განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

თარგმნა ყველა ენაზე

 არ აქვს მნიშვნელობა ქართულია, რუსული, ინგლისური თუ სხვა ენა, თარგმნა ყველა ენაზე მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს და იმ კონკრეტული ენის სპეციფიკის ღრმა ცოდნას.
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო კომუნიკაცია სულ უფრო ინტენსიური ხდება, ხარისხიანი თარგმანის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ პროფესიონალი მთარგმნელი, ვინც ტექსტს თარგმნის სწორად, გამართულად და პირვანდელი შინაარსობრივი კონტექსტის შენარჩუნებით.
თითოეული ენის თარგმნას აქვს თავისი სპეციფიკა და თავისებურებები. მაგალითად, თარგმნა იტალიურიდან მოითხოვს რომანული ენების თავისებურებების გათვალისწინებას, მდიდარი კულტურული კონტექსტის ცოდნას, თარგმნა სპარსულიდან კიდევ უფრო სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. 
განსხვავებული დამწერლობის სისტემა, მარჯვნიდან მარცხნივ წერის მიმართულება და რთული გრამატიკული სტრუქტურა მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას სპარსული ენის მთარგმნელი. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის საბუთის, ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმანს და ნოტარიულ დამოწმებას. ჩვენი კომპანიის ყველა მთარგმნელი არის დიპლომირებული ან სერტიფიცირებული. სათარგმნი მასალის განაწილება ხდება შესაბამისი სფეროს გამოცდილების მქონე მთარგმნელთან, როგორიცაა: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული და ა.შ. იყავი წარმატებული ჩვენთან ერთად!

ლიკა ჩაკლოვა
სერვის + შეფასება 5.0 , 44 შეფასება
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

ვექ თრანსლეიშენს გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით და ნოტარიულად დამოწმების სერვისს, უმოკლეს ვადაში, შემდეგ ენებზე: პოლონური, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური,პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია +5 წლიანი გამოცდილების სერტიფიცირებული, დარგის სპეციალისტი მთარგმნელებით, ყველანაირი სირთულისა და ტიპის საბუთს გადაგითარგმნით და ნოტარიულად დაგიმოწმებთ 1-2 სამუშაო დღეში. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის (PowerPoint, Canva) დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა/თარგმნა სამსახურისა თუ სასურველი კონკურსისთვის/სასწავლო პროგრამისთვის • ტექსტის აკრეფა • ტექსტის რედაქტირება დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ

ვექ თრანსლეიშენს
სერვის + შეფასება 5.0 , 35 შეფასება
1 სერტიფიკატი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ყველა ენაზე ნოტარიული დამოწმებით

გთავაზობთ თარგმნას ყველა ენაზე. ნოტარიულად დაგიმოწმებთ ნებისმიერი თემატიკისა და სირთულის ტექსტს/საბუთს - ევროპული და აღმოსავლური ენებიდან ქართულად და პირიქით. შესაძლებელია, დისტანციურად დაკავშირება "ვაიბერზე" და ელფოსტით. ერთი გვერდის ღირებულება დაანგარიშდება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. გითარგმნის შემდეგი ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით : არაბული, სპარსული, ბულგარული, ბერძნული, გერმანული, თურქული, იტალიური, ივრითი, იაპონური, ჰოლანდიური, პოლონური, უკრაინული, ლიტვური, ესპანური, ფრანგული, შვედური, ნორვეგიული, ფინური, დანიური, უნგრული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ჩეხური, სლოვაკური, პორტუგალიური, ჩინური, სერბული, მაკედონიური, იუგოსლავური, ლატვიური, ინგლისური, რუსული, ესტონური, ოსური, აფხაზური, ყაზახური, უზბეკური, ყირგიზული, ტაჯიკური, ბელორუსული, ხორვატული, რუმინული, მოლდავური, ბელგიური (ჰოლანდიური), სლოვენური.

თარგმნის სააგენტო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

Translation Hub-ის გამოცდილი და პროფესიონალი მთარგმნელებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის დოკუმენტების ზეპირ და წერილობით თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებას 30-ზე მეტ ენაზე. ენობრივი სისწორე, იურიდიული სანდოობა და ტექნიკური სიზუსტე ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ამის გარანტიას კი 15-წლიანი გამოცდილება და პროფესიონალი მთარგმნელების ძლიერი გუნდი წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციას თარგმნიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მთარგმნელები: სამედიცინო საბუთებს თარგმნიან ექიმები და სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, იურიდიულს - იურისტები/ადვოკატები, ტექნიკურ დოკუმენტებს - ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ა.შ. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ხდება შემდეგ ენებზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პოლონური, პორტუგალიური, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უნგრული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, ჩინური, კორეული, სპარსული (ირანული), ივრითი, იაპონური, ბერძნული, უკრაინული, ბულგარული, რუმინული, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური, არაბული. ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის ტექსტის სირთულისა და მოცულობის მიხედვით. თანხის გადახდა ხდება წინასწარ - კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხვით ან ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით. საჭიროებისამებრ გაიცემა ინვოისი. თარგმნის გარდა, გვაქვს შემდეგი მომსახურებები: • CV-ის (რეზიუმეს) შექმნა/თარგმნა • პრეზენტაციის დამზადება/თარგმნა • სამოტივაციო/სარეკომენდაციო წერილის შედგენა • ტექსტის აკრეფა/ რედაქტირება

ნანა
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრო

თარგმნა / სანოტარო მომსახურება

გთავაზობთ თარგმანსა და სანოტარო მომსახურებას თარჯიმანთა ბიურო დაკომპლექტებულია მაღალპროფესიონალი, დიპლომირებული თარჯიმნებით. ვმუშაობთ თარგმნზე როგორიცაა : იურიდიული, სამედიცინო, ბიზნეს-მარკეტინგული, საფინანსო-ბუღალტრული და სხვ. ასევე გთავაზობთ ტექსტის, აუდიო/ვიდეო, სარეკლამო მასალის თარგმნასა და სანოტაროწესით დამოწმებას დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ WhatsApp, Viber. ბერძნული, უკრაინული, გერმანული, თურქული, ესპანური, არაბულის,იტალიური თარგმნა/დამოწმება

შეფასება 5.0 , 16 შეფასება
პრო

თარგმნა სწრაფად და ხარიასხიანად

გჭირდებათ დოკუმენტების თარგმნა? ✅ ინგლისური, რუსული და სხვა ენებიდან/ენებზე თარგმნა / ნოტარიუსის დამოწმებით. ✅ დაბადების, ქორწინების, იურიდიული, ტექნიკური და სხვა დოკუმენტების თარგმნა ✅ ზუსტი თარგმანი და სწრაფი შესრულება ✅ თქვენი თქვენი კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, გთავაზობთ "ონლაინ" მომსახურებას. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ონლაინ და მიიღეთ მზა თარგმანი უმოკლეს დროში.

სერვის + შეფასება 5.0 , 5 შეფასება

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

პროფესიონალური თარგმანი ნოტარიული დამოწმებით! ​გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის სწრაფ და ზუსტ თარგმნას მსოფლიოს ყველა ენაზე: - ​პირადი და იურიდიული საბუთები (პასპორტი, დიპლომი, მოწმობები, ხელშეკრულებები). - ​სამედიცინო, ტექნიკური და საფინანსო ტექსტები. - ​ნოტარიული დამოწმება და იურიდიული ძალის უზრუნველყოფა. - ​სწრაფი/სასწრაფო მომსახურება და დისტანციურად მიღების შესაძლებლობა. ​გარანტირებულია მაღალი ხარისხი, სრული კონფიდენციალურობა და მისაღები ფასები!

​თარგმნა ნებისმიერ ენაზე

თარგმნა ნებისმიერ ენაზე წარმოადგენს რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს.
თითოეული ენის თარგმნას აქვს თავისი სპეციფიკა და მახასიათებლები. პროფესიონალი მთარგმნელი უნდა ფლობდეს არა მხოლოდ ენის ტექნიკურ მხარეს, არამედ ღრმად უნდა იცნობდეს კულტურულ თავისებურებებს, ტრადიციებს და თანამედროვე რეალობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს აზიური ენების შემთხვევაში, სადაც კულტურული კონტექსტი ხშირად განსაზღვრავს თარგმანის ხარისხს.
სწორი თარგმნა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინფორმაციის ზუსტ გადმოცემას, არამედ შინაარსის სრულ შენარჩუნებასაც.
პროფესიონალი მთარგმნელი მუდმივად უნდა ავითარებდეს თავის უნარებს და ეცნობოდეს თანამედროვე ტენდენციებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური და სამეცნიერო ტექსტების თარგმნისას, სადაც ტერმინოლოგია მუდმივად ვითარდება და იცვლება.
თუ თქვენ გჭირდებათ თარგმნა ნებისმიერ ენაზე, ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ მაღალკვალიფიციური მთარგმნელების მომსახურებას. მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი დოკუმენტების პროფესიონალურ თარგმნას.

მომხმარებლის შეფასებები

თარგმნა სხვადასხვა ენაზე

შეფასების ავტორი: თეა

ძალიან კმაყოფილი ვარ ანას მომსახურებით , საოცრად კომუნიკაბელური პროფესიონალი გოგონა. მიხარია რომ ვიპოვე ❤️

თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ყველა ენაზე

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი ვარ, სანდო და საუკეთესო. ვფიქრობ რომ საქართველოში პირველია მისი მომსახურება, ყველას გირჩევთ❤️

​თარგმნა ყველა ენაზე - პროფესიონალური სტანდარტები და მოთხოვნები

  ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მიუხედავად, ზუსტი და სწორი თარგმანის შესრულებისთვის პროფესიონალი მთარგმნელის როლი კვლავ შეუცვლელია.
თარგმნა ნებისმიერ ენაზე მოითხოვს არა მხოლოდ ენების სრულყოფილ ცოდნას, არამედ მთელ რიგ პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციებს.
არ აქვს მნიშნველობა მთარგმნელი იქნება თუ თარჯიმანი, საუკეთესო თარგმანის უზრუნველსაყოფად ორივე მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ სტანდარტებს და მოთხოვნებს.
თარგმანის ხარისხი პირდაპირ კავშირშია მთარგმნელის პროფესიონალიზმთან. 
თანამედროვე მთარგმნელი უნდა ფლობდეს მრავალმხრივ უნარებს, რომელთაგან უმთავრესია:
  • სამიზნე და წყარო ენების სრულყოფილი ცოდნა, მათი გრამატიკული და ლინგვისტური თავისებურებების ჩათვლით
  • კულტურული კონტექსტის ღრმა გაგება და მისი გათვალისწინება თარგმანში
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სათარგმნი პროგრამების ფლობა
  • სპეციფიკური სფეროების ტერმინოლოგიის ცოდნა
საუკეთესო თარგმანის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემის არსებობა. 
ეს მოიცავს ორმაგი შემოწმების პროცესს, სადაც თარგმანს ამოწმებს როგორც რედაქტორი, ასევე დარგის სპეციალისტი. 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერმინოლოგიურ სიზუსტეს და ტექსტის სტილისტურ გამართულობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თარგმანის ხარისხი დამოკიდებულია არა მხოლოდ მთარგმნელის ინდივიდუალურ უნარებზე, არამედ იმ მეთოდოლოგიასა და პროცესებზე, რომლებსაც ის იყენებს. 
თარგმნა მოიცავს წინასწარ კვლევას, ტერმინოლოგიური ბაზების შექმნას, საცნობარო მასალების მომზადებას და კონსულტაციებს დარგის ექსპერტებთან. 
არ აქვს მნიშნველობა მთარგმნელი იქნება თუ თარჯიმანი, საუკეთესო თარგმანის უზრუნველსაყოფად ორივე მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ სტანდარტებს და მოთხოვნებს.
თარგმანის ხარისხი პირდაპირ კავშირშია მთარგმნელის პროფესიონალიზმთან. 
თანამედროვე მთარგმნელი უნდა ფლობდეს მრავალმხრივ უნარებს, რომელთაგან უმთავრესია:
  • სამიზნე და წყარო ენების სრულყოფილი ცოდნა, მათი გრამატიკული და ლინგვისტური თავისებურებების ჩათვლით
  • კულტურული კონტექსტის ღრმა გაგება და მისი გათვალისწინება თარგმანში
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სათარგმნი პროგრამების ფლობა
  • სპეციფიკური სფეროების ტერმინოლოგიის ცოდნა
პროფესიონალი მთარგმნელის მუშაობა ასევე მოიცავს მუდმივ კომუნიკაციას დამკვეთებთან, კოლეგებთან და დარგის ექსპერტებთან. ეს თანამშრომლობა აუცილებელია იმისათვის, რომ:
  • დაზუსტდეს ტექსტის კონტექსტი და მიზნობრივი აუდიტორია
  • შეთანხმდეს სპეციფიკური ტერმინოლოგია
  • განისაზღვროს სტილისტური მოთხოვნები

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა უნარები სჭირდება კარგ მთარგმნელს?

კარგი მთარგმნელი კარგად უნდა ფლობდეს როგორც სამიზნე ისე სათარგმნ ენას, საქმის ხარისხიანად შესრულებისთვის სჭირდება წერის მაღალი კულტურა, სტილისტური მოქნილობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კვლევის უნარები.
მნიშვნელოვანია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, განსაკუთრებით CAT (Computer-Assisted Translation) ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

​რა არის თარჯიმანთა ბიუროს უპირატესობები?

თარჯიმანთა ბიურო გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, ხარისხის გარანტიას, სხვადასხვა ენის სპეციალისტების ხელმისაწვდომობას და პროფესიულ პასუხისმგებლობას.
ბიურო უზრუნველყოფს პროექტის მართვას, ხარისხის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მომსახურებებსაც, როგორიცაა აპოსტილი და ნოტარიუსით დამოწმება.

​როგორ ხდება თარჯიმნის შერჩევა კონკრეტული ღონისძიებისთვის?

თარჯიმნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწნოთ ღონისძიების სპეციფიკა, თემატიკა, აუდიტორიის ზომა და საჭირო ენების კომბინაცია. უნდა შემოწმდეს რამდენად გამოცდილია თარჯიმანი, უმუშავია თუ არა მსგავს ღონისძიებებზე, თუ სფერო სპეციფიკურია დააზუსტეთ თარჯიმნის სპეციალიზაცია კონკრეტულ სფეროში და მოიძიეთ რეკომენდაციები.