტექნიკურ დოკუმენტაციასა და მხატვრულ ლიტერატურას თარგმნიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მთარგმნელები ** დოკუმენტთა დამოწმება ნოტარიულად ან/და მთარგმნელის კვალიფიციური ბეჭდით. საჭიროებისამებრ, თარგმანს მიიღებთ ელექტრონული სახით ან/და ადგილზე. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

video icon ვიდეო
გიორგი ქვლივიძე
პრემიუმი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

თბილლინგო გთავაზობთ პროფესიონალურ თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას ყველა ენაზე. გამოცდილ და კომპეტენტურ მთარგმნელებთან ერთად, ჩვენი კომპანია უკვე 8 წელია ოპერირებს ბაზარზე. ვასრულებთ, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ თარგმანს. ვთარგმნით ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტებს: - სამედიცინო - იურიდიული - ცნობები/სერთიფიკატები (მათ შორის, ტექნიკური) - ტექნიკური - მხატვრული და სხვ. თარგმნა შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით: პოლონური ინგლისური რუსული გერმანული ფრანგული ესპანური პორტუგალიური იტალიური სომხური აზერბაიჯანული თურქული უნგრული სლოვაკური ჩეხური ლიტვური ლატვიური ჩინური კორეული სპარსული (ირანული) ივრითი (ებრაული) იაპონური ბერძნული უკრაინული ბულგარული რუმინული ჰოლანდიური შვედური ნორვეგიული ფინური არაბული დანიური ესტონური სლოვენური მონტენეგრული ჩეჩნური სერბული ხორვატიული კატალონიური ბოსნიური ტაილანდური თურქმენული ალბანური ყაზახური უზბეკური ბელარუსული მაკედონიური ტაჯიკური იუგოსლავური ყირგიზული მოლდავური ბელგიური (ჰოლანდიური) ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

profile avatar თბილლინგო
პრემიუმი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
pin თბილისი

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე. ნოტარიულად დაგიმოწმებთ ნებისმიერი თემატიკისა და სირთულის ტექსტს/საბუთს - ევროპული და აღმოსავლური ენებიდან ქართულად და პირიქით. შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე" და ელფოსტით. ერთი გვერდის ღირებულება დაანგარიშდება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით : არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, იაპონური, ჰოლანდიური, პოლონური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, შვედური, ნორვეგიული, ფინური, დანიური, უნგრული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, იუგოსლავური, ლატვიური, ინგლისური, რუსული, ესტონური, ოსური, აფხაზური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ტაჯიკური, ბელორუსული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ბელგიური (ჰოლანდიური), სლოვენური

თარგმნის სააგენტო
პრო
მთარგმნელობითი ბიურო ნოტარიული დამოწმებით
მთარგმნელობითი ბიურო ნოტარიული დამოწმებით

მთარგმნელობითი ბიურო გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ტექსტის თარგმნას ნოტარიული დამოწმებით. ვთარგმნით: რუსული, ინგლისური, თურქული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, აზერბაიჯანული, ბერძნული, სომხური, უკრაინული, ჩეხური, ლიტვური, არაბული, ბულგარული, ჩინური, ჰოლანდიური ენიდან.

თარჯიმანი თარგმანი იტალიური ენის თარჯიმანი თარგმნა ინგლისურიდან თარგმნა ყველა ენაზე გერმანული ენის თარჯიმანი თარგმანი ქართულ ინგლისური თარგმნა ქართულიდან თარგმნა რუსულიდან პოლონური ენის თარჯიმანი ბერძნული ენის თარჯიმანი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა ნოტარიუსის მომსახურება ნოტარიუსები თბილისში ნოტარიუსი 24 საათით თარგმნა ტექსტის სწორი თარგმნა რუსულ ქართული თარგმნა ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა ნოტარიუსი
ტელეფონი
პრო
თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე
თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

თარგმნა ყველა ენაზე (სურვილის შემთხვევაში ნოტარიული დამოწმებით): ონლაინ მომსახურება, მოცულობით ტექსტებზე ფასდაკლება; ინგლისური რუსული ფრანგული გერმანული იტალიური ესპანური უკრაიუნული სომხური აზერბაიჯანული თურქული სპარსული არაბული ჩეხური ბერძნული ბულგარული შვედური ჩეჩნური სლოვაკური ლათინური სერბული ხორვატიული უნგრული პოლონური იაპონური ესტონური ლატვიური რუმინული ებრაული/ივრითი ლიტვური ჰოლანდიური ნორვეგიული პორტუგალიური ჩინური ღირებულება განისაზღვრება ენების კომბინაციის, ტექსტის სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის მიხედვით.

თარჯიმანი თარგმანი იტალიური ენის თარჯიმანი თარგმნა ინგლისურიდან თარგმნა ყველა ენაზე გერმანული ენის თარჯიმანი სპარსული ენის თარჯიმანი თარგმანი ქართულ ინგლისური თარგმნა ქართულიდან თარგმნა რუსულიდან პოლონური ენის თარჯიმანი ბერძნული ენის თარჯიმანი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა ნოტარიუსის მომსახურება ნოტარიუსები თბილისში ნოტარიუსი 24 საათით ონლაინ ნოტარიუსი თარგმნა ტექსტის სწორი თარგმნა რუსულ ქართული თარგმნა ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა თარჯიმანი ონლაინ ნოტარიუსი
ტელეფონი
პრო
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

თარჯიმანთა ბიურო ,,ლინგვისტიკა", რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით, გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის დოკუმენტაციის თარგმნას, სწრაფად და ხარისხიანად, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიული დამოწმებით. ვმუშაობთ ისეთი ვიწროპროფილური დოკუმენტაციის თარგმნაზე, როგორიცაა იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. თარგმნას ვახორციელებთ შემდეგ ენებზე/ენებიდან: ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, პოლონური, აზერბაიჯანული, სომხური, ივრითული, უკრაინული, იტალიური, თურქული, სპარსული და სხვ. ჩვენი ბიურო მეტი კომფორტისათვის გთავაზობთ ონლაინ მომსახურებასაც, რომლის ფარგლებშიც სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად შეძლებთ თქვენთვის სასურველი დოკუმენტაციის თარგმნას. ბიურო იძლევა ხარისხის გარანტიას.

თარჯიმანი თარგმანი იტალიური ენის თარჯიმანი თარგმნა ინგლისურიდან თარგმნა ყველა ენაზე გერმანული ენის თარჯიმანი სპარსული ენის თარჯიმანი თარგმანი ქართულ ინგლისური თარგმნა ქართულიდან თარგმნა რუსულიდან პოლონური ენის თარჯიმანი ბერძნული ენის თარჯიმანი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა ნოტარიუსის მომსახურება ნოტარიუსები თბილისში ონლაინ ნოტარიუსი თარგმნა ტექსტის სწორი თარგმნა რუსულ ქართული თარგმნა ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა ნოტარიუსი
ტელეფონი

მთარგმნელი

მთარგმნელი სპეციალისტია, რომლის საქმიანობა თარგმანს, ანუ ინფორმაციის (ტექსტის, მეტყველების) ერთი ენიდან მეორეზე გადაყვანას გულისხმობს.
გადათარგმნა არ მოიცავს სათარგმნი ტექსტის სიტყვების მექანიკურად გადატანას ერთი ენიდან მეორეზე, ეს გაცილებით რთული და შემოქმედებითი პროცესია. 
მთარგმნელმა უნდა გაიგოს არა მხოლოდ სიტყვების მნიშვნელობა, არამედ მთელი კონტექსტი, შეინარჩუნოს ავტორის ორიგინალი სტილი შემდეგ კი ეს ყველაფერი ისე უნდა გადმოსცეს მეორე ენაზე, რომ ორიგინალის აზრი და ხიბლი არ დაიკარგოს.
მათი სამუშაო სხვადასხვა სფეროს მოიცავს. 
თარგმნიან როგორც მხატვრულ ლიტერატურას (რომანებს, მოთხრობებს, პოეზიას), ისე სამეცნიერო, სამედიცინო, იურიდიულ და ტექნიკურ დოკუმენტებს.
არიან ისეთებიც, ვინც თარგმნის ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს.
მთარგმნელის სამუშაო მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინების უნარს, ზოგჯერ ერთი წინადადების სწორად თარგმნასაც კი შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, მათ უწევთ  ერთი წინადადების ან ფრაზის დეტალური გადამოწმება, რათა კონტექსტში გამოყენებისას მნიშვნელობა არ დაიკარგოს და სწორად იყოს მითითებული.
პროფესიონალური თარგმანის სერვისები
პროფესიონალური თარგმანის სერვისები

ეძებთ სანდო და მაღალკვალიფიციურ თარჯიმნებს? ჩვენი გუნდი გთავაზობთ ზეპირი (თანმიმდევრული და სინქრონული) და წერილობითი თარგმანის მომსახურებებს შემდეგ ენებზე: ✅გერმანული ენა ✅ ინგლისური ენა ✅ ფრანგული ✅ ესპანური ენა ✅ ჩინური ენა ✅ კორეული ენა ✅ ბერძნული ენა (მხოლოდ წერილობითი) ✅ ძველი ბერძნული და ლათინური ენა მთარგმნელთა ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული და დარგის სპეციალისტი პროფესიონალებით, რომლებიც ნებისმიერ თემატიკასა და სირთულის მასალას უმაღლეს დონეზე მოგაწვდიან. თარგნანის გარდა ჩვენ გთავაზობთ: ? რეზიუმეს (CV) მომზადებას ან მის თარგმნას • პრეზენტაციების (PowerPoint, Canva) შექმნას ან თარგმნას • სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების შედგენას/თარგმნას სასწავლო პროგრამებსა და სამუშაო პოზიციებზე • ტექსტის აკრეფასა და რედაქტირებას • აუდიო/ვიდეო მასალის ტრანსკრიპციასა და თარგმნას – ინტერვიუები, პოდკასტები, ვლოგები • სუბტიტრების მომზადებასა და თარგმნას – ვიდეოებისთვის ? გსურთ მეტი დეტალის გაგება ან შეკვეთის გაფორმება?
დაგვიკავშირდით ნომრებზე ან Whatsapp-ზე. +995 592 00 14 20 +995 568 08 25 40 ან შეგვეხმიანეთ ელ-ფოსტაზე— tnt.languages@gmail.com სიამოვნებით გიპასუხებთ და დაგეხმარებით თქვენი საჭიროების შესაბამისად!

თარჯიმანი თარგმანი

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
ენრი ჯიქია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 დღის წინ

საკმაოდ კარგი და მისაღები ფასები - ხარისხი სამედიცინო დოკუმენტის საკმაოდ კარგი, ფასიდან გამომდინარე მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა კარგი სამუშაოსთვის

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
რამინი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 დღის წინ

მადლობა ლიკუნას !!! ადამიანური, რეალური ფასები აქვთ და სწრაფი მომსახურება.

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

მადლობა ლიკუნას თბილი და კარგი გარემოსთვის . ზრდილობიანი თანაშემწე ჰყავს-მითარგმნეს სწრაფად სამედიცინო დოკუმენტი, ასევე დამიმოწმეს სანოტარო წესით-საკმაოდ კარგ ფასად.მადლობა დიდი ❤️

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
კკ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ძალიან კარგი მომსახურება, სწრაფები და პროფესიონალები. სერვისზე და კლიენტზე ორიენტირებულები. დიდი მადლობა

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
სოფია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ძალიან კარგი და სწრაფი მომსახურება, კვალიფიციური გუნდი <3 დიდი რეკომენდაცია ჩემგან

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით სურათი
თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით
Temo
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

საუკეთესო მომსახურება 🤍საუკეთესო სერვისი და რაც მთავარია ყველაფერი დროულად 🤍🤍

რა განსხვავებაა მთარგმნელსა და თარჯიმანს შორის?

ქართულ ენაში ხშირად ვხვდებით გაუგებრობას ტერმინებთან "მთარგმნელი" და "თარჯიმანი" დაკავშირებით. 
მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროფესია თარგმანთან არის დაკავშირებული, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომელთა გააზრება აუცილებელია, როგორც ამ სფეროს სპეციალისტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის. 
მთარგმნელი არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წერილობით თარგმანს, ხოლო თარჯიმანი - ზეპირ თარგმანს. 
მთარგმნელის პროფესიის სპეციფიკა მოიცავს:
წერილობით ტექსტებზე მუშაობას - სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებზე, წიგნებზე, სტატიებზე, ვებ-კონტენტსა და სხვა წერილობით მასალებზე, ტექსტის გადათარგმნა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, დამუშავებას და მის ზუსტ გადმოტანას სამიზნე ენაზე.
უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, ამ ეტაპზე მთარგმნელი  სწავლობს სათარგმნ მასალას, იკვლევს მის კონტექსტს, მიზანს და სამიზნე აუდიტორიას, ითვალისწინებს ტექსტის სტილს, ჟანრსა და სპეციფიკურ მახასიათებლებს, შემდგომ კი განსაზღვრავს თარგმანის სტრატეგიას.
ქმნის ტერმინოლოგიურ ბაზას, რაც გულისხმობს სპეციფიკური ტერმინების იდენტიფიცირებას, მათი შესატყვისების მოძიებას.
ქმნის თარგმანის პირველად ვერსიასაც, რომელსაც საბოლოოდ აკორექტირებს.
თარჯიმნისგან განსხვავებით, მთარგმნელს აქვს დრო დაფიქრებისთვის, სხვადასხვა წყაროს გადამოწმებისა და ტექსტის დახვეწისთვის.
 წერილობითი თარგმანი რჩება დოკუმენტირებული სახით და შესაძლოა გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით.
თარჯიმანი ზეპირ თარგმანს უზრუნველყოფს, ზეპირი თარგმანისას განარჩევენ ძირითადად 2 სტილს, ეს არის სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი.
სინქრონული თარგმანის დროს თარჯიმანი თარგმნის მოსაუბრის პარალელურად, დაახლოებით 2-3 წამის დაგვიანებით. 
ეს არის თარგმანის ყველაზე რთული ფორმა, რომელიც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულ უნარებს.
პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: თანმიმდევრული თარგმანის დროს თარჯიმანი ელოდება მოსაუბრის აზრის დასრულებას და შემდეგ თარგმნის მის ნათქვამს. 
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს თარჯიმანს უფრო დეტალურად გადმოსცეს ინფორმაცია.
თანმიმდევრული თარგმანი გულისხმობს საუბრის პარალელურად ჩანაწერების წარმოებას, მთავარი აზრების გამოყოფას, თარგმნას.

ორივე პროფესია მოითხოვს განსხვავებულ უნარებსა და მიდგომებს. 
მთარგმნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართულად წერის უნარი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ტერმინოლოგიური სიზუსტე.
მას უნდა შეეძლოს ტექსტის სტილის შენარჩუნება და კულტურული ადაპტაცია წერილობით ფორმატში.
თარჯიმნისთვის კი უმნიშვნელოვანესია სწრაფი აზროვნება, კარგი მეხსიერება, რამდენიმე საქმის ერთად შესრულების უნარი და სტრესის მართვის შესაძლებლობა. 
უნდა შეეძლოს სწრაფი გადართვა ერთი ენიდან მეორეზე. 
თარჯიმანს ასევე სჭირდება კარგი კომუნიკაციის უნარები და ემოციური ინტელექტი, რადგან ის მუშაობს ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის რეჟიმში.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა ორივე პროფესიაზე. მთარგმნელები იყენებენ თარგმნის სპეციალურ პროგრამებს, ტერმინოლოგიურ ბაზებს და სხვა ციფრულ ინსტრუმენტებს. 
თარჯიმნები კი მუშაობენ სპეციალურ აუდიო აღჭურვილობასა და ონლაინ პლატფორმებთან დისტანციური თარგმანისთვის.
მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროფესიას აერთიანებს  ენების სრულყოფილი ცოდნის აუცილებლობა, კულტურული კომპეტენცია, პროფესიული ეთიკის დაცვა და მუდმივი თვითგანვითარების საჭიროება.

მსგავსი ძიებები

hash
თარჯიმანი 12 განცხადება
arrow right
hash
თარგმანი 12 განცხადება
arrow right
hash
იტალიური ენის თარჯიმანი 7 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა ინგლისურიდან 7 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა ყველა ენაზე 8 განცხადება
arrow right
hash
გერმანული ენის თარჯიმანი 7 განცხადება
arrow right
hash
სპარსული ენის თარჯიმანი 6 განცხადება
arrow right
hash
თარგმანი ქართულ ინგლისური 7 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა ქართულიდან 7 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა რუსულიდან 7 განცხადება
arrow right
hash
პოლონური ენის თარჯიმანი 7 განცხადება
arrow right
hash
ბერძნული ენის თარჯიმანი 7 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 10 განცხადება
arrow right
hash
ქართულ ინგლისური წინადადებების თარგმნა 8 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსის მომსახურება 8 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსები თბილისში 8 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსი 24 საათით 5 განცხადება
arrow right
hash
ონლაინ ნოტარიუსი 7 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსი გამოძახებით 0 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსი ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსი რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
თარგმნა ტექსტის 9 განცხადება
arrow right
hash
სწორი თარგმნა 9 განცხადება
arrow right
hash
რუსულ ქართული თარგმნა 8 განცხადება
arrow right
hash
ქართულ რუსული ტექსტის თარგმნა 7 განცხადება
arrow right
hash
თარჯიმანი ონლაინ 5 განცხადება
arrow right
hash
სინქრონული თარგმანი 0 განცხადება
arrow right
hash
ნოტარიუსი 7 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა გავლენა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს თარგმანზე?

თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ცვლის თარგმნის პროცესს. 
მანქანური თარგმანის სისტემები (მაგ., Google Translate, DeepL) სულ უფრო დახვეწილი ხდება და შეუძლიათ მარტივი ტექსტების საკმაოდ კარგად თარგმნა. 
ონლაინ ლექსიკონები და ტერმინოლოგიური ბაზები ხელმისაწვდომს ხდის უზარმაზარ რესურსებს.
თუმცა, ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს მთარგმნელს, განსაკუთრებით რთული და სპეციფიკური ტექსტების თარგმნისას.

​როგორ განვავითაროთ თარგმანის უნარები დამოუკიდებლად?

თარგმნის უნარების განვითარება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით.
ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად იკითხეთ ლიტერატურა სათარგმნ და მშობლიურ ენაზე, პრაქტიკისთვის დაიწყეთ მარტივი, მცირე მოცულობის ტექსტების თარგმნა და ეტაპობრივად გაზარდეთ მოცულობა.
ჩაიწერეთ საინტერესო ფრაზები და იდიომები, შექმენით პირადი ტერმინოლოგიური ბაზა.
მოუსმინეთ პოდკასტებს, ფილმებსა და სერიალებს უყურეთ ორიგინალ ენაზე.
გაეცანით პროფესიონალი მთარგმნელების გამოცდილებას და რჩევებს. 
პერიოდულად გადახედეთ თქვენს ძველ თარგმანებს და გააანალიზეთ, თუ რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ.

​რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამწყები მთარგმნელები?

დამწყები მთარგმნელების ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის სიტყვა-სიტყვით თარგმნა.
როდესაც ახალბედა მთარგმნელი ცდილობს წყარო ტექსტის ყველა სიტყვის ზუსტ შესატყვისს მიაგნოს სამიზნე ენაში, ხშირად იღებს ხელოვნურ და არაბუნებრივ თარგმანს. 
ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია იდიომების, ფრაზეოლოგიზმების და კულტურული რეფერენსების თარგმნისას.
მსგავსი შეცდომის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია გადათარგმნა ტექსტის გააზრებით დავიწყოთ.

​საშუალოდ რა დრო სჭირდება 1 გვერდის თარგმნას?

ტექსტის თარგმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ტექსტის სირთულე და სპეციფიკა, რასაც სჭირდება განსხვავებული დრო:
ტექნიკური ტექსტები მოითხოვს მეტ დროს ტერმინოლოგიის დაზუსტებისთვის
სამეცნიერო ნაშრომებს სჭირდება დამატებით კვლევა
მხატვრული ლიტერატურა მოითხოვს კრეატიულ მიდგომას
გამთარგმნელის გამოცდილება და სპეციალიზაცია - გამოცდილი მთარგმნელი 1 გვერდს 20-30 წუთშიც თარგმნის, დამწყებს კი შეიძლება 2-3 საათიც დასჭირდეს.

მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი
მთარგმნელი თუ თარჯიმანი? - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი
 თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება, კომპანიებსა თუ კერძო პირებს, წარმატების მისაღწევად ხშირად უწევთ ენობრივი ბარიერებ...
​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები
​როგორ ავირჩიოთ შესაფერისი ნოტარიუსი: რჩევები და რეკომენდაციები
  ნოტარიუსის მომსახურება ყოველდღიურად მრავალი იურიდიული საკითხის სწორად მოგვარების აუცილებელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ეს პროცესი ...
ყველას ნახვა